Home » 2022 » January » 24

Daily Archives: January 24, 2022

სერბეთი ლითიუმის მოპოვების $2,4 მილიარდიანი პროექტის განხორციელებას გარემოსდამცველების გამო ვერ შეძლებს

სერბეთი ლითიუმის მოპოვებას გარემოსდამცველების გამო ვერ შეძლებს. კერძოდ, სერბეთმა ოფიციალურად უარი თქვა პროექტზე, რომელიც ლითიუმის მოპოვებას გულისხმობდა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ანა ბრნაბიჩმა განაცხადა. „მთავრობამ გააუქმა 2020 წლის 13 თებერვლით დათარიღებული მინერალის, ჯადარიტის მოპოვებისა და გადამუშავების პროექტის განსახორციელებლად სპეციალური დანიშნულების ტერიტორიის გადაწყვეტილება და გეგმა“, – განაცხადა ბრნაბიჩმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ. გადაწყვეტილება გარემოსდამცველების ზეწოლის შედეგად მიიღეს. 2004 წელს დასავლეთ სერბეთში ქალაქ ...

Read More »

მოქმედი პროკურორისა და ორი სოციალური მუშაკის საქმე – „ახალგაზრდა ადვოკატებისა“ და ოჯახის ერთობლივი განცხადება

„ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებისა და ოჯახის ერთობლივი განცხადება ჩვენ გვსურს მივმართოთ საქართველოს გენერალურ პროკურორს ბატონ ირაკლი შოთაძეს და საქართველოს ჯანდაცვის მინისტრს, ბატონ ზურაბ აზარაშვილს, რათა დაიწყოს შესაბამისი სამართლებრივი მოქმედებები და ამ მოქმედებებს მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და გადაწყვეტილებები სისტემაში ნეპოტიზმის, სავარაუდო კორუფციული გარიგებების აღმოფხვრისა და ფარული შეთანხმებების წახალისების, გამოვლენისა და დასჯის მიმართულებით, ვინაიდან თითოეული შემთხვევის გამოვლენა და მასზედ მკაცრი რეაგირება წარმოადგენს სახელმწიფო ...

Read More »

მაგისტრალური გაზსადენის დაზიანების შემდეგ, ირანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდება 14-ჯერ შემცირდა

მაგისტრალური გაზსადენი „ირანი-თურქეთის“ დაზიანების შემდგომ, კერძოდ კი ხანძრის გამო აგრას პროვინციაში, საზღვრიდან 15 კილომეტრში, ირანიდან თურქეთში ბუნებრივი აირის მიწოდების რეალური მოცულობები თოთხმეტჯერ შემცირდა და დღე-ღამეში 2 მილიონ კუბურ მეტრს შეადგენს. ამის შესახებ Daily Sabah იტყობინება. თურქეთის ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ტანერ ილდიზმა განაცხადა, რომ ავარიის მიზეზი დივერსია გახდა. დივერსია, სავარაუდოდ, ორგანიზებული იყო ISIS-ის მებრძოლების ან ქურთისტანის მებრძოლების მიერ. ეს ...

Read More »

საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება

საქართველოს ოთხ საპილოტე რეგიონში – იმერეთში, კახეთში, გურიასა და რაჭა-ლეჩხუმ-ქვემო სვანეთში, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის მიზნით, ახალი საწარმოების შექმნა, არსებული საწარმოების გაფართოება ან გადაიარაღება დაფინანსდება. ინფორმაციას ამის შესახებ სოფლის განვითარების სააგენტო ავრცელებს. პროგრამა როგორც ძირითადი, ასევე საბრუნავი საშუალებების დაფინანსებას გულისხმობს. მათივე ცნობით, „საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის“ ფარგლებში დაფინანსების მისაღებად, შესაბამისი განაცხადი, კომერციული ბანკის მიერ დამტკიცებული სესხის მონაცემებთან ერთად, მიმდინარე ...

Read More »

დაასრულებს თუ არა ქაოსს ელექტროენერგიის აღრიცხვაში ახალი სისტემის დანერგვა

საქართველოში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ელექტროენერგიის კომუნალურ სეგმენტში  პრობლემების მინიმუმამდე დაყვანისთვის. კერძოდ, დაინერგა მრიცხველების წაკითხვის ერთიანი სისტემა, რითაც მოწესრიგდა მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვიანობა. როგორც ენერგეტიკოსები განმარტავენ, მრიცხველები, მთელი თბილისის მასშტაბით ყოველი თვის ბოლო 4 დღეში წაიკითხება. ახალი სისტემის ამოქმედება ნიშნავს, რომ აღარ ექნება ადგილი არასწორი საფეხურებრივი ტარიფით დარიცხვის შემთხვევებს, იმოქმედებს გადახდის სპეციალური, მორგებული ვადები პენსიონერებისა და სოციალურად დაუცველებისთვის. ენერგეტიკოსი გია ...

Read More »

თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან

თიბისი კაპიტალმა მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. ინფიცირების ახალი შემთხვევები უპრეცედენტო მასშტაბით ზრდას განაგრძობს. ამასთან, ომიკრონის შედარებით ნაკლები სიმწვავე უკვე დადასტურებულ ფაქტად მოიაზრება. ამ მხრივ, ასევე არგუმენტია, ინფიცირების მაღალი შემთხვევების მიუხედავად, საერთაშორისო ბაზრებზე სასტუმროებისა და ავიაკომპანიების ფასების მაღალი ღირებულება. საქართველოში, ინფიცირებისა და სიკვდილიანობის მაჩვენებლები კვლავ პრობლემურია, თუმცა, იანვრის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით, ტურიზმის აღდგენის დინამიკა მნიშვნელოვნად დაჩქარდა, რაც თიბისი კაპიტალს საშუალებას აძლევს ...

Read More »

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 21-სართულიანი მულტიფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსი აშენდება

საქართველოს ბანკი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერას აგრძელებს. ამჯერად ბანკის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „ბრიქსი“, მეტრო სარაჯიშვილთან, მულტიფუნქციურ საცხოვრებელ კომპლექსს- Sarajishvili Tower- აშენებს. პრემიუმ კლასის, თანამედროვე, ენერგოეფექტური მასალებით აშენებული კომპლექსი 21 სართულიანი იქნება, საიდანაც 3.300 კვ.მ-მდე დაეთმობა კომერციულ ზონას (ვაჭრობისა და მომსახურების ობიექტებს). ასევე, განთავსდება 3-დონიანი ავტოსადგომი. პროექტი აქტიურ ფაზაშია და მისი დასრულება 2024 წლის მეორე ნახევარში იგეგმება. პროექტის ჯამური მოცულობა 7.2 მილიონი ...

Read More »

შეცვალე სავალი ნაწილები უსასრულო გარანტიით – თეგეტას უპრეცედენტო შეთავაზება   

თუ სპეციალისტებს დავეკითხებით მანქანის სავალი ნაწილის შემოწმება, აუცილებელ სერვისებს შორის ერთ-ერთი პირველია. არასწორი რელიეფი, ორმოები გზაზე და ბუნებრივი პირობები, განსაკუთრებით ყინვა, შეიძლება სავალი ნაწილის დაზიანების მიზეზი გახდეს. სავალი ნაწილების სრულ ასორტიმენტზე უსასრულო გარანტიას გთავაზობთ ,,თეგეტა მოტორსი“. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი დაზიანების შემთხვევაში, „თეგეტა“ უსასყიდლოდ აღადგენს, ან აანაზღაურებს შესაბამისი პროდუქტის ღირებულების 100%-მდე თანხას. ეს უპრეცედენტო გარანტია საშუალებას გაძლევთ, რომ ...

Read More »

თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერი PSP-ში 700 ლარის ტოლფასია

PSP-ში თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერით, სოციალურად დაუცველი პენსიონერი 700 ლარის ღირებულების მედიკამენტს იღებს! 24 იანვრიდან PSP-ს სააფთიაქო ქსელში თბილისის მასშტაბით მოსული სოციალურად დაუცველი პენსიონერი, მერიის ვაუჩერის განაღდებისას მიიღებს მომენტალურ სარგებელს დამატებითი ფასდაკლების სახით; თბილისის მერიის 500 ლარიანი ვაუჩერის თითოეული მფლობელისთვის კომპანია PSP-მ დამატებით 200₾ გამოყო, რაც ნიშნავს რომ 500₾ ვაუჩერით სარგებლობისას ბენეფიციარი 700₾ მედიკამენტებს მიიღებს, ამასთან აუცილებელი არ არის ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება „ტოიოტა კავკასიას“ ასოციაციის წევრთა რიგებში

„ტოიოტა კავკასიამ“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციასთან კომუნიკაციის საფუძველზე ასოციაციის წევრობის გადაწყვეტილება მიიღო, რაც მნიშვნელოვანია როგორც ასოციაციის ზრდისა და განვითარებისთვის, ასევე საკომუნიკაციო ქსელის გაძლიერებისთვის. შეგახსენებთ, რომ „ტოიოტა კავკასია“ არის ტოიოტას და ლექსუსის ოფიციალური წარმომადგენლობა კავკასიის რეგიონში, რომელიც ახორციელებს ავტომობილებისა დაორიგინალი სათადარიგო ნაწილების იმპორტს საქართველოს და აზერბაიჯანის ბაზრებზე. კომპანია დაარსდა 2006 წელს და დღესდღეობით წარმოადგენს ერთ-ერთ უმსხვილეს ავტოიმპორტიორს რეგიონში. საქართველოში ამჟამად ფუნქციონირებს ტოიოტას  ...

Read More »