ისრაელის წყლებში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს

0
9

ბრიტანულ-ბერძნულმა კომპანია Energean-მა ისრაელის ექსკლუზიურ ეკონომიკურ წყლებში 12 ბლოკის ტერიტორიაზე „ათენას“ პლატფორმაზე ძიების შედეგად გაზის საბადო აღმოაჩინა. წინასწარი ანალიზმა აჩვენა, რომ საბადო შეიცავს 8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, იტყობინება ისრაელის მედია.

Energean-ს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობაა, რომ აღმოჩნდეს კიდევ 50 მილიარდი კუბური მეტრი მთელ ტერიტორიაზე.

ეს აღმოჩენა წარმოადგენს ისრაელის ეკონომიკურ ზონაში ნაპოვნი გაზის დადასტურებული მოცულობის მნიშვნელოვან დამატებას. შედეგად, გაზის საერთო რაოდენობა დაახლოებით 800 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს, იუწყებიან მედია საშუალებები.

გიორგი არაბული