Home » 2022 » May » 05

Daily Archives: May 5, 2022

უკრაინა რუბლისა და რუსეთის აგრესიის ხელშემწყობი ქვეყნების ვალუტების გამოყენების აკრძალვას გეგმავს

უკრაინის უმაღლესმა რადამ დაარეგისტრირა კანონპროექტი უკრაინის ტერიტორიაზე რუსული რუბლის მიმოქცევის აკრძალვისა და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვების აკრძალვის შესახებ. ინფორმაციას korrespondent.net ავრცელებს. კერძოდ, №7334 კანონპროექტით არის შემოთავაზებული საომარი მდგომარეობის ვადით, რომ აიკრძალოს რუსული რუბლის გამოყენება უკრაინაში და ტრანსსასაზღვრო გადარიცხვები, რუსული რუბლის აქტივების ამოღება სამოქალაქო მიმოქცევიდან, გაცვლითი კურსის დაწესების აკრძალვა. ამავე კანონპროექტით შემოთავაზებულია უკრაინის ეროვნულ ბანკს მიენიჭოს უფლება, გაავრცელოს ეს შეზღუდვები სხვა ქვეყნების ვალუტებზე, ...

Read More »

კანონის ამოქმედებიდან 1 თვეში, თამაშდამოკიდებულთა ბაზაში 518 მოქალაქე დარეგისტრირდა – „ახალგაზრდა ადვოკატები“

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ შესწავლის შედეგებს აქვეყნებს, რომელიც „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების შემდეგ, ზარტულ ან/და მომგებიან თამაშობებზე დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზაში მონაცემების მდგომარეობას, კანონის ეფექტიანობას და არსებული ხარვეზებს შეეხება. ორგანიზაციის შეფასებით, კანონი ფუნქციური აღმოჩნდა, დამოკიდებულ პირთა შესახებ მონაცემთა ბაზა, 1 თვის მონაცემის გათვალისწინებით – საგანგაშოა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტ სოფიო ჭელიძის განცხადებით, შესწავლამ აჩვენა, ...

Read More »

“ბილაინი” იყიდება – 100%-იან წილს ხვიჩა მაქაცარია ყიდულობს

“ბილაინი” იყიდება – 100%-იან წილს ხვიჩა მაქაცარიაზე ყიდულობს. შესაბამის გადაწყვეტილებას დღეს კომუნიკაციების კომისიამ დაუჭირა მხარი. უწყების ინფორმაციით ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, შერწყმის ან წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენის განზრახვის შესახებ კომუნიკაციების კომისიას უნდა ეცნობოს შერწყმის ან შეძენის განხორციელებამდე. შეტყობინების ვალდებულება ეკისრება ავტორიზებულ პირს, რომელიც მონაწილეობს შერწყმაში ან რომლის წილის, აქციების ან საოპერაციო აქტივის შეძენაც ხდება. კანონმდებლობის შესაბამისად, ...

Read More »

დავითაშვილი – მოწადინებული ვართ, ხელი შევუწყოთ „ბორჯომს“, რომ მომავალში გააგრძელოს სრულფასოვანი ოპერირება

ჩვენი შესაძლებლობები ყველამ უნდა გავიგოთ, რომ არის შეზღუდული, რადგან ეს არის გადაწყვეტილებები, რომლებიც მიღებულია საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ სანქციებთან დაკავშირებით, თუმცა ჩვენთვის „ბორჯომი“ არის მნიშვნელოვანი ბრენდი, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განუცხადა. როგორც ლევან დავითაშვილმა აღნიშნა, ეს არის მნიშვნელოვანი წარმოება საქართველოს ეკონომიკისთვის და აქედან გამომდინარე, სამინისტრო პირველი დღიდან, როდესაც ეს ინფორმაცია გავრცელდა, მონაწილეობს ...

Read More »

პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვაზე სატენდერო წინადადებების მიღება 11 მაისს დაიწყება

პენსიებისა და სოციალური გასაცემლების დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვასთან დაკავშირებით ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა. კომერციული ბანკების წარმომადგენლებს მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია შეხვდა. ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა, ტენდერში მონაწილეობასთან დაკავშირებით ტექნიკური დეტალები განიხილეს. ჯანდაცვის სამინისტროსა და სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენლებმა დაინტერესებულ მხარეებს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს. ჯანდაცვის უწყების ცნობით, ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების საბანკო მომსახურების შესყიდვისთვის სატენდერო წინადადებების მიღება 11 ...

Read More »

„ქოლგა თბილისი“ ფოტოს კვირეული იწყება

„ქოლგა თბილისის” ფოტო კვირეულის გახსნის ცერემონია 6 მაისს, 20:00 საათზე, დოდო აბაშიძის #10-ში, არტარეაში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, ფოტო კვირეული მოიცავს როგორც გამოფენებს, ასევე დაჯილდოებას 5 ნომინაციაში: დოკუმენტური სერია, რეპორტაჟი, კონცეპტუალური ფოტო პროექტი, ერთი კადრი, მობილური ფოტოგრაფიის ერთი კადრი. “ფოტოკონკურსი „ქოლგა“ 2022-ის წარმდგენია „თიბისი“. „თიბისისა“ და „ქოლგა თბილისი“ ფოტოს თანამშრომლობა უკვე 18 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, ...

Read More »

აპრილში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 69,97%-ს მიაღწია

2022 წლის აპრილში თურქეთში წლიურმა ინფლაციამ 69,97%-ს მიაღწია. ასეთი მონაცემები ხუთშაბათს თურქეთის სტატისტიკურის სამსახურმა (TUIK) დაასახელა. ამასთან, მიმდინარე წლის იანვარსა და მარტში ეს მაჩვენებელი, შესაბამისად, 48.69% და 61.14% იყო. თურქული მედია აღნიშნავს, რომ იანვრის ინფლაცია რეკორდული იყო თურქეთისთვის 2002 წლის შემდეგ. ამასთან, ყოველთვიური ინფლაცია მარტის 9,19%-დან აპრილში 7,67%-მდე შემცირდა. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯებ თაიფ ერდოღანმა, აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ ანკარა მიზნად ...

Read More »

შვეიცარიამ აზერბაიჯანული წარმოშობის რუსი მილიარდერის, ფარხად ახმედოვის საბანკო ანგარიშები გაყინა

შვეიცარიამ დაამტკიცა ახალი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის 8 აპრილს დაწესებული მე-5 პაკეტის შესაბამისად. შვეიცარიის მიერ მიღებული ზომები შეესაბამება ევროკავშირის სანქციების პაკეტს – გარდა ტრანსპორტის აკრძალვისა. სანქციების სრული სია, რომელიც 27 აპრილს ამოქმედდა, საერთაშორისო იურიდიული ფირმა White & Case-ის ვებგვერდზეა გამოქვეყნებული. სანქციებმა გაყინა 200-მდე რუსი ადამიანის საბანკო ანგარიშები და სხვა აქტივები, მათ შორის აზერბაიჯანელი წარმოშობის რუსი მილიარდერი ფარხად ახმედოვისა ...

Read More »

თიბისი ქუთაისში რეგიონულ ბიზნეს ფორუმს მასპინძლობს

7 მაისს, 300-მდე მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენელი ქუთაისში თიბისის მიერ ორგანიზებულ ფორუმზე შეიკრიბება, რომელიც აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება. ბიზნესის მხარდაჭერა და რეგიონული განვითარების ხელშეწყობა თიბისისთვის პრიორიტეტული მიმართულებებია. რეგიონული ფორუმების მიზანი კი ადგილობრივი ბიზნესების მხარდაჭერა, სექტორში მიმდინარე სიახლეების გაცნობა და ინფორმაციის მიწოდებაა. 2022 წელს ეს რიგით მეორე ფორუმია, რომელიც თიბისი ბიზნესის ორგანიზებით ჩატარდება. ფორუმის სპიკერები დარგის გამოცდილი ექსპერტები არიან, ...

Read More »

ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტო მონაცემებისა და ინფორმაციის ცენტრალური საინფორმაციო ბანკის შექმნაზე მუშაობს

არსებული გეოლოგიური, გეოფიზიკური მასალების, ჭაბურღილების ტექნიკური მონაცემების ელექტრონული ვერსიების  საინფორმაციო ბაზის შესაქმნელად აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. ამის შესახებ „ბანკები და ფინანსებს“ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო საგენტოდან აცნობეს. როგორც სააგენტოში აცხადებენ, აღნიშნული პროცესი ნავთობისა და გაზის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე ხორციელდება და შედეგად მივიღებთ ერთგვარ საინფორმაციო ჰაბის. მასალების პროგრამული დამუშავების კვალდაკვალ გაადვილდება ქვეყნის ტერიტორიის ნავთობგაზიანობის პერსპექტივების შეფასება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებისა და მოთხოვნათა ...

Read More »