Home » 2022 » May » 02

Daily Archives: May 2, 2022

უკრაინამ მსოფლიო ბანკისგან 495 მილიონი ევროს მოცულობის გრანტი მიიღო

უკრაინამ მსოფლიო ბანკის ნდობის ფონდიდან 495 მილიონი ევროს საგრანტო თანხა მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში ეკონომიკური აღდგენისთვის მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს. „უკრაინამ საგრანტო თანხების კიდევ ერთი ნაწილი მიიღო 495 მილიონი ევროს ოდენობით. თანხები გამოიყო მსოფლიო ბანკის დონორთა ნდობის ფონდიდან უკრაინის ეკონომიკური აღდგენის სფეროში განვითარების პოლიტიკის მეორე სასესხო პროგრამის ფარგლებში“,- ნათქვამია განცხადებაში. თანხა მოხმარდება პრიორიტეტული სოციალური, ჰუმანიტარული, ჯანდაცვისა და ...

Read More »

ინდოეთმა გადაწყვიტა უარი თქვას რუსულ ნახშირზე

ინდური ფოლადის კომპანია Tata Steel წყვეტს რუსული ნახშირის ყიდვას. ამის შესახებ გაზეთი Financial Times კომპანიაზე დაყრდნობით იტყობინება. „საქმეების უწყვეტობის უზრუნველსაყოფად, ჩვენ ვიპოვეთ ნედლეულის ალტერნატიული წყაროები, რადგან ამჟამად ბევრი გაურკვევლობაა დაკავშირებული რუს მომწოდებლებთან და ბანკირებთან რუსეთის მიმართ დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო“, – აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი. ენერგეტიკის სამინისტროს ქვანახშირის მრეწველობის დეპარტამენტის დირექტორმა, პეტრ ბობილევმა ადრე განაცხადა, რომ ნახშირის ექსპორტი რუსეთის ფედერაციიდან 2022 ...

Read More »

„სადაზღვევო ინდუსტრიის მოგება, პრაქტიკულად ბანკებთან აფილირებული კომპანიების მოგებაა“

სადაზღვევო კომპანიების ნაწილი ბანკების მიერ სადაზღვევო ბიზნესების ფლობის კანონის დონეზე შეზღუდვის ინიციატივით არაერთხელ გამოვიდა. ისინი როგორც მთავრობას, ისე პარლამენტს მიმართავდნენ, ცვლილებები შესულიყო „ბანკების შესახებ კანონში“, რათა კომერციულმა ბანკებმა ახალი ლიცენზიების აღება ვეღარ შეძლონ, ხოლო მათ კი, ვინც უკვე ფლობს სადაზღვევო კომპანიებს, მიეცეთ გონივრული ვადა აღნიშნული აქტივი გაასხვისონ. თუმცა პრობლემა დღემდე აქტუალური და მოუგვარებელია. საქართველოს სადაზღვევო ჯგუფის ხელმძღვანელი და დაზღვევის კავშირის ...

Read More »

ვახტანგ ბუცხრიკიძე, ზურაბ ჩხაიძე და ნიკოლოზ გამყრელიძე – BAG-ის სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები ჰყავს

„თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორი ვახტანგ ბუცხრიკიძე, სს „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ გენერალური დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე და კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს გადაწყვეტილებით, სამეთვალყურეო საბჭოს ახალი წევრები გახდნენ. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, რომელიც ამა წლის 29 აპრილს გაიმართა, საბჭოს მოქმედმა წევრებმა მხარი დაუჭირეს საბჭოს შემადგენლობაში აღნიშნული კანდიდატურების შეყვანას. გარდა ზემოაღნიშნულისა, საბჭოს წევრებმა წინა პარასკევს გამართულ სხდომაზე ...

Read More »

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს საგადასახადო ტვირთი – ქონების გადასახადის ნაწილში გარკვეულწილად შეუმსუბუქდებათ

ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს საგადასახადო ტვირთი – ქონების გადასახადის ნაწილში გარკვეულწილად შეუმსუბუქდებათ. ამის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა განიხილა. კანონპროექტის თანახმად, საგადასახადო შეღავათებით 3080 გადამხდელი ისარგებლებს, კერძოდ: სასტუმროები და განთავსების მსგავსი საშუალებები; რესტორნები და საკვებით მობილური მომსახურების საქმიანობები; ტურისტული სააგენტოები, ტურ-ოპერატორები და სხვა დაჯავშნის მომსახურება და მათთან დაკავშირებული საქმიანობები. კერძოდ, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ობიექტი 2022 ...

Read More »

უკრაინაში საბრძოლველად წასული გაზპრომბანკის ვიცე-პრეზიდენტის ანგარიშებიდან მთელი ფული გაქრა

გაზპრომბანკის ვიცე-პრეზიდენტი, იგორ ვოლობუევი,  რომელიც უკრაინაში გაემგზავრა და თავდაცვის რიგებს შეუერთდა, ანგარიშებიდან მთელი თავისი თანხა გაქრა. ამის შესახებ მან The Telegraph-თან ინტერვიუში განაცხადა. ფული გაზპრომბანკის ანგარიშებზე იყო განთავსებული. წასვლის შემდეგ მან ვერ შეძლო მათი გამოყენება რუსული ბარათების ფუნქციონირების შეზღუდვის გამო, მაგრამ ახლა აქვს ინფორმაცია საბანკო აპლიკაციიდან დეპოზიტების „უკვალოდ გაქრობის“ შესახებ. ვოლობუევი ამას „დეზერტირობის ანგარიშსწორებად“ თვლის და ამბობს, რომ „უმჯობესია დაიძინოს ...

Read More »

„საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი – პარტნიორები ინფორმირებული არიან, რას აკეთებს ჩვენი ქვეყანა ამ მიმართულებით“

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების გვერდის ავლის ადგილი და სანქციებთან მიმართებით საქართველოში განხორციელებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით პარტნიორებს კითხვები ვერ ექნებათ. როგორც მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განმარტა, რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები ეხება არა ნებისმიერ, არამედ კონკრეტულ პროდუქტებს, რომელთა ჩამონათვალიც საჯაროა და პარტნიორი ქვეყნები ინფორმირებულები არიან, რას აკეთებს საქართველო ამ მიმართულებით. „საქართველო არ და ვერ იქნება სანქციების ...

Read More »

ოფიციალური თბილისი, სანქციებთან დაკავშირებით უკრაინის დაზვერვის სამსახურის ინფორმაციაზე, კიევისგან განმარტებებს მოითხოვს

ფინანსთა მინისტრის, ლაშა ხუციშვილის განცხადებით, უკრაინული დაზვერვის განცხადება აბსოლუტურად გაუგებარია და საქართველოს ხელისუფლება შესაბამის განმარტებებს მოითხოვს. ლაშა ხუციშვილის განცხადებით, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს სანქციები არ აქვს დაწესებული, ის რეექსპორტიორი ვერ იქნება და შესაძლოა, იყოს მხოლოდ ტრანზიტი ქვეყანა, ორი ქვეყნის ერთმანეთთან ვაჭრობისთვის. მისივე თქმით, წარმოუდგენელია სანქცირებული პროდუქტი საქართველოდან ევროკავშირში მოხვდეს, რადგან არა მხოლოდ საქართველო, არამედ, ევროკავშირიც შესაბამის კონტროლს ახორციელებს. „განცხადებაზე, რომელიც უკვე ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ საქმიანობა და პროდუქციის წარმოება გააგრძელოს

ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილის განცხადებით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება იმისთვის, რომ კომპანია „ბორჯომმა“ პროდუქციის წარმოება გააგრძელოს. როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე აღნიშნა, კომპანიაში ძალიან ბევრი ადამიანია დასაქმებული და თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იმისთვის, რომ „ბორჯომმა“ საქმიანობა აღადგინოს, შესაძლოა, უახლოეს მომავალში გახდეს ცნობილი. „პირები, რომლებიც სანქცირებულები არიან, მათი აქტივები იყინება. ამ შემთხვევაში, „ბორჯომს“ ნამდვილად დაუდგა პრობლემა გამომდინარე იქიდან, რომ მისი ...

Read More »

„თურქეთი მოქმედებს როგორც შუამავალი, მაგრამ ვხედავთ რუსი ტურისტებისთვის მარშრუტების მომზადებას, ეს არ არის სამართლიანი“

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ რუსი ტურისტებისთვის ახალი მარშრუტების შექმნის გამო თურქეთი გააკრიტიკა. აღნიშნულის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ბერძნულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა. ზელენსკის თქმით, თურქეთი ფულს აკეთებს იმ დროს, როდესაც უკრაინელები სისხლს ღვრიან რუსეთთან მიმდინარე ომში. მან აღნიშნა, რომ თუ თურქეთსა და უკრაინას სურთ მეგობრული ურთიერთობა, აღნიშნული უნდა განიხილონ. „რუსულ ტურიზმს მრავალი წლის განმავლობაში საბერძნეთში დიდი თანხები მოაქვს. ჩვენ ვთვლით, რომ ისინი ამ ფულს სისხლით ...

Read More »