ნაბიულინა: დასავლეთმა რუსეთის ცენტრალური ბანკის დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის რეზერვები გაყინა

0
35

„არამეგობრულმა ქვეყნებმა“ გაყინეს რუსეთის ბანკის რეზერვები, საერთო ჯამში დაახლოებით 300 მილიარდი დოლარის მოცულობის, მაგრამ ზუსტი მაჩვენებელი ყოველდღიურად იცვლება გაცვლითი კურსის ცვლილების გამო“, – ამის შესახებ ელვირა ნაბიულინამ, რუსეთის ბანკის ხელმძღვანელმა სახელმწიფო სათათბიროში გამოსვლისას განაცხადა.

„დაახლოებით 300 მილიარდი დოლარი… რატომ ვსაუბრობ? რადგან ეს მაჩვენებელი შეიძლება დღითიდღე მერყეობდეს: 296; 302. რატომ? იმიტომ, რომ გაყინული რეზერვები სხვადასხვა ვალუტაშია გამოხატული და არა მხოლოდ დოლარში, მცირე წილი დოლარშია. ასევე არის ევრო, ფუნტი და ა.შ. და ყოველ დღე იცვლება მათი კურსი“, – ციტირებს ნაბიულინას TASS.

2022 წლის თებერვლის ბოლოს ევროკავშირმა გადაწყვიტა აეკრძალა რუსეთის ცენტრალური ბანკის რეზერვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებული ტრანზაქციები, მათ შორის ტრანზაქციები ნებისმიერ იურიდიულ პირთან, ასევე იურიდიულ პირთან ან ორგანოსთან, რომელიც მოქმედებს მისი სახელით ან მის მიერ.

გიორგი არაბული