თურქეთი და აზერბაიჯანი ისტორიულ პროექტს იწყებენ

0
14

თურქეთი და აზერბაიჯანი წელს დაიწყებენ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. მემორანდუმს ამის შესახებ ხელი 2020 წელს მოაწერეს ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა. ამის შესახებ გაზეთი Sabah წერს.

ამ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს BOTAŞ და SOCAR, ბუნებრივი აირი ნახჩევანს თურქეთის პროვინციიდან იგდირიდან მიეწოდება. თურქული მხარის ჯამური ინვესტიცია 185 მილიონი ლირა იქნება. წელს თურქეთი პროექტში 100 მილიონი ლირის ინვესტიციას აპირებს.

ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ ნახიჩევანი წელიწადში 500 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირით იქნება უზრუნველყოფილი.

იგდირიდან ნახიჩევანის ავტონომიურ რესპუბლიკას ყოველდღიურად 1,5 მილიონი კუბური მეტრი გაზი მიეწოდება.

ასევე, პროექტის ფარგლებში ქალაქ იგდირში იგეგმება საზომი სადგურის შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს გაზის ნაკადის ბალანსს.

ამდენად, ბუნებრივი აირი ნახჭევანს ყველაზე უსაფრთხო გზით მიეწოდება.

სანდრო პირველი