
რუსული ქვანახშირისა და ნავთობის მიწოდება გრძელდება ევროპაში. ესპანეთის ერთ-ერთმა პორტმა მიიღო მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც რუსული ქვანახშირი და ნავთობის კოქსი გადაჰქონდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
უწყების ცნობით, ტანკერი ხიხონის პორტში გაჩერდა. ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ კიდევ ერთი გემი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა, პარასკევს სამხრეთ ესპანეთში, კარტახენაში დადგა.
გიორგი არაბული