Home » 2022 » January » 26

Daily Archives: January 26, 2022

თეგეტა 2022 წელს სრული მომსახურების ციფრულ პლატფორმებზე მოქცევას გეგმავს

ციფრული სისტემებისა და ელექტრონული კომერციის მსოფლიო ტენდენციების ფონზე მომხმარებლისთვის თეგეტას ერთ გაჯეტში მოქცევა  ბოლო წლების პრიორიტეტია – ამის შესახებ კომერსანტთან „თეგეტა ჰოლდინგის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვახტანგ კაჭარავამ ისაუბრა. მისი თქმით, დიჯიტალიზაციის მიზანია ავტომობილის მფლობელებს კიდევ უფრო გაუმარტივდეთ საავტომობილო პროდუქტებსა და სერვისებზე ხელმისაწვდომობა. თეგეტაში პროცესების ავტომატიზების პარალელურად გაციფრულება აქტიურად მიმდინარეობს. პროცესი გულისხმობს ოფიციალური დოკუმენტაციის მინიმუმამდე დაყვანას და დიჯიტალ სივრცეში გადატანას, სადაც მომხმარებელს ...

Read More »

ანდრია გვიდიანი: საქართველოში უნდა იყოს ისეთი ტარიფი, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტ და ხარისხიან ელექტრომომარაგებას

ანდრია გვიდიანი - საინტერესოა, რამდენი მეუფე პეტრეა კიდევ ეკლესიის შიგნით

გასული საუკუნის 90-იანი წლების უმძიმესი გამოწვევების შემდეგ საქართველოს ენერგოსექტორმა დიდი გზა გაიარა იმ მდგომარეობამდე, სადაც დღეს ვართ და ამ გზის მთავარ ლოკომოტივად ენერგეტიკოსები სწორ სატარიფო პოლიტიკას ასახელებენ. „უფასო დენი, გაზი და წყალი!“ – ასეთი დაპირება რომ აბსურდულია და რომ ქვეყანაზე უფასო არაფერია, საზოგადოება დიდი ხანია თანხმდება. თუმცა, კვლავაც გვხვდება მოსაზრებები, რომ კომუნალური ტარიფები „უნდა განახევრდეს“. რა არის ზოგადად ტარიფი, რა ...

Read More »

„თეგეტამ“ სპეციალური და მძიმე ტექნიკის მიმართულება გააფართოვა

საერთაშორისო კრიზისის მიუხედავად, თეგეტა ჰოლდინგმა გასულ წელს მძიმე და  სპეციალური ტექნიკის მიმართულების გაფართოება შეძლო. ამის შესახებ ჰოლდინგის აღმასრულებელმა დირექტორმა, ვახტანგ კაჭარავამ კომერსანტთან წლის შემაჯამებელ ინტერვიუში ისაუბრა. კომპანიამ 2021 წელს რამდენიმე ახალი ბრენდი დაიმატა, მათ შორის: Renault-ის სატვირთო მიმართულება, რომლის გაყიდვებსაც 2022 წლის მეორე კვარტლიდან დაიწყება, სამშენებლო მიმართულებით FIAT ჯგუფის ბრენდები,  Marin და საასფალტე ტექნიკის მსოფლიო ლიდერი BOMAG. ამავე ჩამონათვალშია გერმანული ...

Read More »

JPMorgan მთლიანად გავიდა რუსული რუბლიდან

აშშ-ის უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა JPMorgan-მა საკუთარი აქტივები რუსული რუბლიდან სრულად გაიტანა. აზერბაიჯანული გამოცემა ABC.AZ უცხოურ მედიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ JPMorgan, რომელიც 2,6 ტრილიონ დოლარს მართავს (კლიენტების ფულით), ორშაბათს, 24 იანვარს, დახურა ყველა დარჩენილი პოზიცია რუსულ ვალუტაში, უკრაინის საზღვარზე რუსული ძალების მობილიზებასთან დაკავშირებით გაუთვალისწინებელი რისკების მოტივით.

Read More »

თბილისის ხედები და ფერადი Volvo-ს Plug-in Hybrid აბაშიძეზე – „ვოლვო ქარ საქართველოს“ კამპანია გრძელდება

თბილისში, როგორც კი ახალი Street Art გამოჩნდება, მაშინვე დიდი გამოხმაურება მოჰყვება ხოლმე, განსაკუთრებით სოციალურ ქსელში. ასე მოხდა რამდენიმე დღის წინაც, როდესაც აბაშიძის ქუჩაზე თბილისის მცხოვრებლებს დედაქალაქის  ხედები და ფერადი ავტომობილი დახვდათ. ეს ,,ვოლვო ქარ საქართველოს“ საკომუნიკაციო კამპანიის ნაწილია, რომლის  ვიზუალური კონცეფცია სრულად ნიკა მაჩაიძეს ეკუთვნის. შესაბამისად, სხვა კომპონენტებთან ერთად, მან შექმნა ამ Street art-ის ვიზუალიც, რომლის ინსპირაციაც Volvo Plug-in Hybrid მოდელი იყო. ნამუშევარი ...

Read More »

TikTok ბლოგერები უფრო მეტს შოულობენ რეკლამიდან, ვიდრე მსხვილი კომპანიების დირექტორები

TikTok-ის უმსხვილესმა ბლოგერებმა გასულ წელს ჯამში $55 მილიონზე მეტი გამოიმუშავეს. როგორც რუსული “კომერსანტი” The Wall Street Journal-ის კვლევაზე დაყრდნობით წერს, ეს თანხა ამერიკული კომპანიების ხელმძღვანელების საშუალო ხელფასს აჭარბებს. ბლოგერები შემოსავალს ძირითადად რეკლამის გამოქვეყნებითა და დაფინანსებული კონტენტით იღებდნენ. მსხვილი კომპანიები, როგორიცაა McDonald’s, Louis Vuitton და Amazon, იხდიან $100,000-დან $500,000-მდე ვიდეოზე. ჟურნალის რეიტინგში მხოლოდ TikTok-ის ვარსკვლავები მოხვდნენ, ვინც აპლიკაციაში „დატრიალდა“. გამოცემის ჟურნალისტებმა ...

Read More »

გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის, საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოს ენერგეტიკისა და მწვანე სექტორის რეფორმები გრძელდება 

საქართველოს (წარმოდგენილი ფინანსთა სამინისტროს მიერ), რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს (KfW), საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა (AFD) და საქართველოში ევროკავშირის დელეგაციას (EUD) შორის ხელი მოეწერა განზრახულობათა დეკლარაციას საქართველოსთვის მულტინაციონალური და საერთაშორისო მხარდაჭერის გაგრძელების შესახებ, ენერგეტიკისა და მწვანე სექტორებში საქართველოს მთავრობის მიერ განსახორციელებელი რეფორმების ხელშეწყობის მიზნით. დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა,      KfW-ს თბილისის ოფისის დირექტორმა, ბირგიტ ჰოლდერიდ კრესმა, KfW-ს თბილისის ოფისის ენერგეტიკის ...

Read More »

„ახალგაზრდა ადვოკატები“ ტრეფიკინგის სააგენტოს განცხადებაზე – ხელს ნუ აფარებთ გამყალბებელ მუშაკებს, დადექით სწორ მხარეს

ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატები“ სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა, დახმარების სააგენტოს განცხადებას პასუხობს და აღნიშნავს, რომ სხვა კეთილსინდისიერი სოციალური მუშაკებისა და სოციალური მუშაობის სფეროში ჩართული ადამიანების კვალდაკვარ, უხერხულობას უნდა იწვევდეს არაკეთილსინდისიერი და მავნე სოციალური მუშაკების კრიმინალურ საქმიანობაზე ხელის დაფარება, რაც საზოგადოებაში სისტემის მიმართ ნდობას კიდევ უფრო ამცირებს და უწინარესად, ხალხის ფულით დაფინანსებული უწყების გამჭვირვალობას არ ემსახურება. „ახალგაზრდა ადვოკატებს“ სსიპ ...

Read More »

Tesla თურქეთში ოფიციალურად შევიდა

ელექტრომობილების მწარმოებელი ამერიკული კომპანია Tesla ოფიციალურად კიდევ ერთ ქვეყანაში შევიდა. ეს არის საქართველოს მეზობელი თურქეთი, სადაც კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა გაიხსნა და 3,72 მლნ დოლარის კაპიტალდაბანდება მოხდა. კომპანიის უახლოეს გეგმაშია სადილერო ცენტრის გახსნა, რათა გაყიდოს ამ დროისთვის ხელმისაწვდომი ოთხივე მოდელი (Model 3, Y, S და X) და ამავდროულად გამართოს დამტენი ქსელური სადგური Supercharger, რომელიც თავის მხრივ მოიცავს მეზობელ ბულგარეთს, სერბეთს და ...

Read More »

დავით მესხიშვილი: კამერების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ინსპექტირების ვადა გადაცილებაზე არ რეაგირებს

“კამერების უმრავლესობა, სამწუხაროდ, ინსპექტირების ვადა გადაცილებაზე არ რეაგირებს”, – ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელი დავით მესხიშვილი აცხადებს. მესხიშვილის განმარტებით, ქალაქში გაუმართავი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ყოველგვარი მონიტორინგის გარეშე გადაადგილდებიან. “ადრე ვამბობდი, რომ დადგებოდა რეფორმის ჩავარდნის საფრთხე, ახლა ვამბობ, რომ რეფორმა ჩავარდნის საფრთხის ქვეშ დგას. იმდენად მწვავეა დღეს პრობლემა, რომ ამაზე ხმის არ ამოღება, ნიშნავს უბრალოდ გაჩერებას და სფეროს ჩავარდნას. ...

Read More »