Home » 2022 » January » 18

Daily Archives: January 18, 2022

DESTINY ROBOTICS – ახალგაზრდა ქართველის კომპანია, რომელიც ჭკვიან რობოტებს ქმნის

მეგი ქავთარაძე ამერიკული ტექნოლოგიური კომპანიის Destiny Robotic-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორია. ის ის თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და განსაკუთრებულად აღსანიშნავია ის კარიერულად გარდამტეხი პროცესი, მისთვის ორი წლის წინ ამერიკის შეერთებულ შტატებში მოღვაწეობით დაიწყო. მისი ახალი კომპანია უდიდეს ტექნოლოგიურ ცვლილებას სთავაზობს საზოგადოებას და რობოტიკისა და ხელოვნური ინტელექტის უნიკალურ მიქსს წარმოადგენს, რომელსაც ადამიანთა ცხოვრების მნიშვნელოვნად გამარტივება შეუძლია. Destiny Robotics-ის მიზანია ...

Read More »

თურქეთი მოიერიშე და რეაქტიული თვითმფრინავების წარმოებას იწყებს

„მომდევნო ორი თვის განმავლობაში თურქეთი სრულად წარადგენს Hürjet-ს, მოწინავე სასწავლო-საბრძოლო რეაქტიულ და სამამულო წარმოების მსუბუქ მოიერიშე თვითმფრინავებს. მწარმოებელი კომპანია Turkish Aerospace Industries (TAI) 2025 წლის შემდეგ ყოველთვიურად ორი თვითმფრინავის წარმოებას გეგმავს. ამის შესახებ Daily Sabah იტყობინება. კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორის, თემელ კოტილის თქმით, თავდაპირველად ოთხი პროტოტიპი აიგება, რომლებსაც ტესტირების დროს გამოიყენებენ. გასულ კვირას, თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის აღმასრულებელმა კომიტეტმა Hürjet-ის სერიული წარმოების ...

Read More »

ლიეტუვამ რუსეთ-საქართველოს ომში დაზარალებულთა ფონდში თანხა შეიტანა

ლიეტუვამ ნებაყოფლობითი წვლილი შეიტანა 2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის მსხვერპლთა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) პროგრამაში, – იუწყება ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო. განცხადებაში ნათქვამია, რომ 20 000 ევროს ოდენობის შემოწირულობა გამოიყო მსხვერპლთა ფონდის მხარდასაჭერად, რომელიც გასულ წელს ამოქმედდა: „2008 წელს საქართველოში რუსული აგრესიის მსხვერპლები კვლავ განიცდიან ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ტრავმას, მათ ჯერ კიდევ სჭირდებათ დახმარება, მკურნალობა და მატერიალური მხარდაჭერა“. განიმარტა, ...

Read More »

საქართველოდან ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი უკვე დაშვებულია

ევროკომისიის 2021 წლის 22 დეკემბრის EU 2022/34 რეგულაციით, საქართველო იმ ქვეყნების ნუსხას დაემატა, საიდანაც ევროკავშირის ბაზარზე ლოკოკინების ექსპორტი დაშვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. „აღნიშნული რეგულაციის მიღებას წინ უძღოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოების მიზნით გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების (DCFTA) ...

Read More »

პაატა ლომაძე: კერძო სადაზღვევო ინდუსტრიას მნიშნელოვანი როლი აქვს მოსახლეობისთვის მედიკამენტებზე გაწეული დანახარჯების შემცირებაში

 „ჯიპიაი ჰოლდინგის“ გენერალური დირექტორი პაატა ლომაძე, ტვ პირველზე,   გადაცემა „ანალიტიკის“ სტუმარი იყო, სადაც ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ ,პრემიერის დაანონსებულ   ახალ საკანონმდებლო ინიციატივაზე ისაუბრა.  ლომაძის თქმით, ის მიესალმება კონკურენციის სააგენტოს კვლევასა და რეკომენდაციებს, განსაკუთრებით იმ ნაწილში , რომელიც ეხება სადაზღვევო კომპანიების როლის გაძლიერებას მედიკამენტების დანიშვნაზე სწორი მენეჯმენტის კუთხით. ლომაძის თქმით სადაზღვევო ინდუსტრიას რამდენიმე მნიშვნელოვანი ბერკეტი აქვს, რომლის დახმარებითაც მათი დაზღვეულების დანახარჯეიბ მედიკამენტებზე ...

Read More »

თიბისის გუნდის საახალწლო ქველმოქმედება #სულშენთანაა

 2022 წლის დადგომა თიბისელებმა სხვებზე ზრუნვით აღნიშნეს. მთელი საქართველოს მასშტაბით თიბისის გუნდის წევრები გაერთიანდნენ ადამიანებისთვის ცხოვრების გასამარტივებლად და მოიძიეს სხვადასხვა ადამიანების თუ საქველმოქმედო ორგანიზაციების საჭიროებები. რეგიონულ გუნდებს ჰქონდათ თავისუფლება, თავად წარედგინათ იდეები, თუ ვის დახმარებოდნენ საახალწლოდ. მათგან ქველმოქმედების საუკეთესო იდეები შეირჩა. „სიკეთის საკეთებლად ყოველთვის კარგი დროა. თუმცა ვფიქრობ, რომ შობა და ახალი წელი საუკეთესო პერიოდია ქველმოქმედებისთვის. ჩვენი ეს გადაწყვეტილება – ...

Read More »

პროკურატურა ყოფილი “კაპიტალ ბანკის” მენეჯმენტს ფულის გათეთრებაში ადანაშაულებს – დაყადაღებულია $6 მილიონი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების ლეგალიზაციის ფაქტი გამოავლინა. ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ სს „კაპიტალ ბანკის“ აქციათა 100% წილის მფლობელი ეტაპობრივად გახდა უცხოური კომპანია „ESOL B.V“, რომლის ბენეფიციარ მესაკუთრეს უცხო ქვეყნის მოქალაქე  – რ.ა. წარმოადგენდა. სს ,,კაპიტალ ბანკის“ აქციათა მესაკუთრედ გახდომის და ბანკის მართვაში უშუალოდ ჩართვის შემდეგ, რ.ა.-მ, ბანკის მენეჯერულ თანამდებობაზე მყოფ პირებს მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი საქართველოს მოქალაქე ...

Read More »

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია

ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის გამარჯვებულები ცნობილია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს. „საბუნებისმეტყველო, საინჟინრო და ტექნოლოგიურ სფეროებს ხშირად მომავლის დარგებად მოიხსენიებენ, თუმცა თუ გადავხედავთ კაცობრიობის განვითარების ბოლოდროინდელ ტემპებს, თამამად შეიძლება ითქვას, რომ STEM უკვე დღევანდელობაა, ხოლო მისი პოპულარიზაცია — აუცილებელი. სწორედ ამ მიმართულებების გაძლიერებას ემსახურება ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი, რომელსაც ათასწლეულის ფონდი აშშ-ის საელჩოს მხარდაჭერით ახორციელებს. 2014 წლიდან დღემდე კონკურსმა 2000-მდე ახალგაზრდას მისცა ...

Read More »

ირაკლი ლექვინაძე – ექიმების მიერ დანიშნულების გამოწერისას მითითება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხდება

საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ირაკლი ლექვინაძის განცხადებით, მისი უწყების მიერ განხორციელებული მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქართველოში ერთ სულ მოსახლეზე მედიკამენტის მოხმარება საკმაოდ მაღალია და ამას თავისი მიზეზები აქვს. როგორც ლექვინაძემ მედიაჰოლდინგ „კვირის“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, პირველი მიზეზია ის, რომ ექიმების მიერ დანიშნულების გამოწერისას მითითება ძვირადღირებულ მედიკამენტებზე ხდება, ხოლო მეორე მიზეზი მედიკამენტების ჭარბი მოხმარებაა. ამასთან, ლექვინაძის განმარტებით, არის შემთხვევები, როდესაც ერთი დანიშნულების ...

Read More »

თურქეთი და აზერბაიჯანი ისტორიულ პროექტს იწყებენ

თურქეთი და აზერბაიჯანი წელს დაიწყებენ ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისთვის ბუნებრივი აირის მიწოდებას. მემორანდუმს ამის შესახებ ხელი 2020 წელს მოაწერეს ორი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა. ამის შესახებ გაზეთი Sabah წერს. ამ პროექტის ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს BOTAŞ და SOCAR, ბუნებრივი აირი ნახჩევანს თურქეთის პროვინციიდან იგდირიდან მიეწოდება. თურქული მხარის ჯამური ინვესტიცია 185 მილიონი ლირა იქნება. წელს თურქეთი პროექტში 100 მილიონი ლირის ინვესტიციას აპირებს. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, ...

Read More »