აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით „საქართველოს რკინიგზა“ ბათუმისა და ფოთის მიმართულებით დამატებით რეისებს ნიშნავს

0
18

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ბათუმისა და 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი-ფოთის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს.

ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს.

„ბილეთების შეძენა შესაძლებელია ჩვენი ვებგვერდის საშუალებით: https://ticket.railway.ge/ ასევე, სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში და საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.