Home » 2022 » April

Monthly Archives: April 2022

რკინიგზის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მაქსიმუმ 5 წუთში იქნებით – რკინიგზის გენერალური დირექტორი

კოპიტნარის რეაბილიტირებულ სადგურში დღეს პირველი მატარებლები გაჩერდნენ. საქართველოს რკინიგზის ახალი გაჩერება ქუთაისის აეროპორტის მგზავრებზე არის გათვლილი. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, დღეიდან განახლებულ სადგურში ყველა მაგისტრალური მიმართულებით მოძრავი  მატარებელი გაჩერდება. საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, დავით ფერაძე აღნიშნავს, რომ საქართველოს რკინიგზა მგზავრებს კომფორტულ მომსახურებასა და უსაფრთხო გადაყვანას სთავაზობს. განახლებულ სადგურს ,,ქუთაისის აეროპორტი” ეწოდა. ის თანამედროვე სტანდარტებს შეესაბამება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის ...

Read More »

„მთავარია საზოგადოებამ დაინახოს, რომ ჰესების სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია მის კეთილდღეობასთან“

„ვფიქრობ, ნებისმიერ მოქალაქეს უნდა მიეცეს ქართული ენერგეტიკის განვითარებაში უშუალო თანამონაწილეობის შესაძლებლობა. აქ მთავარია საზოგადოებამ დაინახოს, რომ ჰესების სარგებელი პირდაპირ დაკავშირებულია მის კეთილდღეობასთან“, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში პრემიერის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ დღეს გაკეთებულ განცხადებას, ეკონომისტი ანდრია გვიდიანი. პრემიერის განცხადებით, დიდი ჰესები სახელმწიფოს თანამონაწილეობით უნდა აშენდეს. „ბანკები და ფინანსები“ გვიდიანის პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „ენერგოუსაფრთხოების და დამოუკიდებლობის საკითხმა ბოლო თვეებში განსაკუთრებული მნიშვნელობა ...

Read More »

პრემიერი – „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, მინერალური წყალი „ბორჯომის“ შესახებ სასიამოვნო ინფორმაცია ცოტა ხანში გახდება ცნობილი. ღარიბაშვილს ჟურნალისტებთან ინფორმაციის დეტალებზე არ უსაუბრია, თუმცა, აღნიშნა, რომ „ბორჯომის“ პრობლემის მოგვარებაზე მთავრობა აქტიურად მუშაობს. „ბოლო დღეებში გვესმის ჩვენ პრობლემა, რომ „ბორჯომის“ მესაკუთრე არის სანქცირებული და ჩვენ ახლა აქტიურად ვმუშაობთ და მოქალაქეებს ძალიან მალე ვეტყვით სასიამოვნო ინფორმაციას. მე ახლა არ მინდა დეტალებზე დღეს ვისაუბრო, მაგრამ გარწმუნებთ, რომ ყველა ...

Read More »

„დიდი ჰესები – „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონიც“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს“

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, საქართველოში დიდი ჰესები, მათ შორის – „ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონიც“ მხოლოდ სახელმწიფოს მონაწილეობით უნდა განხორციელდეს. აღნიშნულის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მთავრობის ეკონომიკური გუნდი კონკრეტულ გეგმას ენერგეტიკის განვითარების მიმართულებით რამდენიმე კვირაში წარმოადგენს. „ჩემი პოზიცია არის ძალიან ცალსახა. რა თქმა უნდა, მცირე და საშუალო ჰესები უნდა იყოს ქვეყანაში, მაგრამ, რა თქმა უნდა, ჩვენი ქვეყნის ეროვნული ...

Read More »

თურქეთი ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს – მიზეზი საბერძნეთია

თურქეთი „საბერძნეთის პროვოკაციების“ გამო ნატოს წვრთნებში მონაწილეობაზე უარს ამბობს თურქეთის საჰაერო ძალების წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს ნატოს Tiger Meet წვრთნებში მონაწილეობაზე, რომელიც დაგეგმილია 2022 წლის 9-20 მაისს საბერძნეთში, იუწყება Anadolu. თურქული მხარის ნაბიჯის მიზეზი იყო ბერძნული მხარის მიერ წვრთნების სცენარში ტექნიკური დამატებების შეტანა ორ ქვეყანას შორის არსებული წინააღმდეგობების სპეკულაციის მიზნით. ანკარამ ათენის ქმედებებს მიუღებელი და საერთაშორისო სამართლის საწინააღმდეგო უწოდა. თურქული მხარის ...

Read More »

„კოლომენსკიმ“ ფინური კომპანია Fazer-ის რუსული ბიზნესი შეიძინა

საცხობისა და საკონდიტრო ჰოლდინგმა “კოლომენსკიმ” ფინური კომპანია Fazer-ის რუსული ბიზნესი შეიძინა. ამის შესახებ “კოლომენსკოეს” პრესსამსახური იტყობინება. „კოლომენსკის საცხობი და საკონდიტრო ჰოლდინგი, რომელიც ეკუთვნის Sminex-ის პრეზიდენტი ალექსეი ტულუპოვი, დადო გარიგება შპს Khlebny Dom-თან (ყოფილი შპს Fazer) შესყიდვის შესახებ. გარიგება მოიცავს სამ ქარხანას სანკტ-პეტერბურგში და ერთს მოსკოვში, რომლებზეც სულ დასაქმებულია 2 ათასზე მეტი ადამიანი. ყველა საწარმო გააგრძელებს მუშაობას“, – ნათქვამია განცხადებაში. გარიგების ...

Read More »

გაზპრომი უცხოურ ბირჟებს ტოვებს

გაზპრომმა გამოაცხადა, რომ ტოვებს უცხოურ ბირჟებს და ამოიღებს იმ სადეპოზიტო ქვითრებს (დელისტინგს), რომლებიც ივაჭრება უცხოურ ბირჟებზე. შესაბამისი განცხადება კორპორატიულ ვებგვერდზე გამოქვეყნდა. საუბარია ლონდონისა და სინგაპურის საფონდო ბირჟებიდან გასვლაზე, სადაც ტრიალებს კომპანიის სადეპოზიტო ქვითრები – უცხოური ემიტენტის აქციების ფლობის უფლების დამადასტურებელი ფასიანი ქაღალდები.

Read More »

ირლანდია ყინავს რუსეთის 1.2 მილიარდის აქტივს და შეუძლია მათი გადაცემა უკრაინისთვის

ირლანდიაში გაყინული რუსული აქტივების ჩამორთმევა და უკრაინის აღსადგენად გამოყენება შესაძლებელია. ინფორმაციას The Irish Times ავრცელებს. „1 მილიარდ ევროზე მეტის გაყინული რუსული აქტივები შეიძლება დაყადაღდეს და უკრაინის აღდგენისთვის იქნას გამოყენებული“, – განაცხადა ირლანდიის საგარეო საქმეთა მინისტრმა საიმონ კოვენიმ. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის სანქციების რეჟიმის ფარგლებში ირლანდიამ უკვე გაყინა რუსეთთან დაკავშირებული 1,2 მილიარდი ევროს თანხები. მინისტრმა საიმონ კოვენიმ აღნიშნა, რომ სახელმწიფო მზადაა კიდევ ...

Read More »

დღეიდან მატარებლები კოპიტნარში გაჩერდებიან

საქართველოს რკინიგზის სამგზავრო მატარებლებს 30 აპრილიდან ახალი გაჩერება დაემატება. „საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელი რკინიგზის განახლებული სადგური მგზავრებს საქართველოს სხვადასხვა ქალაქიდან მიიღებს. „ქუთაისის აეროპორტი კი სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით, მათ აეროპორტში გადაყვანას უზრუნველყოფს. კოპიტნარის სადგურიდან ქუთაისის აეროპორტში მისასვლელად, მგზავრებს დაახლოებით 5 წუთი დასჭირდებათ. მატარებლის ბილეთის ღირებულება ქუთაისის აეროპორტამდე ტრანსპორტირებას მოიცავს. შეგახსენებთ, რომ კოპიტნარში, ქუთაისის აეროპორტთან დამაკავშირებელ რკინიგზის სადგურს სრული ...

Read More »

ნორვეგია კეტავს საზღვარსა და პორტებს რუსული სატვირთო მანქანებისა და გემებისთვის

ნორვეგიის ხელისუფლებამ გამოაცხადა გადაწყვეტილება რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის შესახებ ტვირთებისთვის, ასევე პორტების დაკეტვის შესახებ თითქმის ყველა რუსული გემისთვის. ამის შესახებ ნორვეგიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანიკენ ჰუიტფელდტმა განაცხადა. აღნიშნულია, რომ რუსეთ-ნორვეგიის საზღვარზე ერთადერთი გამშვები პუნქტი სტორსკოგი დაიკეტება სატვირთო მანქანებისთვის რუსეთიდან. გარდა ამისა, აკრძალულია რუსეთიდან გემების შესვლა ნორვეგიის პორტებში. ამასთან, გამონაკლისი დაფიქსირდა სათევზაო ტრავლებზე.

Read More »