რუმინეთმა თავის პორტებში რუსული გემების შესვლა აკრძალა

0
25

რუმინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა რუსეთის დროშის ქვეშ მცურავ გემებს რუმინეთის პორტებში შესვლა აუკრძალოს. ამის შესახებ რუმინეთის საზღვაო ადმინისტრაციის პრესსამსახური იტყობინება.

„2022 წლის 17 აპრილის 00:00 საათიდან რუმინეთის პორტებში აკრძალულია რუსეთის დროშით რეგისტრირებული ნებისმიერი გემის შესვლა, მათ შორის გემების ჩათვლით, რომლებმაც შეცვალეს რუსეთის დროშა რომელიმე სხვა სახელმწიფოს დროშით ან შეცვალეს რეგისტრაცია ნებისმიერ სხვა სახელმწიფოში 2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ“, – ნათქვამია შეტყობინებაში, იტყობინება „რია ნოვოსტი“.

გამონაკლისი იქნება, თუ გემს ესაჭიროება დახმარება და ეძებს თავშესაფარს, საჭიროებს სასწრაფო გაჩერებას პორტში უსაფრთხოების მიზნით ან ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად.

გარდა ამისა, შეზღუდვები არ ვრცელდება გემებზე, რომლებსაც ევროკავშირში გადააქვთ გაზი, ნავთობი და ნავთობპროდუქტები, ტიტანი, ალუმინი, სპილენძი, ნიკელი, პალადიუმი, რკინის მადანი, გარკვეული ქიმიური პროდუქტები, არასანქცირებული ფარმაცევტული პროდუქტები, საკვები, სოფლის მეურნეობის პროდუქტები, სასუქები, ბირთვული საწვავი და აღჭურვილობა ევროკავშირის ატომური ელექტროსადგურებისთვის, ქვანახშირი და სხვა წიაღისეული საწვავი.

სანდრო პირველი