ინდოეთმა გადაწყვიტა უარი თქვას რუსულ ნახშირზე

0
20

ინდური ფოლადის კომპანია Tata Steel წყვეტს რუსული ნახშირის ყიდვას. ამის შესახებ გაზეთი Financial Times კომპანიაზე დაყრდნობით იტყობინება.

„საქმეების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიპოვეთ ნედლეულის ალტერნატიული წყაროები, რადგან ამჟამად ბევრი გაურკვევლობაა დაკავშირებული რუს მომწოდებლებთან და ბანკირებთან რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო“, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

ენერგეტიკის სამინისტროს ქვანახშირის მრეწველობის დეპარტამენტის დირექტორმა, პეტრ ბობილევმა ადრე განაცხადა, რომ ნახშირის ექსპორტი რუსეთის ფედერაციიდან 2022 წლის დასაწყისიდან თითქმის 9%-ით შემცირდა, ხოლო მარტ-აპრილში ვარდნა უფრო მნიშვნელოვანი იყო – დაახლოებით 20%.

გიორგი არაბული