„აპრილში გვქონდა რეალური „რუსული ბუმი“ – ანტალიაში ათობით რუსული კომპანია შეიქმნა

0
23

„რუსეთი ანტალიაში უცხოური მონაწილეობით შექმნილ კომპანიებში ლიდერობს“, ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ანტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIA) ხელმძღვანელმა, დავუთ ჩეტინმა განუცხადა.

„აპრილში ჩვენ გვქონდა რეალური „რუსული ბუმი“ კომპანიების შექმნაში. რუსეთმა ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად აჯობა სხვა ქვეყნებს. წლის დასაწყისიდან რუსული ბიზნესი ანტალიაში გაიზარდა 58 კომპანიის მიერ“, – თქვა ჩეტინმა.

მისი თქმით, შედარებისთვის, 2021 წლის იანვარ-აპრილში ანტალიაში 19 რუსული კომპანია შეიქმნა.

„სამჯერ არის მატება, ეს ძალიან სერიოზული მაჩვენებელია, აპრილი უბრალოდ ფეთქებადი იყო ჩვენთვის“, – დასძინა მან.

გიორგი არაბული