Home » 2022 » January » 19

Daily Archives: January 19, 2022

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში ავტომობილით მისვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს

სანქტ-პეტერბურგის ცენტრში მისვლა შესაძლოა ფასიანი გახდეს. მიზეზად სატრანსპორტო დატვირთვისა და საცობების შემცირება სახელდება. აღნიშნულის შესახებ 18 იანვარს საკანონმდებლო ასამბლეის თავმჯდომარემ, ალექსანდრე ბელსკიმ რადიო KP-Petersburg-ის ეთერში განაცხადა. აღსანიშნავია, რომ მანამდე პეტერბურგში, 2021 წლის 1 დეკემბრიდან ფასიანი პარკირების ტერიტორია მკვეთრად გაიზარდა. „ჩვენ მივდივართ ევროპისკენ, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა მიღებულია და პირადი ავტომობილის ყოლა უკანა პლანზე იწევს. ამიტომ პეტერბურგის მთავრობა ტრანსპორტის რეფორმით არის ...

Read More »

ნათია თურნავა – ინფლაცია პანდემიამ მოიტანა, ეს არის გარკვეული ეპიზოდი, რომელიც დაძლეული იქნება

ინფლაცია პანდემიამ მოიტანა, ეს არის გარკვეული ეპიზოდი, რომელიც დაძლეული იქნება, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა. „წლების განმავლობაში ინფლაცია იყო სამი-ოთხი პროცენტი და ჩვენი მოსახლეობისთვის რომ გვეკითხა, რა იყო ნომერ პირველი პრობლემა, ინფლაციას არავინ დაასახელებდა. კი, ეპიზოდურად, სხვადასხვა პროდუქციაზე შეიძლება ხდებოდა ფასების მერყეობა, მაგრამ ეს გლობალური ბრობლემა არ იყო. ...

Read More »

თურქეთის ცენტრალურ ბანკსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის $4.7 მილიარდის სვოპის ხელშეკრულება გაფორმდა

თურქეთისა და არაბთა გაერთიანებული საემიროების ცენტრალურმა ბანკებმა სამწლიანი სავალუტო სვოპის ხელშეკრულება გააფორმეს. ამის შესახებ თურქეთის ცენტრალური ბანკის ვებგვერდზე ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი. სამი წლის განმავლობაში სვოპის ტრანზაქციების ჯამური მოცულობა დაახლოებით 4,7 მილიარდი აშშ დოლარი იქნება ეროვნულ ვალუტაში – ეს არის 64 მილიარდი ლირა, ანუ 18 მილიარდი დირჰემი (არაბული ფულის ვალუტა). ასეთი შეთანხმებების მიზანია ორმხრივი ვაჭრობისა და საინვესტიციო პროგრამების ხელშეწყობა ეროვნულ ...

Read More »

თურნავა: სხვადასხვა დარგში მომზადებული გვაქვს ორმოცამდე საინვესტიციო პროექტი, რომელიც მილიარდობით ახალ ინვესტიციას მოიტანს

სხვადასხვა დარგში მომზადებული გვაქვს ორმოცამდე საინვესტიციო პროექტი, რომელიც თავის წილ მილიარდობით ახალ ინვესტიციას მოიტანს, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ სტუმრობისას. „ამ პროექტებს ეკონომიკური გუნდის შიგნით ვამუშავებთ და პრემიერს გავაცანით. ეს არის, მაგალითად, განახლებადი ენერგეტიკის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი განვითარება, არა ჰესები, საუბარია მხოლოდ ქარის ენერგიაზე, მზის ენერგიაზე და ისეთ ახალ ტექნოლოგიაზე, ...

Read More »

„მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ, საქართველოს მიწა გადაეცა“

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მდინარე იორდანესთან, მაცხოვრის ნათლობის ადგილის მიმდებარედ საქართველოს მიწა გადაეცა. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა სამების საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით იმყოფება. მისი თქმით, აღნიშნულ მიწაზე საქართველოს პატრიარქის კურთხევით, ქართული კულტურის ცენტრი აშენდება. „თქვენო უწმინდესობავ, წმინდა სინოდის წევრებო, ძვირფასო მოსახლეობავ, ყველას გილოცავთ ნათლისღებას. ჩემთვის დიდი პატივია დღეს ჩვენს მოსახლეობას ვაცნობო ფრიად სასიხარულო ამბავი. შეიძლება ითქვას, რომ დღეს ჩვენ ისტორიული მოვლენის ...

Read More »

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება

თურქეთსა და სომხეთს შორის ავიამიმოსვლა 2 თებერვლიდან დაიწყება. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი მედია ავრცელებს. თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ცნობით, სომხეთ-თურქეთის ორმხრივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულია შეთანხმება ავიამიმოსვლის დაწყების შესახებ. „ავიაკომპანია Pegasus Airlines-ი კვირაში სამჯერ ერევნის მიმართულებით რეისებს შეასრულებს, სომხეთის მხრიდან კი ერევანი-სტამბოლის მარშრუტით, ასევე კვირაში სამჯერ რეისებს ავიაკომპანია Fly One Armenia შეასრულებს. ორ ქვეყანას შორის მიღწეული შეთანხმების თანახმად, პირველი რეისები 2 ...

Read More »

ნათია თურნავა: საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, სწორედ ამისკენ იყო მიმართული პრემიერის ინიციატივა

საქართველო გახდება ფინანსური ცენტრი, ფინანსური ჰაბი, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პირველი არხის ეთერში ქვეყანაში ფინანსური ცენტრების შექმნის ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა. „სწორედ აქეთკენ იყო მიმართული პრემიერ-მინისტრის ინიციატივა. მან დავალება ჯერ კიდევ, გასული წლის ბოლოს გასცა. ჩვენ ვიმუშავეთ, დავამუშავეთ სხვადასხვა ქვეყნის მაგალითი და განსაკუთრებით საინტერესოა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში არსებული ორი ფინანსური ზონა – დუბაის ფინანსური ცენტრი და აბუ-დაბის ...

Read More »

2021 წელს საქართველოდან ევროპაში ექსპორტზე 143 ტონა თაფლი გავიდა

2021 წელს სხვადასხვა ბაზარზე 173 ტონა ქართული თაფლი გავიდა, მათ შორის 143 ტონა ევროპის ქვეყნებშია ექსპორტირებული – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „ექსპორტირებული თაფლის ღირებულებამ, ჯამურად, 657 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. ექსპორტის ღირებულების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 436%-ია, მოცულობის კი, 696%. საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე თაფლის ექსპორტი ნებადართულია 2016 წლიდან“ – ნათქვამია ინფორმაციაში.

Read More »

ვიაჩესლავ ვოლოდინი: ნატო ცდილობს უკრაინის ოკუპაციას

რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა საგაზაფხულო სესიის გახსნისას  “ნატოს მიერ უკრაინის ოკუპაციის საშიშროებაზე” ისაუბრა. „ეს ყველაფერი შეიძლება ჩაითვალოს როგორც საინფორმაციო სამზადისად ნატოს მხრიდან უკრაინის ტერიტორიაზე წინსვლისთვის. ნატოს მრჩევლები უკვე იქ არიან, ინსტრუქტორები იქ არიან. ახლა კი ფიქრობენ, როგორ გაამართლონ ჯარების შემოყვანა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატო ცდილობს უკრაინის ოკუპაციას“, – ციტირებს Regnum-ი ვოლოდინის სიტყვებს.. მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, ...

Read More »

ყაზახეთში „იანდექს ტაქსის“ წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო

როგორც regnum.ru წერს, ყაზახეთის კონკურენციის დაცვისა და განვითარების სააგენტოს თანამშრომლები შეამოწმებენ, გამართლებული იყო თუ არა Yandex.Taxi-ის მიერ ფასების ზრდა ქვეყანაში არეულობისა და საგანგებო მდგომარეობის შემოღების დროს. ამის შესახებ 18 იანვარს ანტიმონოპოლიური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, სერიკ ჟუმანგარინმა განაცხადა. „ცხელი ხაზით მიღებული საჩივრების ფარგლებში, სააგენტომ გასცა ბრძანება Yandex ტაქსის მიმართ გამოძიების ჩატარებისთვის“, – განაცხადა ჟუმანგარინმა. მისივე თქმით, სულ 102 შემთხვევის შემოწმებაა დაგეგმილი, რამაც ...

Read More »