Home » 2022 » May » 06

Daily Archives: May 6, 2022

საქართველოში 2022 წლის პირველ კვარტალში 4221 კონცენტრაცია დარეგისტრირდა

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტო, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაზე დაყრდნობით, ყოველკვარტალურად მონიტორინგს ახორციელებს. საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 2022 წლის პირველი კვარტლის მონაცემების მიხედვით, ქვეყანაში 4221 კონცენტრაციაა რეგისტრირებული, საიდანაც 4216 შემთხვევაში, მონაწილე მხარეების წლიური ბრუნვა, წინასწარი შეტყობინების ვალდებულების წარმოშობისთვის, აუცილებელ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებდა. „აღნიშნული შემთხვევებიდან კრიტერიუმს 5 აკმაყოფილებდა, თუმცა, სააგენტოსთვის წინასწარ შეტყობინებას არ საჭიროებდა. ასევე, საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით, ...

Read More »

„თიბისი“ Wings for Life World Run 2022-ის მხარდამჭერია

„თიბისი“ „რედბულის“ ყველაზე მასშტაბური საქველმოქმედო სპორტული ღონისძიების – Wings for Life World Run-ის მხარდამჭერია. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ცნობით, 8 მაისს, 15:00 საათზე, საქართველო მსოფლიოსთან ერთად ირბენს. ერთობლივი სირბილის ათვლის წერტილია დინამო არენა (ა. წერეთლის გამზირი #2). „თიბისის“ გუნდის წევრები ღონისძიებას შეუერთდნენ და საქველმოქმედო მარათონში ჩაერთნენ. „2022 წელს, Wings for Life World Run აპლიკაციით ჩატარდება. ეს გაერთიანებასა და კეთილი ...

Read More »

ფინურმა Paulig Group თავისი რუსული ბიზნესი ინდოელ ბიზნესმენს მიჰყიდა

ფინურმა Paulig Group-მა გაყიდა თავისი რუსული ბიზნესი. ახალი მფლობელი ინდოელი ბიზნესმენი ვიკას სოი, ყავის მწარმოებელი Milagro Beverage Company-ის ხელმძღვანელი გახდა. გარიგების მოცულობა ჯერ არ სახელდება. Paulig-ის ბრენდი დატოვებს რუსეთის ბაზარს უახლოეს თვეებში, თუმცა კომპანია ახალი მფლობელისთვის ყავის მარცვლების მიწოდებას გარდამავალ პერიოდში გააგრძელებს. სანდრო პირველი

Read More »

Shell-მა რუსეთიდან გასვლის გამო $4,24 მილიარდი დაკარგა

ბრიტანულ-ჰოლანდიურმა ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-მა გამოაცხადა 4,24 მილიარდი დოლარის აქტივების ჩამოწერა რუსეთის ენერგეტიკულ პროექტებში მონაწილეობაზე უარის თქმისა და რუსეთიდან საწვავის საბითუმო შესყიდვის შეწყვეტის გამო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2022 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში. მარტის დასაწყისში Shell-მა გამოაცხადა რუსეთში ოპერაციების შეწყვეტა, კომპანიამ გადაწყვიტა უარი თქვას რუსული ნავთობის საბითუმო შესყიდვებზე, დახურა ყველა Shell ბენზინგასამართი სადგური რუსეთის ფედერაციაში და შეცვალა ნედლი ნავთობის ...

Read More »

„თიბისი“ ბიზნესებს სპეციალურად მათზე მორგებულ მობაილბანკის აპლიკაციას – „ბიზნეს აპს“ სთავაზობს

„თიბისი“ ბიზნესებს სპეციალურად მათზე მორგებულ მობაილბანკის აპლიკაციას – „ბიზნეს აპს“ სთავაზობს, რომელიც ბიზნესების მხარდასაჭერად, მათი საჭიროებების გათვალისწინებით შეიქმნა. ინფორმაციას ამის შესახებ „თიბისი“ ავრცელებს. გთავაზობთ „თიბისის“ ბიზნეს აპის რამდენიმე ფუნქციონალს, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას ამარტივებს: ავტომატური გადარიცხვები ავტომატური გადარიცხვების ფუნქციონალი იმ ყოველკვირეულ და ყოველთვიურ გადარიცხვებს მოიცავს, რომლებიც მომხმარებლის მიერ არჩეულ კვირის კონკრეტულ დღეს, ან თვის რომელიმე რიცხვში ავტომატურად შესრულდება. ავტომატური გადარიცხვის შექმნა შესაძლებელია, ...

Read More »

„რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” განცხადებას ავრცელებს

ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-სკრა-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზის 5 კმ-იან, მცხეთა-ძეგვის მონაკვეთზე, საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები უამინდობის გამო შეფერხებით მიმდინარეობს, რის გამოც კომპანია “რეფორმა ქონსთრაქშენ მენეჯმენტი” მოსახლეობას ბოდიშს უხდის. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ. “ბოდიშს ვუხდით მოსახლეობას მცხეთა-ძეგვის საავტომობილო გზის მონაკვეთზე შექმნილი დისკომფორტის გამო. გზაზე სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოების გეგმის მიხედვით ჩატარებას ხელს უშლის ნალექიანი ამინდები. სამუშაოები გაორმაგებული ტემპით უახლოეს მომავალში, ამინდების გამოსვლისთანავე განახლდება და გზის მშენებლობა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ...

Read More »

„ყველა ღონისძიების მთავარი მიზანია – ხალხს გაუჩნდეს სურვილი რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ“

„თითოეულ პარკირების ლოტში გათვალისწინებული ტაქსებისთვის პარკირების ადგილი და შშმ პირებისთვის. ასევე, ძალიან დიდი ღონისძიებები მიმდინარეობს იმისთვის, რომ ელექტრომანქანებისთვის გამოიყოს დამუხტვის ადგილები. ყველა ამ ღონისძიების მთავარი მიზანია ერთი რამ, რომ მსუბუქი ავტომობილების სწრაფი ზრდა საქართველოში შემცირდეს და ხალხს გაუჩნდეს სურვილი რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადასხდნენ“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძემ განაცხადა. რაც შეეხება საპარკინგე ადგილების ...

Read More »

თბილისში არსებული შუქნიშნები გამოიცვლება და მათი რაოდენობა გასამმაგდება

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის, მაია ბითაძის განცხადებით, თბილისში არსებული შუქნიშნები გამოიცვლება და მათი რაოდენობა გასამმაგდება. ამასთან, როგორც ბითაძემ კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, თითოეული ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებისას, რომელიც საგზაო მოძრაობას აწესრიგებს, პარკირების რაოდენობის შეზღუდვა არის განსაზღვრული. „ჭავჭავაძის გამზირზე არის ძალიან ბევრი შუქნიშანი და ტროტუარი არის განიერი. მსგავსად არის დაგეგმილი და დაპროექტებული ყველა სხვა გამზირი, რომელიც თბილისში არსებობს. დეტალური პროექტირება რამდენიმე ქუჩის არსებობს. ...

Read More »

Shell ყიდის რუსეთის ავტოგასამართი სადგურების ქსელს – პოტენციური მყიდველი „ლუკოილია“

ნავთობისა და გაზის კომპანია Shell-მა გამოაცხადა რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების ჯამში 370-ზე მეტი ბენზინგასამართი სადგურის გაყიდვის მზაობაზე, ქვეყნის 28 ქალაქში, წერს Forbes წყაროებზე დაყრდნობით. წყაროების ცნობით, პოტენციური მყიდველი უკვე იპოვეს, მაგრამ გარიგება ჯერ არ დასრულებულა. აღნიშნულია, რომ Shell ყიდის ყველა ბენზინგასამართ სადგურს, იმ პირობით, რომ ბენზინგასამართი სადგურის თანამშრომლებს წლის ბოლომდე გადაეცემათ მიმდინარე ხელფასი. წყაროების თანახმად, ბენზინგასამართი სადგურების ქსელის პოტენციურ მყიდველებს შორის ...

Read More »

ეროვნულმა ბანკმა მიკროსაფინანსო „კრისტალი“ 111 ათასი ლარით დააჯარიმა

სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია „კრისტალი“ სებ-მა 9 სხვადასხვა მიმართულებით, კანონისა და წესების დარღვევის ფაქტებზე ჯამში 110,500 ლარით დააჯარიმა. შემოწმების პერიოდში დაფიქსირდა მიკროსაფინანსო ორგანიზაციის მიერ შემმოწმებელთა ჯგუფისათვის ინფორმაციის ვადის გადაცილებით და არასწორად წარდგენის 6  ფაქტი, რაც საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „მიკროსაფინანსო ორგანიზაციებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმის ოდენობის განსაზღვრის, დაკისრებისა და აღსრულების წესის“ შესაბამისად ითვალისწინებს დაჯარიმებას – 2 000 ლარის ოდენობით, ...

Read More »