
ნავთობის გიგანტი Shell აღარ შეიძენს რაფინირებულ პროდუქტებს რუსული შემცველობით, საწვავის ნარევების ჩათვლით, იტყობინება Reuters.
„ლონდონური Shell, ნავთობის უმსხვილესი მოვაჭრე მსოფლიოში, განაგრძობდა პროდუქციის მიღებას რუსეთიდან ნარევების სახით, სადაც რუსული საწვავი შეადგენდა საწვავის 50%-ზე ნაკლებს“, – ნათქვამია მოხსენებაში.
ახლა კომპანია არ მიიღებს msgavs საქონელს. Reuters-ის ცნობით, Platts-ის სავაჭრო პლატფორმაზე თვითმფრინავის საწვავის მიწოდების განაცხადში კომპანიამ მიუთითა, რომ არ მიიღებდა რუსეთში მოპოვებულ ნედლეულს, რუსულ ნედლეულთან შერეულ საქონელს, აგრეთვე საქონელს, რომლის ტრანსპორტირებაც რუსეთიდანაა ან მოიცავს ტრანზიტს ამ ქვეყნის გავლით.
„ჩვენ ვმუშაობთ რუსული ნავთობისა და გაზის გამორიცხვაზე ჩვენი მიწოდების ჯაჭვიდან და ამავე დროს დავიცვათ ენერგიისა და საწვავის მარაგი, რომელსაც მილიონობით ადამიანი ეყრდნობა ყოველდღიურად“, – თქვა შელმა.
გიორგი არაბული