
SpaceX-ისა და Tesla-ს დამფუძნებელმა, ილონ მასკმა, რომელმაც ადრე განაცხადა, რომ მიაღწია შეთანხმებას Twitter-ის შესყიდვაზე, ამჯერად აცხადებს, რომ მისი შემდეგომი შენაძენი Coca-Cola იქნება.
„შემდეგ ვიყიდი Coca-Cola-ს, რათა დავაბრუნო (სასმელის შემადგენლობაში) კოკაინი“, – დაწერა მასკმა Twitter-ზე.
მასკი Twitter-ს 44 მილიარდ დოლარად ყიდულობს. სოციალურ ქსელში ინვესტიციის ახსნისას მასკმა აღნიშნა, რომ მას სჯერა მისი პოტენციალის გახდეს პლატფორმა სიტყვის თავისუფლებისთვის მთელ მსოფლიოში.
გიორგი არაბული