გერმანიის თავდაცვის მინისტრი: NATO არ ჩაერევა, უკრაინის ცა არ დაიკეტება

0
28

“ნატო არავითარ შემთხვევაში არ ჩაერევა რუსეთის ომში უკრაინის წინააღმდეგ”, –  განაცხადა გერმანიის თავდაცვის მინისტრმა კრისტინ ლამბრეხტმა.

ლამბრეხტმა Süddeutsche Zeitung-თან ინტერვიუში ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი „არ გახდება მეომარი მხარე და ამ მხრივ არაფერი შეიცვლება“.

გარდა ამისა, მან კვლავ უარყო კიევის მოწოდება უკრაინის თავზე აკრძალული ფრენის ზონის შექმნის შესახებ, მთავარი მიზეზი „არაპროგნოზირებადი შედეგებია“.

სანდრო პირველი