სავალუტო ფონდი დაეხმარება ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტით

0
23

საერთაშორისო სავალუტო ფონდი მზადაა დაეხმაროს ქვეყნებს, რომლებიც შესაძლოა დაზარალდნენ რუსეთ-უკრაინის კონფლიქტისა და დასავლეთის მთავრობების მიერ დაწესებული სანქციების გვერდითი ეფექტით, – ამის შესახებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველმა დირექტორმა კრისტალინა გეორგიევამ განაცხადა.

გეორგიევამ Washington Post-თან განაცხადა, რომ სანქციები გარდაუვლად შეაფერხებს ზოგიერთ ფინანსურ ტრანზაქციას და ფინანსური სისტემის ფუნქციონირებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ სანქციები შეზღუდავს რუსეთის წვდომას SWIFT ფინანსურ ტრანზაქციების ქსელში.

“თუ ჩვენ ვიქნებით ისეთ სიტუაციაში, როდესაც იქნება გვერდითი ეფექტები, რომელიც სხვა ქვეყნებისთვის სავალუტო ფონდის უფრო მეტ ჩართულობას მოითხოვს, რა თქმა უნდა, ჩვენ იქ ვიქნებით. ჩვენ ჯერ კიდევ გვაქვს დაახლოებით 700 მილიარდი დოლარის მოცულობის კრედიტების შესაძლებლობა”, – განაცხადა გეორგიევამ.

გეორგიევას თქმით, საერთაშორისო სავალუტო ფონდს აქვს დაახლოებით 2,2 მილიარდი დოლარი უკრაინასთან გაფართოებული სესხის პროგრამაში, რომელიც შეიძლება გაიცეს ივნისამდე პერიოდში.

როგორც ცნობილია, ნოემბერში უკრაინამ 700 მილიონი დოლარის საწყისი ტრანში მიიღო.

ipn.ge