Home » 2022 » May » 09

Daily Archives: May 9, 2022

ესპანეთის პორტებში რუსული ნახშირითა და ნავთობით სავსე გემები შევიდა

რუსული ქვანახშირისა და ნავთობის მიწოდება გრძელდება ევროპაში. ესპანეთის ერთ-ერთმა პორტმა მიიღო მალტის დროშის ქვეშ მცურავი გემი, რომელსაც რუსული ქვანახშირი და ნავთობის კოქსი გადაჰქონდა. ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება. უწყების ცნობით, ტანკერი ხიხონის პორტში გაჩერდა. ხელისუფლებამ ასევე დაადასტურა, რომ კიდევ ერთი გემი, რომელსაც რუსული ნავთობი გადაჰქონდა, პარასკევს სამხრეთ ესპანეთში, კარტახენაში დადგა. გიორგი არაბული

Read More »

2023 წლის 1-ელი მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურება შეიცვლება

2023 წლის 1-ელი მარტიდან შიდა ტრანზიტის მომსახურებაც შეიცვლება. მოქმედი კანონის მიხედვით, შიდა ტრანზიტი ჯამში 90 დღით გაიცემა, რომლის დღიური საფასური ერთი ლარია. კანონში დაგეგმილი ცვლილებებით კი, შიდა ტრანზიტის 90 დღის ვადით გაცემისთვის განისაზღვრება ერთიანი საფასური 50 ლარის ოდენობით. ამასთან, უქმდება შიდა ტრანზიტის ვადის გადაცილებისათვის დღეების მიხედვით დადგენილი სანქცია ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 5 ლარის ოდენობით და დაკარგული ნომრის აღდგენის 30-ლარიანი საფასური. გარდა ...

Read More »

ბიტკოინის ფასი 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად ეცემა 33 000 დოლარს ქვემოთ

ორშაბათს გამართულ სავაჭრო სესიაზე ბიტკოინის ფასი 5,44%-ით 32,8 ათას დოლარამდე დაეცა, ამას მოწმობს Coindesk პორტალის მონაცემები. კრიპტოვალუტის ფასი 2021 წლის ივლისის შემდეგ პირველად 33 000 დოლარზე დაეცა.

Read More »

4 იანვრის შემდეგ პირველად, ალუმინის ფასი ტონაზე 2800 დოლარზე დაბლა დაეცა

ორშაბათს ალუმინის ღირებულება ლონდონის ლითონის ბირჟაზე (LME) ვაჭრობისას დაეცა $2,800 ტონაზე, პირველად 2022 წლის 4 იანვრის შემდეგ. ლითონის ფასი ვაჭრობისას 2783 დოლარამდე დაეცა ტონაზე, ნათქვამია აუქციონის მონაცემებიდან. მარტის დასაწყისში 1 ტონა ალუმინის ღირებულებამ განაახლა თავისი ისტორიული რეკორდი და მიაღწია $4074. გიორგი არაბული

Read More »

„ლუკოილის“ ყოფილი ტოპ მენეჯერი, მილიარდერი ალექსანდრე სუბოტინი შამანურ სესიაზე გარდაიცვალა

„ლუკოილის“ ყოფილი ტოპ მენეჯერი, მილიარდერი ალექსანდრე სუბოტინი მოსკოვის რეგიონში შამანური სესიის დროს გარდაიცვალა. ამის შესახებ MK ტელეგრამის Mash არხზე დაყრდნობით იუწყება. გამოცემის ცნობით, სუბბოტინს ალკოჰოლიზმის გამო მკურნალობდნენ, ბოლო პროცედურის დროს კი გომბეშოს შხამი გამოიყენეს. მორიგი ვიზიტის დროს სუბბოტინს გულის პრობლემები ჰქონდა, მაგრამ შამანმა მაგუამ სასწრაფოს გამოძახება არ ისურვა, წამალი მისცა და ლოგინში დააწვინა. მალე გარდაიცვალა. შამანებმა ბიზნესმენი გარდაცვლილი იპოვეს და ...

Read More »

იანვარ-აპრილში ჩინეთმა მნიშვნელოვნად შეამცირა ნავთობისა და გაზის იმპორტი

ჩინეთში ბუნებრივი აირის მიწოდების მოცულობა მიმდინარე წლის პირველ ოთხ თვეში 8,9%-ით შემცირდა და 35,86 მლნ ტონა შეადგინა, ხოლო ნავთობი – 4,8%-ით და 170,88 მლნ ტონა შეადგინა. ამასთან, ღირებულებითი თვალსაზრისით, გაზის იმპორტი ჩინეთში 59,9%-ით გაიზარდა და 21,64 მლრდ დოლარი შეადგინა, ნავთობი – 49,7%-ით და 116,07 მლრდ აშშ დოლარი. აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ აპრილის დასაწყისში, ბლუმბერგმა ტრეიდერებზე დაყრდნობით მიუთითა, რომ თხევადი ბუნებრივი ...

Read More »

ისრაელის წყლებში გაზის ახალი საბადო აღმოაჩინეს

ბრიტანულ-ბერძნულმა კომპანია Energean-მა ისრაელის ექსკლუზიურ ეკონომიკურ წყლებში 12 ბლოკის ტერიტორიაზე „ათენას“ პლატფორმაზე ძიების შედეგად გაზის საბადო აღმოაჩინა. წინასწარი ანალიზმა აჩვენა, რომ საბადო შეიცავს 8 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს, იტყობინება ისრაელის მედია. Energean-ს მიაჩნია, რომ დიდი ალბათობაა, რომ აღმოჩნდეს კიდევ 50 მილიარდი კუბური მეტრი მთელ ტერიტორიაზე. ეს აღმოჩენა წარმოადგენს ისრაელის ეკონომიკურ ზონაში ნაპოვნი გაზის დადასტურებული მოცულობის მნიშვნელოვან დამატებას. შედეგად, გაზის საერთო ...

Read More »

ერდოღანი – ევროპის ცენტრში დატრიალებული ტრაგედია გაფრთხილებაა ევროკავშირისთვის

„უკრაინის ომის ფონზე, დროა ევროკავშირმა დაწეროს თავისი განვითარების ახალი ისტორია. ბოლო წლებში ევროკავშირი შორდება დასახულ მიზნებს და მოექცა ცალკეული სახელმწიფოების მოკლევადიანი ინტერესების გავლენის ქვეშ“, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა. თურქეთის სახელმწიფოს მეთაურმა ყურადღება გაამახვილა შულმანის დეკლარაციის საფუძვლად არსებულ იდეებზე, კერძოდ, ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობებში წინააღმდეგობებისა და განსხვავებების თავიდან აცილება, ურთიერთინტეგრაცია კონტინენტზე მშვიდობის, განვითარებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად. ...

Read More »

ავტოსატრანსპორტო ნომრის შენახვა, ფიზიკური შენახვის ნაცვლად, „ვირტუალურად“ იქნება შესაძლებელი

ავტოსატრანსპორტო ნომრის შენახვა, ფიზიკური შენახვის ნაცვლად, „ვირტუალურად“ იქნება შესაძლებელი. კანონში დაგეგმილი ცვლილებები ინიცირებისთვის მზად არის, რომელიც ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარედგინება. მოქმედი კანონი ე.წ. ფასიანი ნომრების ფიზიკურად შენახვას ითვალისწინებს, რაც მომსახურების სააგენტოს მიერ სათანადო ფართის გამოყოფას მოითხოვს. როგორც კანონის პროექტის განმარტებით ბარათშია აღნიშნული, ეს მომხმარებლისთვის გარკვეულ დაბრკოლებებს იწვევს, რადგან შენახული ნომრის აღება პირს მომსახურების სააგენტოს მხოლოდ იმ სტრუქტურულ ერთეულში შეუძლია, რომელშიც ...

Read More »

ბილ გეითსმა გლობალური ეკონომიკური ვარდნის ორი მიზეზი დაასახელა

„მთელ მსოფლიოში საპროცენტო განაკვეთების ზრდამ შეიძლება გამოიწვიოს გლობალური ეკონომიკური შენელება“, – ამბობს მულტიმილიარდერი ბილ გეითსი. მან უკრაინაში ომსა და ასევე კორონავირუსული პანდემიის შედეგებს უწოდა შესაძლო ეკონომიკური ვარდნის მიზეზი. გეითსის თქმით, უკრაინაში არსებულმა ვითარებამ უკვე გამოიწვია საქონელზე ფასების მკვეთრი ზრდა, ასევე „მიწოდების ჯაჭვის გარკვეული პრობლემები“. ამ ფონზე ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და ინდოეთმა, დაიწყო საპროცენტო განაკვეთების გაზრდა ინფლაციის ...

Read More »