საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში 4221 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

0
19

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოველკვარტალურად მონიტორინგს ახორციელებს.

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 4221 კონცენტრაციაა რეგისტრირებული, საიდანაც 4216 შემთხვევაში, მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის, აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა.

„აღნიშნული შემთხვევებიდან კრიტერიუმს 5 აკმაყოფილებდა, თუმცა, სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინებას არ საჭიროებდა.

ასევე, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, სააგენტოსთვის ცნობილი გახდა კონკრეტულ ეკონომიკურ აგენტებს შორის, 2022 წლის 27 აპრილს, განხორციელებული კონცენტრაციის შესახებ, რომელიც წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის, წლიური ბრუნვის ნაწილში, აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რაც სავარაუდოდ, სააგენტოს გვერდის ავლით განხორცილდა. საკითხი ეხება სამედიცინო და საგანმანათლებლო ბაზარზე განხორციელებულ კონცენტრაციას. აღნიშნულთან დაკავშირებით სააგენტოში ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარეობს“, – ნათქვამია ინფორმაციაში.