მთელს მსოფლიოში ონლაინ მაღაზიებმა რუსული ბარათების დაბლოკვა დაიწყეს

0
18

ბევრი უცხოური ონლაინ მაღაზია ბლოკავს ნებისმიერ გადახდას რუსეთში გაცემული ბარათებიდან, მათ შორის, UnionPay.

გავრცელებულია ინფორმაცია, რომ ბანკები არ უკეთებენ აფიშირებას ამ თემას, მაგრამ არ მალავენ, რომ გადახდის შეუძლებლობა ჩვეულებრივი მოვლენაა. თუმცა, მოთხოვნა UnionPay-ზე კვლავ აჟიოტაჟურია: სანქციების დაწესებამდე რუსეთის ფედერაციაში სისტემის გაცემული ბარათების რაოდენობა 50 ათას ცალი იყო, ახლა კი საუბარია 500 ათას ერთეულზე.

რუსი ექსპერტების აზრით, პრობლემა უცხოურ ონლაინ მაღაზიებშია, რომლებიც, უკრაინის ომის ფონზე, არ ემსახურებიან რუსებს.

უკრაინაში რუსული აგრესიის საპასუხოდ დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფარგლებში, საერთაშორისო გადახდის სისტემებმა Visa და MasterCard რუსეთის ფედერაციაში მუშაობა შეწყვიტეს. ასევე, Apple Pay და Google Pay არ მუშაობს ქვეყანაში.

გიორგი არაბული