საკისრების უმსხვილესი შვედი მწარმოებელი SKF, რუსეთს ტოვებს

0
25

შვედური კომპანია SKF, მსოფლიოში უმსხვილესი საკისრების მწარმოებელი, რუსეთს ტოვებს. ამის შესახებ კომპანიამ პრესრელიზში პარასკევს განაცხადა.

როგორც SKF-ის ხელმძღვანელმა რიკარდ გუსტაფსონმა განმარტა, რუსეთის ფედერაციაში კომპანიის „ბიზნესის საფუძველი და სტაბილურობა არ არსებობს“.

„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, შევწყვიტოთ SKF-ის ყველა ოპერაცია, მონაწილეობა და ინვესტიცია რუსეთში“, – განაცხადა მან.

“SKF დღეს აცხადებს რუსეთში საქმიანობის შეწყვეტის შესახებ. განზრახვაა, რომ გაიყიდოს ბიზნესი კონტროლირებადი წესით, რათა უზრუნველყოს მომავალი SKF-ის თანამშრომლებისთვის რუსეთში”, – ნათქვამია განცხადებაში.

მიმდინარე მეორე კვარტალში დაახლოებით 500 მილიონი კრონის (52,6 მილიონ დოლარზე მეტი) ჩამოიწერება აქტივების გაყიდვასთან დაკავშირებით. რუსეთში გაყიდვებმა შეადგინა კომპანიის მთლიანი ბრუნვის დაახლოებით 2% 2021 წელს.

მარტის დასაწყისში SKF-მა გამოაცხადა რუსი მომხმარებლებისთვის მიწოდების დროებითი შეჩერების შესახებ. SKF ქარხანა რუსეთში, რომელიც აწარმოებს საკისრებს რუსეთის რკინიგზის მომხმარებლებისთვის. თებერვლის ბოლოს კომპანიის ქარხანა ლუცკშიც, უკრაინაში დაიხურა.

გიორგი არაბული