2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში იმპორტი 35.8%-ით, ექსპორტი კი 43.3%-ით გაიზარდა

0
20

2022 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 3 866.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 38.0 პროცენტით მეტია.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აქედან, ექსპორტი 1 171.8 მილიონ აშშ დოლარი იყო (43.3 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 2 695.0 მილიონი აშშ დოლარი (35.8 პროცენტით მეტი).

„საქსტატის“ ცნობითვე, უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2022 წლის იანვარ-მარტში 1 523.2 მლნ. აშშ დოლარი და საგარეო სავაჭრო ბრუნვის 39.4 პროცენტი შეადგინა.

საქართველოს საგარეო ვაჭრობის დეტალური მონაცემები მიმდინარე წლის 19 აპრილს გამოქვეყნდება.