
თურქეთის გემთმშენებლობის სექტორმა 2021 წელს 1,8 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ” თურქეთის ექსპორტიორთა საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს
თურქეთის გემთმშენებლობის სექტორმა 2021 წელს 1,8 მილიარდი დოლარის პროდუქცია გაიტანა ექსპორტზე. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ანადოლუ” თურქეთის ექსპორტიორთა საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს
თურქეთის გემთმშენებლობის სექტორის ექსპორტი 2021 წელს 18,3%-ით – 1 მილიარდ 375 მილიონი დოლარიდან 1 მილიარდ 626 მილიონ 700 ათას დოლარამდე – გაიზარდა.
თურქეთის გემთმშენებლობის სექტორის პროდუქციის ძირითადი იმპორტიორი ქვეყანა გასულ წელს ნორვეგია იყო. ექსპორტის მოცულობამ ამ ქვეყანაში 530 მილიონ 800 ათასი დოლარი შეადგინა.
ტოპ-5 იმპორტიორებში მოხვდნენ რუსეთი – 188,5 მლნ $, ჩინეთი – 100,3 მლნ $, მალტა – 99,9 მლნ $ და საფრანგეთი – 58,4 მლნ $
სექტორის პროდუქციის ექსპორტის ყველაზე დიდი ზრდა 2021 წელს ნორვეგიაში დაფიქსირდა – 164,7%
თურქეთის მთლიანი ექსპორტი 2021 წელს 2020 წელთან შედარებით 32,9%-ით – 225 მილიარდ 367 მილიონ 700 ათას დოლარამდე გაიზარდა.
წყარო: ipress.ge