Home » 2022 » January » 25

Daily Archives: January 25, 2022

ელექტროენერგიაზე დავალიანების დაგროვების თავიდან აცილებისთვის მომხმარებელს რამდენიმე დღე რჩება

ელექტროენერგიის მოხმარების აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადასვლამ, რაც ამ პროცესის საბოლოოდ მოწესრიგებას ისახავდა მიზნად, დეკემბერში გამოიწვია აბონენტებისთვის ორი ქვითრის დაგზავნა.  ზოგიერთი მომხმარებლის მოთხოვნით, დეკემბრის მეორე ქვითრის დაფარვის ვადა, საყოფაცხოვრებო მომხმარებლისთვის, კომპანიამ იანვრის ბოლომდე გაახანგრძლივა. შესაბამისად, კომპანია „თელმიკოში“ განმარტავენ, რომ მიმდინარე პერიოდში, მომხმარებელმა უნდა გაითვალისწინოს შემდეგი: თუ 28 იანვრამდე არ დაიფარა დეკემბრის დავალიანება, მისი ასახვა ავტომატურად მოხდება თებერვალში გადასახდელ ქვითარში. ეს კი ...

Read More »

რატომ უნდა მივიღოთ რბოლაში მონაწილეობა წყალბადის ძრავით – ტოიოტას ახალი მიზანი 29 minutes ago

Toyota Motor Corporation-ი წყალბადის ძრავის ტექნოლოგიურ განვითარებაზე იწყებს მუშაობას. ერთსა და იმავე წინადადებაში „ტოიოტასა“ და „წყალბადის“ ერთად დანახვისას, ავტომოყვარულების უმრავლესობას პირველ რიგში ახსენდება ელექტრო ავტომობილები საწვავის ელემენტებზე (FCEV). თუმცა, ამჯერად, ტოიოტა ყურადღებას საწვავის ელემენტებზე მეტად ძრავზე ამახვილებს — წყალბადზე მომუშავე შიდა წვის ძრავზე. ახალი ავტომობილების საწვავი 100%-ით სუფთა წყალბადია და მუშაობისას თითქმის არ გამოყოფენ CO2-ს. სიახლეა ისიც, რომ Toyota-ს ახლახან გამოცხადებული წყალბადის ძრავიანი ავტომობილები მონაწილეობას მიიღებენ რბოლაში – ...

Read More »

ირაკლი კოვზანაძე – დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ევროპულ სტანდარტებს უახლოვდება

„ევროპული სტანდარტების დეპოზიტების დაზღვევის სისტემა ფინანსური სტაბილურობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. ამ სფეროში ევროპულ სტანდარტებთან დაახლოების მორიგი ნაბიჯი პარლამენტმა გასული წლის აპრილში საკანონმდებლო ცვლილებებით გადადგა, რომლის თანახმად 1-ლი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის სიტემა იურიდიულ პირებზეც ვრცელდება“, – ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს თავმჯდომარესთან შეხვედრისას განაცხადა. პარლამენტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე ირაკლი კოვზანაძემ ოთარ ძიძიკაშვილისგან ინფორმაცია მოისმინა თუ ...

Read More »

დიდი ცვლილება “მწვანე პასპორტების” ირგვლივ – როგორ უნდა მიიღოთ მწვანე ბარათი თუ ტესტი არ გაგიკეთებიათ

დღეიდან საქართველოში კიდევ ერთი ახალი რეგულაცია შევიდა ძალაში – პირები, რომლებსაც სიმპტომების მიუხედავად ტესტი არ გაუკეთებიათ, მაგრამ ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფებოდნენ, კორონავირუსგადატანილებად ჩაითვლებიან და “მწვანე პასპორტსაც” მიიღებენ. „მწვანე სტატუსის“ მინიჭების წესში ცვლილებას ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა 11 იანვარს მოაწერა ხელი, რომლის თანახმად, „მწვანე“ სტატუსით ისარგებლებს პირი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, თუმცა ტესტირების შედეგები სხვადასხვა მიზეზით არ არის ასახული ელექტრონულ მოდულში. ...

Read More »

„გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ერთადერთი გონივრული ნაბიჯი“

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი მწვანე პასპორტების გაცემასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში აფასებს. მისი აზრით, მწვანე პასპორტის აღების სურვილის მქონე ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მიიღოს ის. „მწვანე“ პასპორტის აღების დაუოკებელი სურვილით ადამიანს შეუძლია სიმპტომები მოიგონოს და ავტომატურად მოხვდება ინფიცირებულთა სიაში? – მწვანე პასპორტის და ამით საზოგადოების დაცვის მინიმალური სტანდარტიც კი დარღვეულია! – გაუქმდეს მწვანე პასპორტი! ამ ეტაპზე ესაა ...

Read More »

ჟირინოვსკი უკრაინაში რუსეთიდან ბენზინისა და დიზელის ექსპორტის აკრძალვის ინიციატივით გამოვიდა

სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატები რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული (LDPR) პარტიიდან მოამზადებენ მიმართვის პროექტს რუსეთის პრემიერ მინისტრ მიხაილ მიშუსტინისთვის უკრაინაში ნებისმიერი საწვავის და საპოხი მასალების მიწოდების შეწყვეტის შესახებ. ამის შესახებ LDPR-ის ლიდერმა, სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატმა ვლადიმერ ჟირინოვსკიმ განაცხადა. „ჩვენ მოვამზადებთ რეზოლუციას, რათა მივმართოთ მთავრობას, შეწყვიტოს ნებისმიერი საწვავი და საპოხი მასალების ექსპორტი უკრაინაში. ისინი ავსებენ ავზებს ჩვენი მაზუთით და ჩვენს ხალხს ესვრიან“, – განაცხადა ჟირინოვსკიმ. ...

Read More »

2021 წელს საქართველოში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტი 14.5%-ით გაიზარდა

2021 წელს საქართველოში სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტი 14.5 პროცენტით გაიზარდა. ჯამში აღნიშნული პროდუქტის იმპორტში საქართველომ  101.8 მილიონი დოლარი დახარჯა. შედარებისთვის, 2020 წელს სიგარების, სიგარილებისა და სიგარეტების იმპორტის ღირებულებამ 88.9 მილიონი დოლარი შეადგინა. ცნობისთვის, „საქსტატის“ ინფორმაციით, 2021 წელს საქართველოში საქონლით ვაჭრობით ექსპორტმა 4 242.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო იმპორტმა 10 073.3 მლნ. აშშ დოლარი. 2021 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო ...

Read More »

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მწერალთა სახლის საერთაშორისო სარეზიდენციო პროგრამის ფარგლებში, თბილისს ნანტელი მწერალი ეწვია

„თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქისა“ და მწერალთა სახლის ერთობლივი საერთაშორისო სარეზიდენციო პროექტის ფარგლებში, ნანტიდან თბილისს მწერალი სოფი მერსერონი ეწვია. სოფი მერსერონი, წლების განმავლობაში, თეატრის მსახიობი იყო პარიზსა და ნანტში, 2006-2009 წლებში კი დააარსა და ხელმძღვანელობდა, ლიტერატურულ შემოქმედებით სივრცე, L’Ogre à Plumes-ს. წერს პიესებს თეატრალური დადგმებისთვის. მისმა სადებიუტო ნაწარმოებმა, „აპრილი“ (Avril, გამომცემლობა L’Ecole Des Loisirs), არაერთი მნიშვნელოვანი საბავშვო ლიტერატურული ჯილდო მოიპოვა. ...

Read More »

გასული წლის შეჯამება და მომავლის ხედვა, – როგორია თეგეტა ჰოლდინგის 2022 წლის კალენდარი

უკვე მესამე წელია მსოფლიო კოვიდ 19-ის და პანდემიით გამოწვეულ სირთულეებს ებრძვის. საერთაშორისო მასშტაბით არ დარჩა სექტორი, რომელიც მოულოდნელი და აბსოლუტურად არაპროგნოზირებადი გამოწვევების წინაშე არ აღმოჩნდა. ამ შემთხვევაში ჩვენი ინტერესის სფერო ბიზნესია, რომლის სტაბილურობაც არა მხოლოდ კონკრეტული კომპანიის წარმატებასთან, არამედ ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.  ამ ფაქტორის გათვალისწინებით ჩვენს ფოკუსში დღეს თეგეტა ჰოლდინგია, კომპანია, რომელიც ქართულ ეკონომიკაში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორია. ...

Read More »

ყაზახეთის, ყირგიზეთსა და უზბეკეთის მთელი რიგი ქალაქები ელექტროენერგიის გარეშე დარჩნენ

ყაზახეთის, ყირგიზეთის და უზბეკეთის მთელ რიგ ქალაქებში ამ დროისთვის ელექტროენერგიის გათიშვაა. ამის შესახებ ყაზახური საინფორმაციო პორტალი zakon.kz იტყობინება. ყაზახეთები სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ელექტროენერგიის გარეშე დარჩა ქვეყნის სამხრეთ რეგიონებიც. ელექტროენერგიის გათიშვა მოხდა ყაზახური კომპანია „კეგოკის“ მიერ ელექტრო ქსელების მართვისთვის. “ქსელში ძაბვა დაეცა, სს Alatau Zharyk Company (რეგიონული ელექტრომომარაგების კომპანია) ქვესადგურებზე მუშაობდა ავტომატური სიხშირის განტვირთვის სისტემები. დაწყებულია ხელახალი ჩართვის სამუშაოები”, – ...

Read More »