ბელგიის პორტებში რუსეთისთვის განკუთვნილი ათასობით კონტეინერია დაბლოკილი

0
8

ამ დროისთვის, ბელგიის პორტებში, ევროკავშირის ანტირუსული სანქციების გამო, თითქმის სამი ათასი კონტეინერი, სავსე ტვირთით და დაახლოებით ხუთი ათასი მანქანა რუსეთისთვის გადის კონტროლს ან იბლოკება. ამის შესახებ 3 მაისს ბელგიის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა.

„ამჟამად ბელგიის პორტებში 2980 კონტეინერი და 4876 მანქანა მოწმდება“, – ციტირებს მის სიტყვებს „რია ნოვოსტი“.

ასევე, ბელგიის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ დაკავებულია 876 ავტომობილი და ეს არის მანქანები, რომელთა ფასი 50 000 ევროს აჭარბებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ევროპული სანქციების ქვეშ მოექცა.

ამასთან, ბელგიის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ ტვირთები, რომლებიც შემოწმებული ან ბლოკირებულია, ბელგიის პორტების დატოვებას შეძლებენ, როდესაც მათი ახალი დანიშნულების ადგილი დადგინდება.

„რუსეთისთვის განკუთვნილი ტვირთები, რომლებიც გაგზავნილი იყო მიმწოდებელი ქვეყნიდან სანქციების ძალაში შესვლამდე, მაგრამ ჩავიდა ბელგიაში, როდესაც შეზღუდვები უკვე მოქმედებდა, რჩება ბელგიის პორტებში, სანამ ახალი დანიშნულების ქვეყანა არ შეირჩევა”, – განმარტა მან.

გიორგი არაბული