თურქეთი მოიერიშე და რეაქტიული თვითმფრინავების წარმოებას იწყებს

0
18

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში თურქეთი სრულად წარადგენს Hürjet-ს, მოწინავე სასწავლო-საბრძოლო რეაქტიულ და სამამულო წარმოების მსუბუქ მოიერიშე თვითმფრინავებს.

მწარმოებელი კომპანია Turkish Aerospace Industries (TAI) 2025 წლის შემდეგ ყოველთვიურად ორი თვითმფრინავის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ Daily Sabah იტყობინება.

კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორის, თემელ კოტილის თქმით, თავდაპირველად ოთხი პროტოტიპი აიგება, რომლებსაც ტესტირების დროს გამოიყენებენ.

გასულ კვირას, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის აღმასრულებელმა კომიტეტმა Hürjet-ის სერიული წარმოების პირველი ეტაპი დაამტკიცა.

სანდრო პირველი