„ყველა ღონისძიების მთავარი მიზანია – ხალხს გაუჩნდეს სურვილი რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ“

0
16

„თითოეულ პარკირების ლოტში გათვალისწინებული ტაქსებისთვის პარკირების ადგილი და შშმ პირებისთვის. ასევე, ძალიან დიდი ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ელექტრომანქანებისთვის გამოიყოს დამუხტვის ადგილები. ყველა ამ ღონისძიების მთავარი მიზანია ერთი რამ, რომ მსუბუქი ავტომობილების სწრაფი ზრდა საქართველოში შემცირდეს და ხალხს გაუჩნდეს სურვილი რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძემ განაცხადა.

რაც შეეხება საპარკინგე ადგილების ოდენობას, მისი თქმით, ეს მონაცემი ზუსტად არის ცნობილი, როგორც ზონალური პარკინგის, ასევე არაზონალური პარკინგის ნაწილში.

„თითოეულ პარკირების ლოტში გათვალისწინებული ტაქსებისთვის პარკირების ადგილი და შშმ პირებისთვის. ასევე, ძალიან დიდი ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ელექტრომანქანებისთვის გამოიყოს დამუხტვის ადგილები. ყველა ამ ღონისძიების მთავარი მიზანია ერთი რამ, რომ მსუბუქი ავტომობილების სწრაფი ზრდა საქართველოში შემცირდეს და ხალხს გაუჩნდეს სურვილი რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ, რომელიც ბევრად სწრაფი იქნება, ვიდრე მსუბუქი ავტომობილი.

ამჟამად, ამ გამოცვლილი ავტოპარკის შედეგია ის, რომ თუ მაგალითად ჭავჭავაძეზე ავტობუსი უნდებოდა გადაადგილებას 20 წუთს, ახლა უნდება 7 წუთს. ასევეა ყველა სხვა გამზირსა და ქუჩაზე, სადაც „ბასლაინია“ მოწყობილი. მგზავრთნაკადის გადაყვანის პოტენციალი გაორმაგებულია. თუ ადრე საათში ერთდროულად საზოგადოებრივ ტრანსპორტს შეეძლო გადაეყვანა 34 ათასი ადამიანი, დღეს გადაჰყავს 94 ათასი. საბოლოო მიზანი ამ შეზღუდვების და ჩაკეტვების არა ვინმეს შეზღუდვა, არამედ საგზაო სივრცის თანაბრად გადანაწილებაა ფეხითმოსიარულეებს, ველოსიპედის და სკუტერის მომხმარებლებს, შშმპ პირებს, მანქანისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებლებს შორის.

ასე რომ, ხშირ შემთხვევაში, ჯარიმების გაზრდა ეს არ არის სადამსჯელო ოპერაცია, რომელიც ინდივიდების მიმართ გამოიყენება, არამედ ეს არის საჯარო ინტერესის დასაცავად გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი. სხვა შემთხვევაში ჩვენი მოქალაქეების მიმართ არ ვიქნებით სწორი, ერთის მხრივ ვიცით, რომ ეს საცობები ჰაერის დაბინძურებას უწყობს ხელს და ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორია და მეორეს მხრივ პრობლემაა გადაადგილება, ადამიანმა არ იცის რამდენ ხანში გადაადგილდება. ხოლო სისტემის დასრულების შემდეგ საზოგადოებრივი ტრანსპორტი იქნება ის საშუალება, რომლითაც იმ დროში გადავადგილდებით, რომელიც იქნება განსაზღვრული“, – განაცხადა ბითაძემ.

ამასთან, როგორც ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რომელიც საგზაო მოძრაობას აწესრიგებს, პარკირების რაოდენობის შეზღუდვა არის განსაზღვრული.

„ჭავჭავაძის გამზირზე არის ძალიან ბევრი შუქნიშანი და ტროტუარი არის განიერი. მსგავსად არის დაგეგმილი და დაპროექტებული ყველა სხვა გამზირი, რომელიც თბილისში არსებობს. დეტალური პროექტირება რამდენიმე ქუჩის არსებობს. შუქნიშნები გამოიცვლება მთელ თბილისში და შუქნიშნების რაოდენობა გასამმაგდება იმისთვის, რომ ფეხით მოსიარულეები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ და ასევე, უსაფრთხო იყოს მგზავრების ჩასხდომა და ჩამოსვლა საზოგადოებრივი ტრანსპორტიდან. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ავტობუსების ქსელის, ე.წ. ბასლაინების განვითარება. ამის განვითარება არის აუცილებელი იმისთვის, რომ ის საავტობუსე პარკი, რომელიც მთლიანად გამოიცვალა თბილისში და დამატებით კიდევ შემოსასვლელია 200-მდე 18 -მეტრიანი ავტობუსი, ამ ტრანსპორტმა რომ იაროს შეუფერხებლად. ძალიან ხშირ შემთხვევაში, „ბასლაინების“ მოწყობა იწვევს საპარკინგე ადგილების გაუქმებას, შედარებით ვიწრო გამზირებზე ეს გარდაუვალია, თუმცა ისეთ გამზირზე, როგორიცაა, მაგალითად ვაჟა-ფშაველა, სადაც რამდენიმე ხაზია, იქ შესაძლებელია საპარკინგე ხაზთან ერთად საავტობუსე ხაზიც ჩაეტიოს, მაგრამ თბილისში ყველა ქუჩა ამის საშუალებას არ იძლევა, ამიტომ თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რომელიც საგზაო მოძრაობას აწესრიგებს, პარკირების რაოდენობის შეზღუდვა არის განსაზღვრული. ამიტომ და არამხოლოდ, გახდა აუცილებელი, რომ ზონალურ-საათობრივი პარკირება შემოტანილიყო თბილისში“, – განაცხადა ბითაძემ.