თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 14%-ზე დატოვა

0
13

თურქეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტალური პოლიტიკის განაკვეთი უცვლელად, 14 პროცენტზე დატოვა. გადაწყვეტილება მონეტარული პოლიტიკის საბჭოს სხდომის შემდეგ მიიღეს, რომელსაც ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი შაჰაფ ქავჯიოღლუ ხელმძღვანელობდა, იუწყება Anadolu Agency.

ჩავჩიოღლუმ ასევე ყურადღება გაამახვილა გეოპოლიტიკური რისკების ზრდაზე, კორონავირუსის ახალი შტამების გავრცელებასა და გლობალური ეკონომიკის შენელების მუდმივ ალბათობაზე.

„თურქეთის ცენტრალური ბანკი ყურადღებით აკვირდება გლობალური ფასების ზრდის ნეგატიურ გავლენას ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობასა და ფინანსურ ბაზრებზე. მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების მარეგულირებლები თანხმდებიან, რომ ენერგომატარებლების მაღალი ფასების და მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსის ფონზე ფასების ზრდა შეიძლება გაგრძელდეს ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში“, – განაცხადა მან.

მისი განცხადებით, ინფლაციაზე მოქმედი გამომწვევი ფაქტორების აღმოფხვრით, ფასების ეტაპობრივი შემცირება მოხდება.

ცენტრალურ ბანკში ასევე აცხადებენ, რომ ეროვნული თურქეთის ვალუტის მხარდაჭერის პრიორიტეტის გათვალისწინებით, პოლიტიკის ჩარჩოს გადახედავენ.

სანდრო პირველი