Home » 2022 » January » 17

Daily Archives: January 17, 2022

„სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება“

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას ინფორმაციით, სოციალური მომსახურების სააგენტოს 730 თანამშრომელს ხელფასი 1-ელი თებერვლიდან 60%-ით გაეზრდება. როგორც ბარკალაიამ სამინისტროში შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, თანამშრომლებთან კომუნიკაცია კონსენსუსის მიღწევის მიზნით გაგრძელდება. „სოციალური მომსახურების სააგენტოს თანამშრომლების გარკვეული ნაწილი გაფიცულია და ხელფასების მატებას ითხოვენ. ჩვენი მთავარი ამოცანა და მიზანია, რომ მოქალაქეებს ის სერვისები არ შეუწყდეთ, რომელიც მათთვის მნიშვნელოვანია. ამის გარანტია ჩვენ დღეს გვაქვს. მოკლევადიანი ...

Read More »

დავითაშვილი – ვფიქრობ, რომ მიმდინარე წელს ახალ ბაზრებზე კიდევ უფრო მეტად წარმატებულები იქნებიან ქართული ღვინის კომპანიები

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ღვინის ბაზრების დივერსიფიკაციასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა და აღნიშნა, რომ 2021 წლის მონაცემებით, რუსეთის ბაზარზე ექსპორტის წილმა 57% შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია როგორც ემბარგომდე (როცა 87% რუსეთის ბაზარს ეკავა), ისე ემბარგოს გაუქმების შემდეგი წლების გათვალისწინებით, რაც სამინისტროს თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ლევან დავითაშვილის თქმით, დივერისიფიცირების გაძლიერების და ...

Read More »

გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 3 ახალი აპარტ ოტელი გაიხსნა

გუდაურში დეველოპერული კომპანია „რედკოს“ 3 ახალი აპარტ ოტელი – Neo, Alpic და 4 Seasons Gudauri გაიხსნა. ახალი აპარტ ოტელები პროექტის – „ახალი გუდაურის“ ნაწილია და პრემიუმ კლასის 852 აპარტამენტს აერთიანებს. კომპლექსის ჯამური ინვესტიცია 85 მილიონ ლარს შეადგენს. პროქეტი თიბისის მხარდაჭერით განხორციელდა. პროექტის არქიტექტურულ ნაწილზე  უცხოელმა არქიტექტორებმა იმუშავეს. კომპლექსის ინფრასტრუქტურა ღია და დახურულ საცურაო აუზებს, სპა და ფიტნეს ცენტრს, ღია და ...

Read More »

ინდონეზია ახალი დედაქალაქის ასაშენებლად 32 მილიარდ დოლარს დახარჯავს

ინდონეზია ახალ დედაქალაქს აშენებს. ქალაქი განთავსდება კუნძულ კალიმანტანის სამხრეთ-აღმოსავლეთით, მას დაერქმევა ნუსანტარა, რაც თარგმანში „არქიპელაგს“ ნიშნავს. ამის შესახებ ეროვნული განვითარების დაგეგმვის მინისტრმა სუჰარსო მონოარფამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, იტყობინება TASS. აღნიშნული ცვლილება დაამტკიცა პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ. ახლა ინდონეზიის დედაქალაქი მდებარეობს ჯაკარტაში, ქვეყნის უდიდეს ქალაქში. ინდონეზიის დედაქალაქის ჯაკარტადან გადატანის გეგმები 2019 წელს გახდა ცნობილი. ამისთვის 32 მილიარდი დოლარი გამოიყო, თუმცა პროექტი პანდემიის ...

Read More »

2021 წელს აზერბაიჯანში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 6,7% შეადგინა

2021 წლის დეკემბრის ბოლოს აზერბაიჯანში საშუალო წლიურმა ინფლაციამ 6,7% შეადგინა, – ნათქვამია სტატისტიკის სახელმწიფო კომიტეტის ანგარიშში. ოფიციალური შეფასებით, დეკემბერში აზერბაიჯანში ინფლაციამ 1,6% შეადგინა. ამავდროულად, კვების პროდუქტებზე, სასმელებსა და თამბაქოზე ფასები გაიზარდა 2,6%-ით, არასასურსათო პროდუქტებზე – 0,7%-ით, მომსახურებაზე 0,9%-ით. ამასთან, 2021 წლის ნოემბრის ინფლაციის მაჩვენებელი 1,5%-ს შეადგენდა. საკვები პროდუქტების საშუალო წლიურმა ინფლაციამ დეკემბრის ბოლოს 8.1% შეადგინა, არასასურსათო პროდუქტებზე – 5.1%, მომსახურებაზე ...

Read More »

სომხეთი მზადაა თურქეთთან საზღვრი წინაპირობების გარეშე გახსნას

სომხეთი თურქეთთან ურთიერთობის ნორმალიზებისთვის მზადაა წინაპირობების გარეშე დაიწყოს საზღვრის გახსნა. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა აკოპ არშაკიანმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა, იუწყება TASS. “ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა. სომხეთი მზადაა გააღოს საზღვრები და დაიწყოს ურთიერთობების ნორმალიზაცია თურქეთთან წინაპირობების გარეშე. ეს გამომდინარეობს სომხეთისა და სომეხი ხალხის ინტერესებიდან”, – განაცხადა არშაკიანმა. სომხეთისა და თურქეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა ურთიერთობების ნორმალიზაციის შესახებ 14 იანვარს მოსკოვში გაიმართა. თურქეთისა ...

Read More »

Brexit-ი 1 წლის შემდეგ – ევროკავშირის დატოვებით ბრიტანეთმა მოიგო თუ წააგო?

ზუსტად ერთი წლის წინ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირიდან გასვლის შემდეგ დამოუკიდებელი ცხოვრება დაიწყო. Brexit-ის იდეოლოგები ერს თავისუფლებასა და კეთილდღეობას ჰპირდებოდნენ, ოპონენტები კი მოქალაქეებს ეკონომიკური კრიზისითა და საერთაშორისო ავტორიტეტის დაცემით აშინებდნენ. ვინ აღმოჩნდა მართალი? ამ კითხვაზე პასუხები BBC-მ მოიძია. დიდ ბრიტანეთში სურსათის დეფიციტია? Brexit-ის შემდეგ, ბრიტანეთს ყველაზე მოულოდნელი პროდუქციის დეფიციტი შეექმნა. სუპერმარკეტებიდან პერიოდულად ქრება ხან მინერალური წყალი,  ხან ყველი, ხან რა და ხან ...

Read More »

წამლის იმპორტიორებს და რეცეპტის გამომწერებს შორის არსებობს არაკეთილსინდისიერი მარკეტინგის ფაქტები – ირაკლი ლექვინაძე

კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარე იმ მიზეზებზე საუბრობს, რის გამოც საქართველოში მედიკამენტების ფასები მაღალია. ირაკლი ლექვინაძის თქმით, უწყებამ მოამზადა რეკომენდაციები და მიაჩნია, რომ ამ რეკომენდაციების განხორციელება მნიშვნელოვნად შეცვლის წამლის ბაზარზე არსებულ სიტუაციას. “ჩვენ წარმოვადგინეთ 13 რეკომენდაცია და მიგვაჩნია, რომ აღნიშნული რეკომენდაციების განხორციელება და დანერგვა საკანონმდებლო დონეზე მნიშვნელოვნად შეცვლის იმ დანახარჯებს, რომლებიც მოქალაქეებს მედიკამენტების შეძენაზე გააჩნიათ. დღეს ეს დანახარჯი საკმაოდ მაღალია, რასაც განაპირობებს ჭარბი მოხმარება ...

Read More »

ნარმანია – მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება

მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ელექტროენერგიის ტარიფის ნაზარდის -3,5 თეთრი დაუფინანსდებათ იმ აბონენტებს, რომლებიც სოციალურად დაუცველთა ბაზაში არიან რეგისტრირებული და 15 0000 ქულაზე ნაკლები სარეიტინგო მაჩვენებელი გააჩნიათ, – ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ განაცხადა. მისი თქმით, მთელი წლის განმავლობაში მოხდება ტარიფის ნაზარდის დაფინანსება, რისთვისაც ბიუჯეტიდან რამდენიმე ათეული მილიონი ლარი დაიხარჯება. „ბაზაში რეგისტრირებულ ასეთ აბონენტთა რაოდენობა 310 000-ზე მეტია. თუმცა, ...

Read More »

2021 წლის დეკემბერში საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა 14.9%-ით გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის დეკემბერში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 229.5 მლნ აშშ დოლარი, ანუ 711.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 14.9%-ით, ანუ 29.8 მლნ აშშ დოლარით მეტია 2020 წლის დეკემბერის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ცენტრალური ბანკის ცნობით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.2% იმ 21 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც გზავნილების მოცულობა დეკემბერში თითოეულზე 1 მლნ აშშ დოლარს აღემატებოდა. იმავე 21 ...

Read More »