„თიბისი“ Wings for Life World Run 2022-ის მხარდამჭერია

0
20

„თიბისი“ „რედბულის“ ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიების – Wings for Life World Run-ის მხარდამჭერია. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, 8 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო მსოფლიოსთან ერთად ირბენს. ერთობლივი სირბილის ათვლის წერტილია დინამო არენა (ა. წერეთლის გამზირი #2).

„თიბისის“ გუნდის წევრები ღონისძიებას შეუერთდნენ და საქველმოქმედო მარათონში ჩაერთნენ.

„2022 წელს, Wings for Life World Run აპლიკაციით ჩატარდება. ეს გაერთიანებასა და კეთილი საქმისთვის ჯანსაღ აქტივობას კიდევ უფრო ამარტივებს. აპლიკაცია საშუალებას გაძლევთ, ლოკაცია/ქვეყანა აირჩიოთ და სირბილი დაიწყოთ. ასევე, მისი მეშვეობით შეძლებთ რბენაზე ადგილმდებარეობის არჩევის გარეშე დარეგისტრირდეთ და ღონისძიებას თქვენთვის სასურველი, ნებისმიერი, ლოკაციიდან შეუერთდეთ.

ღონისძიების მონაწილეები ათასობით ადამიანთან ერთად, მთელი მსოფლიოს გარშემო, ერთსა და იმავე დროს ირბენენ. იმდენს გაირბენენ, რამდენსაც შეძლებენ და ამას არა მხოლოდ საკუთარი თავისთის, არამედ კეთილი მიზნებისთვისაც გააკეთებენ. „რედბულის“ Wings for Life World Run-ში გადახდილი თანხის 100%-ს ზურგის ტვინის კველვაში რიცხავს. მისი მიზანია ზურგის ტვინის დაზიანების განკურნების გზის მოძებნა, უახლესი კვლევების დაფინანსების მეშვეობით მთელ მსოფლიოში.

„თიბისი“ Wings for Life World Run-ის მხარდაჭერით, ადამიანების დახმარების სურვილსა და მიზანს ემსახურება. „თიბისისთვის“ მნიშვნელოვანია ჯანსაღი გარემო და ცხოვრების წესი, სწორედ ამიტომ, „თიბისელები“ ერთად მსოფლიოს გარშემო ისეთი ადამიანების დასახმარებლად ირბენენ, რომელთაც ზურგის ტვინის კვლევის დაფინანსება სჭირდებათ.

დეტალური ინფორმაცია ღონისძიებასთან დაკავშირებით იხილეთ ბმულზე: https://www.facebook.com/events/s/wings-for-life-world-run-2022-/655523225679023/,“ – აღნიშნულია ინფორმაციაში.