როსნეფტის წილის დატოვების შემდეგ, ბრიტანულმა ფლაგმანმა – BP, უზარმაზარი – 20.4 მილირდიანი ზარალი განიცადა

0
17

როსნეფტის წილის დატოვების შემდეგ, ბრიტანულმა ენერგეტიკულმა ფლაგმანმა – BP, უზარმაზარი, 20.4 მილირდიანი ზარალი განიცადა

ბრიტანულმა ენერგეტიკულმა გიგანტმა – BP, სამშაბათს დილით გამოაცხადა თავისი უზარმაზარი ზარალის შესახებ ამ წლის პირველ კვარტალში მას შემდეგ, რაც კომპანიამ გადაწყვიტა დაეტოვებინა რუსეთი უკრაინის გარშემო შექმნილი ვითარების გამო.

კომპანიამ დააფიქსირა 20,4 მილიარდი დოლარის ზარალი გადასახადების გადახდის შემდგომ მას შემდეგ, რაც თებერვალში BP-მა მიიღო გადაწყვეტილება „როსნეფტის“ 19,75 პროცენტიანი წილიდან გამოსვლის შესახებ, რითაც დასრულდა 30 წელზე მეტი ხნის ინვესტიცია რუსეთში, წერს France-Press (AFP).

BP-ის ამჟამინდელი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დამთრგუნველია კომპანიისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მისი წმინდა მოგება 2021 წლის პირველ კვარტალში 4,7 მილიარდი დოლარი იყო.

„როსნეფტის აქციიდან გასვლის ჩვენმა გადაწყვეტილებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი უნაღდო ხარჯები და ზარალი“, – თქვა BP-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბერნარდ ლუნიმ განცხადებაში.

ბრიტანეთის ენერგეტიკული სექტორის ფლაგმანმა დააფიქსირა 25,5 მილიარდი დოლარის ზარალი გადასახადების გადახდამდე. ამან გაანეიტრალა ენერგეტიკული ფასების ზრდის სარგებელი, რაც გამოწვეული იყო ნავთობისა და გაზის მიწოდების შეფერხების შიშით უკრაინაში მიმდინარე კონფლიქტისა და დასავლეთის სანქციების გამო მოსკოვის მიმართ.

სანდრო პირველი