ვიაჩესლავ ვოლოდინი: ნატო ცდილობს უკრაინის ოკუპაციას

0
13

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საგაზაფხულო სესიის გახსნისას  “ნატოს მიერ უკრაინის ოკუპაციის საშიშროებაზე” ისაუბრა.

„ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს როგორც საინფორმაციო სამზადისად ნატოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლისთვის. ნატოს მრჩევლები უკვე იქ არიან, ინსტრუქტორები იქ არიან. ახლა კი ფიქრობენ, როგორ გაამართლონ ჯარების შემოყვანა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო ცდილობს უკრაინის ოკუპაციას“, – ციტირებს Regnum-ი ვოლოდინის სიტყვებს..

მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ რუსეთს არ შეუძლია დაუშვას ნატოს ჯარების შეყვანა უკრაინის ტერიტორიაზე. მისი თქმით, ეს არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი, ევროპული სახელმწიფოების მოქალაქეების უსაფრთხოების საკითხი.

სანდრო პირველი