მარნეულში თანამედროვე სტანდარტების საფეხბურთო სტადიონი შენდება

0
27

ქალაქ მარნეულში 2000 მაყურებელზე გათვლილი UEFA II კატეგორიის ცენტრალური სტადიონის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათი ცნობით, სტადიონის კომპლექსში მოეწყობა გასახდელები, სველი წერტილები, სწრაფი კვების სივრცეები და სხვა სამეურნეო სათავსები. ასევე, დამონტაჟდება ძირითადი სტადიონის განათების, გახმოვანების და სახანძრო სისტემები, მოეწყობა სპეციალური სივრცეები ტელერეპორტაჟებისათვის. სტადიონი სრულად იქნება ადაპტირებული შშმ პირთათვის.

„სტადიონის მშენებლობის პროცესი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის პირველმა მოადგილემ გიორგი ციბაძემ, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ილია ჯალაღანიამ, მარნეულის მერმა კენან ომაროვმა, საკრებულოს თავჯმდომარემ ამირან გიორგაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა ადგილზე დაათვალიერეს.

პროექტს საქარველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ახორციელებს, მისი ღირებულება 8.1 მილიონ ლარია“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.