
სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული (LDPR) პარტიიდან მოამზადებენ მიმართვის პროექტს რუსეთის პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინისთვის უკრაინაში ნებისმიერი საწვავის და საპოხი მასალების მიწოდების შეწყვეტის შესახებ.
ამის შესახებ LDPR-ის ლიდერმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა.
„ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციას, რათა მივმართოთ მთავრობას, შეწყვიტოს ნებისმიერი საწვავი და საპოხი მასალების ექსპორტი უკრაინაში. ისინი ავსებენ ავზებს ჩვენი მაზუთით და ჩვენს ხალხს ესვრიან“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ.
ჟირინოვსკიმ მხარი დაუჭირა იმ საქონლისა და პროდუქციის სიის შედგენას, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო-ტექნიკური აღჭურვილობისთვის და რომლის ექსპორტი შეიძლება შეჩერდეს.
„ზოგადად, არის ბევრი სასაქონლო პროდუქტი, რომლითაც შეგვიძლია ვაჭრობა შეწყვიტოთ ისე, რომ არ დაგვიზიანოს და მათთვის ეს მნიშვნელოვანი ზიანი იქნება“, – აღნიშნა მან.
სანდრო პირველი