Home » 2022 » January » 27

Daily Archives: January 27, 2022

თეგეტას ახალი წარმომადგენლობები რეგიონის ქვეყნებს სცდება – როგორია ჰოლდინგის 2022 წლის გეგმები

2021 წელს თეგეტა ჰოლდინგის შემოსავალმა 850 000 000 ლარი შეადგინა. დაიწყო შოურუმების განახლების პროცესი, უკვე დაგეგმილია ახალი სერვისცენტრების გახსნა დედაქალაქში. 3 წლის პერსპექტივაში კი, კომპანია „თეგეტა ექსპრესის“ კონცეფციას აქცევს რეალობად, რომელიც უბნებში მიკრო-ფილიალების შექმნას და მარტივი სერვისების სწრაფად მიღებას გულისხმობს. ამის შესახებ კომერსანტთან ინტერვიუში, „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. გასულ წელს  კომპანიის მსუბუქი ავტომობილების მიმართულებამ 2000 ავტომობილი გაყიდა ...

Read More »

მოსწავლეები მიკროავტობუსებითაც უფასოდ იმგზავრებენ

1-ლი თებერვლიდან საზოგადოებრივ ტრანსპორტში ახალი სააბონემენტე სისტემა ამოქმედდება. ერთჯერადად მგზავრობა 1 ლარი ეღირება. ამასთან, მგზავრობის 90-წუთიანი ბარათი 1 ლარი ეღირება, 1-დღიანი ბარათი – 3 ლარი, 1-კვირიანი – 20 ლარი, 1-თვიანი – 40 ლარი, 3-თვიანი – 100 ლარი, 6-თვიანი – 150 ლარი, ხოლო 1-წლიანი ბარათები – 250 ლარი ეღირება. ახალი სააბონემენტე სისტემის შესახებ, რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ მერიის ტრანსპორტის ...

Read More »

საქართველოს ბანკთან პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ 100 ჰა-ზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს

საქართველოს ბანკი აგროსექტორის ხელშეწყობასა და ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან პარტნიორობით „ქანდა აგრიქალჩერ“ სოფელ ქანდაში 100 ჰა. ფართობზე ნუშის და ხეხილის ბაღებს გააშენებს. პროექტის ჯამური ღირებულება 11 მლნ. ლარია, ბანკის თანამონაწილეობა კი 7 მლნ. ლარს უტოლდება. ნუშის ბაღებთან ერთად პროექტი ალუბლის, გარგრის, ვაშლატამას, ატმისა და ქლიავის ბაღებს გააერთიანებს. საქმიანობაში 15 ადამიანია ჩართული, სეზონურად კი დამატებით 50 ადგილობრივი დასაქმდება. „მოხარული ვართ, რომ ...

Read More »

ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემა ახალ საფეხურზე გადავიდა – რა შეიცვლება მომხმარებლებისთვის

თბილისში ელექტროენერგიის სამომხმარებლო აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლით მიმწოდებელ კომპანიასა და მომხმარებლებს შორის ურთიერთობები ახალ, გაუმჯობესებულ საფეხურზე გადავიდა და როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, ეს პროცესი – აღრიცხვა/გადახდა – გაცილებით სამართლიანი იქნება და სექტორის მომავალი განვითარების წინაპირობებსაც ქმნის. აღრიცხვის ახალი სისტემის სამართლიანობასა და ბაზრის გასაუმჯობესებლად ამ სისტემის უპირატესობაზე ენერგეტიკოსი გია არაბიძე საუბრობს. „როდესაც ახალ სისტემაზე გადავედით, გასულ ზაფხულს, მათ შორის „თელმიკოს“ შემოსვლის ...

Read More »

აზერბაიჯანში მამაკაცები 14 დღიანი “მამობის შვებულებით” ისარგებლებენ

როგორც გამოცემა haqin.az წერს, აზერბაიჯანის შრომისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შრომის კოდექსში ცვლილებების შეტანის ახალი კანონპროექტი შეიმუშავა. პროექტი შეიცავს არაერთ წინადადებას, მათ შორის შვებულებებთან დაკავშირებით. ერთ-ერთი ასეთი წინადადებაა – შრომის კოდექსის 125-ე მუხლის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, სამედიცინო დაწესებულების ცნობის საფუძველზე, მშობიარობამდე 14-დღიანი ანაზღაურებადი შვებულება მიეცემა მამაკაცებს, რომელთა ცოლები დეკრეტულ შვებულებაში არიან ორსულობისა და მშობიარობის გამო. აღნიშნნავია, რომ ახალი კანონპროექტი შესაბამის ...

Read More »

პრემიერმა და „შტადლერის“ დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტმა „შტადლერის” მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობა განიხილეს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიოში მატარებლების მწარმოებელი ლიდერი შვეიცარიული კომპანია “შტადლერის” (Stadler Rail AG) მფლობელსა და დირექტორთა საბჭოს პრეზიდენტს პიტერ შპულერს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მთავრობასა და “შტადლერს” შორის თანამშრომლობას შეეხო. განიხილეს მსხვილი კომპანიის მიერ საქართველოში დაგეგმილი პროექტები. საუბარი შეეხო „შტადლერის” მიერ საქართველოში ქარხნის აშენების შესაძლებლობას, რომელიც სარკინიგზო შემადგენლობების წარმოებას და შეკეთებას უზრუნველყოფს. აღინიშნა, რომ მთავრობა მაქსიმალურად დაუჭერს მხარს აღნიშნული ინვესტიციის განხორციელებას. შეხვედრაზე ...

Read More »

სემეკმა სს „თელასი“ 50 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) სს „თელასი“, სალიცენზიო პირობების დარღვევის გამო, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 ათასი ლარით დააჯარიმა. საქმე ეხება კომპანიის მიერ სემეკის გადაწყვეტილების დაუმორჩილებლობას. კერძოდ, მომხმარებლის მომართვის საფუძველზე, სემეკმა სს „თელასს“ მოსთხოვა აბონენტისთვის ელექტროენერგიის მიწოდების აღდგენა. თუმცა, კომპანიამ არ შეასრულა სემეკის მოთხოვნა. სს „თელასს“ განემარტა, რომ დარღვევის განმეორების შემთხვევაში სემეკი უფლებამოსილია იმსჯელოს კომპანიისთვის გაორმაგებული ჯარიმის დაკისრებაზე.

Read More »

ერდოღანი: თუ რუსეთი თავს დაესხმება უკრაინას, თურქეთი იმოქმედებს როგორც ნატოს წევრი ქვეყანა

“თურქეთი გააგრძელებს ნატოს ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემთხვევაში”, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქულ ტელეარხ NTV-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. თურქეთის ლიდერმა არ დააკონკრეტა, რა ნაბიჯების გადადგმისთვის არის მზად თურქეთი და რა ვალდებულებებზეა საუბარი, როგორც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. “ახლა ჩვენ გვინდა ვიპოვოთ გამოსავალი არსებული კრიზისიდან დიალოგისა და დიპლომატიის გზით. ჩვენ მოვუწოდებთ რუსეთს და უკრაინას მოიქცნენ ...

Read More »

დონბასის 720 ათასზე მეტმა მცხოვრებმა რუსული პასპორტები მიიღეს

„დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკების“ 720 000-ზე მეტმა მცხოვრებმა რუსული პასპორტები მიიღეს. ამის შესახებ დონის რეგიონის გუბერნატორმა, ვასილი გოლუბევმა 27 იანვარს ყოველწლიურ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. „დღეს შეფასებით იმ ადამიანთა რიცხვი, ვინც რუსეთის მოქალაქე გახდა, 720 ათას ადამიანზე მეტია. პროცესი გრძელდება და ადამიანები თავად იღებენ გადაწყვეტილებებს. ეს ყველაფერი როსტოვის ოლქის ტერიტორიაზე ხდება. ჩვენ ვხსნით რვა პუნქტს, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ ...

Read More »

„ყველა საკითხის გამოსავალი არის რუსეთის ნატოში გაწევრიანება“ – რუსეთს ნატოში გაწევრიანებისკენ მოუწოდებენ

„რუსეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში (ნატო) შესვლამ შესაძლოა ხელი შეუწყოს დაძაბულობის შემცირებას მსოფლიოში“, – ეს მოსაზრება 27 იანვარს უკრაინის უმაღლესი რადას ყოფილმა დეპუტატმა, უკრაინის ინტერპოლის ყოფილმა ხელმძღვანელმა, კირილ კულიკოვმა ტელეკომპანია Nash-ის ეთერში გამოთქვა. კულიკოვის თქმით, „გარკვეულმა ამერიკულმა მედია“ გაავრცელა ინფორმაცია რუსეთის ალიანსში გაწევრიანების შესაძლებლობის შესახებ. „ყველა დაგროვილი საკითხის გამოსავალი არის რუსეთის ნატოში გაწევრიანება. ნატოს მთავარი ამოცანა, რამდენადაც მე მესმის, თანამედროვე პირობებში არის ...

Read More »