Home » 2022 » May » 03

Daily Archives: May 3, 2022

მაისის აქციები „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“

„ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ ფასდაკლებისა და საჩუქრების თვე დაიწყო. 3-31 მაისის ჩათვლით 20%-ით ნაკლებს გადაიხდით ზეთის, ფილტრისა და სამუხრუჭე ხუნდის შეძენისას. ასევე, საჩუქრად გადმოგეცემათ „ტოიოტა კომფორტის“ ერთწლიანი უფასო მომსახურება. რას გულისხმობს ფასდაკლების აქცია? იმისათვის, რომ ზეთი, ფილტრი და სამუხრუჭე ხუნდები ფასდაკლებით შეიძინოთ,  „ტოიოტა ცენტრი თეგეტაში“ სერვისის მისაღებად წინასწარ უნდა ჩაეწეროთ. შემოთავაზება უკვე ძალაშია და მსურველებს ტოიოტას ავტორიზებულ სერვისცენტრში ელოდებიან. „ტოიოტა ცენტრი ...

Read More »

ბილაინი აბონენტებს „ინტერნეტ პრემიუმი“ ხაზის განახლებულ პაკეტებს სთავაზობს

„ინტერნეტ პრემიუმი“-ს აქტივაციისას, აბონენტი იხდის ერთხელ და სარგებლობს მომსახურებით 90 დღე საერთაშორისო ჯგუფი „ვიონის“ წევრი, ბილაინი, აბონენტებს „ინტერნეტ პრემიუმი“ ხაზის განახლებულ და კიდევ უფრო გაუმჯობესებულ პაკეტებს სთავაზობს. ხსენებული პაკეტების აქტივაციისას  აბონენტი ერთჯერადად იხდის საფასურს და მომდევნო 3 თვის განმავლობაში ყოველთვე ავტომატურად ერიცხება პაკეტის შესაბამისი ოდენობის მეგაბაიტები. „ინტერნეტ პრემიუმის“ მომხმარებელს 3 თვის განმავლობაში ასევე შეუძლია ისარგებლოს ღამის ულიმიტო ინტერნეტით და საჩუქრად ...

Read More »

ბელგიის პორტებში რუსეთისთვის განკუთვნილი ათასობით კონტეინერია დაბლოკილი

ამ დროისთვის, ბელგიის პორტებში, ევროკავშირის ანტირუსული სანქციების გამო, თითქმის სამი ათასი კონტეინერი, სავსე ტვირთით და დაახლოებით ხუთი ათასი მანქანა რუსეთისთვის გადის კონტროლს ან იბლოკება. ამის შესახებ 3 მაისს ბელგიის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა. „ამჟამად ბელგიის პორტებში 2980 კონტეინერი და 4876 მანქანა მოწმდება“, – ციტირებს მის სიტყვებს „რია ნოვოსტი“. ასევე, ბელგიის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელმა დააზუსტა, რომ დაკავებულია 876 ავტომობილი და ეს ...

Read More »

„საქართველოს რკინიგზა“ ტელეკომპანია „მთავარზე“ გასულ ინფორმაციას ეხმიანება

საქართველოს რკინიგზის განცხადება ავრცელებს და ტელეკომპანია „მთავარზე“ გასულ ინფორმაციას ეხმიანება: „საქართველოს რკინიგზა ტელეკომპანია მთავარზე გასულ გადაუმოწმებელ და მცდარ ინფორმაციას ეხმაურება. კადრებში ნაჩვენები სატვირთო ვაგონები არ არის საქართველოს რკინიგზის საკუთრებაში არსებული სატვირთო ვაგონები. ეს არის ყაზახური კომპანიის ტვირთი (მაზუთი), რომელიც ჩატვირთულია საკუთარ ვაგონებში. განმარტებისთვის ,,საკუთარი“ ვაგონი ნიშნავს რომელიმე კერძო კომპანიის საკუთრებაში რეგისტრირებულ ვაგონს. ხშირ შემთხვევაში, ასეთ ვაგონებს სწორედ ყაზახეთი იყენებს, რომელიც ...

Read More »

SME Banking Club-მა „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა

SME Banking Club-მა „თიბისის“ ბიზნეს მობაილბანკი საქართველოში საუკეთესოდ დაასახელა. ჯილდო თიბისის ბიზნეს მობაილბანკში უახლესი ტენდენციების დანერგვის და ბიზნესმომხმარებლებისთვის საუკეთესო გამოცდილების შექმნისთვის გადაეცა. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი ბანკი“ ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, SME Banking Club 2022-ის გამარჯვებული ბანკები აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ბიზნეს მობაილბანკების ეფექტურობის შესახებ ჩატარებულ საერთაშორისო კვლევებზე დაფუძნებით გამოავლინეს. შეფასების კრიტერიუმებს წარმოადგენდა: ბიზნეს მობაილბანკების რეიტინგები AppStore-სა და Google play-ზე, ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და USAID-ის პროგრამამ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ და USAID-ის პროგრამამ „დამსაქმებლები პროფესიული განათლებისთვის“ ურთიერთთანამშრომლობის დოკუმენტს ხელი მოაწერეს. ღონისძიებას ესწრებოდა USAID/საქართველოს მისიის დირექტორი, პიტერ ვიბლერი; საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი, სოსო ფხაკაძე; ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი, ლევან ვეფხვაძე; „ევექსის ჰოსპიტლების“ დირექტორი, გიორგი მინდიაშვილი და „ჯეო ჰოსპიტალსის“ გენერალური დირექტორი, ზურაბ ქიტოშვილი. ასევე აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, კერძოდ, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის ...

Read More »

სემეკი სომხეთის მარეგულირებელ კომისიას ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარის, დავით ნარმანიას ხელმძღვანელობით სემეკის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო სომხეთის მარეგულირებელი კომისიის 25-ე წლისადმი მიძღვნილ საიუბილეო ღონისძიებაში. დავით ნარმანიამ სიტყვით მიმართა მონაწილეებს, მან ხაზი გაუსვა სემეკსა და სომხეთის მარეგულირებელ კომისიას შორის მემორანდუმის ფარგლებში თანამშრომლობის ეფექტურობას. გარდა  ამისა, სემეკის თავმჯდომარემ და წევრებმა სომხეთის მარეგულირებელი კომისიის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართეს ენერგეტიკის სექტორში მიმდინარე აქტუალურ საკითხებზე. ...

Read More »

კიდევ ერთი მასშტაბური პროექტი ფონდ „ქართუსგან“ – ბიძინა ივანიშვილის ოჯახის დაფინანსებით, მთაწმინდის ფერდის გამწვანების აქტიური სამუშაოები მიმდინარეობს

„დედაქალაქის გული და ფილტვები – ასე მოიხსენიებენ ამ ადგილს, თუმცა მძიმე 90-იანი წლების შემდგომ ტერიტორია და ფერდზე არსებული ხე-მცენარეები, ფიჭვნარი და მწვანე საფარი მოუვლელობისგან დაზიანებული მოუვლელი და ნაწილობრივ განადგურებულიც კი იყო. ურბანული განაშენიანების გამო ფერდის გაკვეული ნაწილები ჩამოიშალა კიდეც. 3 წლის წინ ბიძინა ივანიშვილმა ფერდის გამწვანების, კეთილმოწყობისა და დედაქალაქის ფილტვების გაჯანსაღებისთვის პირველ ეტაპზე 16 მილიონი ლარი გამოყო. პროექტი მიმდინარეა და ...

Read More »

„აპრილში გვქონდა რეალური „რუსული ბუმი“ – ანტალიაში ათობით რუსული კომპანია შეიქმნა

„რუსეთი ანტალიაში უცხოური მონაწილეობით შექმნილ კომპანიებში ლიდერობს“, ამის შესახებ სააგენტო TASS-ს ანტალიის სავაჭრო-სამრეწველო პალატის (CCIA) ხელმძღვანელმა, დავუთ ჩეტინმა განუცხადა. „აპრილში ჩვენ გვქონდა რეალური „რუსული ბუმი“ კომპანიების შექმნაში. რუსეთმა ამ მაჩვენებლით მნიშვნელოვნად აჯობა სხვა ქვეყნებს. წლის დასაწყისიდან რუსული ბიზნესი ანტალიაში გაიზარდა 58 კომპანიის მიერ“, – თქვა ჩეტინმა. მისი თქმით, შედარებისთვის, 2021 წლის იანვარ-აპრილში ანტალიაში 19 რუსული კომპანია შეიქმნა. „სამჯერ არის მატება, ...

Read More »

გიორგი ბახტურიძე – საქართველოში ბოლო 4 წელში თამბაქოს მოხმარება 4%-ით შემცირდა

2018 წლის 1-ელი მაისიდან თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით ძალაში შევიდა ახალი რეგულაციები – მონაცემები უკვე ნელ-ნელა იცვლება და პოზიტივისკენ გადავდივართ – რამდენიმე ასეული სიცოცხლე უკვე გადარჩა, – ამის შესახებ „თამბაქოს კონტროლის ალიანსის“ ხელმძღვანელმა, გიორგი ბახტურიძემ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე თქმით, თამბაქოს მოხმარებას საკმაოდ მძიმე ტვირთი ახლავს. „საქართველოში ყოველი მე-5 ადამიანი არის თამბაქოს მოხმარების მსხვერპლი – როგორც პასიური, ისე აქტიური მოხმარების. ...

Read More »