„თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ ვხედავთ რუსი ტურისტებისთვის მარშრუტების მომზადებას, ეს არ არის სამართლიანი“

0
19

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ტურისტებისთვის ახალი მარშრუტების შექმნის გამო თურქეთი გააკრიტიკა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

ზელენსკის თქმით, თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები სისხლს ღვრიან რუსეთთან მიმდინარე ომში. მან აღნიშნა, რომ თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ მეგობრული ურთიერთობა, აღნიშნული უნდა განიხილონ.

„რუსულ ტურიზმს მრავალი წლის განმავლობაში საბერძნეთში დიდი თანხები მოაქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ამ ფულს სისხლით შოულობენ და შემდეგ შემოაქვთ. იგივე სიტუაციაა თურქეთშიც. ერთის მხრივ, თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი და უკრაინას მნიშვნელოვანი ნაბიჯებით უჭერს მხარს, მეორე მხრივ, ჩვენ ამავდროულად ვხედავთ რამდენიმე ტურისტული მარშრუტის მომზადებას. განსაკუთრებით რუსული ტურიზმისთვის. ჩვენ ამასაც ვხედავთ.

თუ ჩვენ გვსურს, რომ გვქონდეს მეგობრული ურთიერთობები, უნდა ვთქვა, რომ ეს შეუძლებელია. ასე ვერ გავუმკლავდებით, ეს ორმაგი სტანდარტია. ეს არ არის სამართლიანი. ამიტომაც ვაქცევ ყურადღებას თურქეთის ასეთ შესაძლებლობებს, ვთვლი, რომ ასე არ უნდა იყოს, რადგან უნდა გაკეთდეს არჩევანი – ან მხარი დაუჭირო სიმართლეს, ან არა“, – განაცხადა ზელენსკიმ.

1tv.ge