Home » 2022 » January » 14

Daily Archives: January 14, 2022

ლავროვი: „3+3“ ფორმატში ჩართვა საქართველოს არ ავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას

„სამხრეთ კავკასიაში „3+3“ ფორმატში საქართველოს ჩართვა საქართველოს არ ავალდებულებს პოლიტიკური პოზიციების შეცვლას”, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა 2021 წლის რუსული დიპლომატიის საქმიანობის შედეგებზე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, იუწყება TASS. „შეიძლება შევთანხმდეთ, რომ ამ ფორმატში განვიხილავთ მხოლოდ ისეთ თემებს, რომლებიც ყველა მონაწილეს აინტერესებს. მოსკოვს არ აქვს დიპლომატიური ურთიერთობა თბილისთან, ამიტომ ნაკლებია შესაძლებლობა ავხსნათ ამ ფორმის უპირატესობები. ჩვენ მივმართეთ ...

Read More »

ცუცქირიძე: ადგილობრივი ექსპორტის ზრდის შთამბეჭდავი დინამიკა, იმითაც არის აღსანიშნავი, რომ ეკონომიკის ზრდის და დასაქმების კონტრიბუციასთან ერთად, ლარის გამყარების მნიშვნელოვან ფუნდამენტურ ფაქტორსაც წარმოადგენს

“საქართველოს ეკონომიკის კოვიდ რეცესიული შოკიდან სწრაფი გამოსვლის ფონზე, რაც წლის ბოლოს ორნიშნა ზრდაში აისახა, საგარეო ვაჭრობის გაუმჯობესება და ექსპორტის სარეკორდო ზრდაც ადასტურებს. წინასწარი პროგნოზით, 2021 წლის ბოლოს ეკონომიკა 10.7 პროცენტით გაიზრდება, რაც რეგიონში და ევროპაში ირლანდიის შემდეგ მეორე მაჩვენებელია! ეკონომიკის სწრაფი აღდგენის ფონზე, 2021 წელს საგარეო ვაჭრობის არა მხოლოდ სრულ გაჯანსაღებას ჰქონდა ადგილი, არამედ ექსპორტის, იმპორტის და სავაჭრო ბრუნვის რეკორდული ...

Read More »

აზერბაიჯანის სატარიფო საბჭომ მედიკამენტებზე ფასები დაამტკიცა

აზერბაიჯანის სატარიფო საბჭომ მედიკამენტებზე ფასები დაამტკიცა. ამის შესახებ გამოცემა Haqqin.az წერს. “აზერბაიჯანმა დაამტკიცა ფასები 168 მედიკამენტზე, რომლებმაც კვლავ გაიარეს სახელმწიფო რეგისტრაცია”, –  ნათქვამია სატარიფო საბჭოს განცხადებაში. შესაბამისი გადაწყვეტილება სხდომაზე მიიღეს. აზერბაიჯანში დღემდე დამტკიცებული 13,032 მედიკამენტის სრული სია, საბითუმო და საცალო ფასებით, მოქმედების თარიღით, სავაჭრო დასახელებით, დოზირების ფორმით, აქტიური ინგრედიენტით, დოზებით და წარმოშობის ქვეყნით, ხელმისაწვდომია სატარიფო საბჭოს ვებსაიტზე (www.tariff.gov). .az) მედიკამენტების ...

Read More »

„ცესკოს თავმჯდომარის და წევრების შერჩევის პროცესი 19 აპრილის შეთანხმების იგნორირებით მიმდინარეობს და უკან გადადგმული ნაბიჯია“

„ქართული ოცნების“ მიერ გადადგმული ნაბიჯების შედეგად, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი სრულად დისკრედიტირებულია, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარის მოადგილემ, „ლელოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა. მისივე შეფასებით, პროცესი, რომელიც ახლა მიმდინარეობს უკან გადადგმული ნაბიჯია. „სამწუხაროდ, ჩვენ ვნახეთ, რომ 2021 წლის საარჩევნო რეფორმის საფუძველზე, ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის პროცესი შარშან ყველაზე უარესი სცენარით წარიმართა: არანაირი მცდელობა „ქართული ოცნების“ მხრიდან მიღწეულიყო კონსენსუსი ...

Read More »

ალიევი აზერბაიჯანისთვის უკრაინულ მიწებს არენდით იღებს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სამუშაო ვიზიტით კიევში გაემგზავრა, სადაც დაგეგმილია შეხვედრა უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკისთან. უკრაინის ხელმძღვანელის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრა უკრაინის დედაქალაქში, მარიინსკის სასახლეში გაიმართება. შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები მედიისთვის განცხადებებით გამოვლენ. რამ უბიძგა ორი სახელმწიფოს მეთაურებს მთელი პოსტსაბჭოთა სივრცისთვის ასეთ რთულ პერიოდში გამართულიყო შეხვედრა, რომელსაც პროტოკოლებში თავშეკავებულად ეწოდა სამუშაო ვიზიტი? აღსანიშნავია, რომ გასული თვის შუა რიცხვებში ბრიუსელში ვიზიტის დროს, სადაც ...

Read More »

სერგეი ლავროვი – დასავლეთისგან ცვლილებებსა და დაპირებებს უსასრულოდ არ დაველოდებით

რუსეთის ფედერაცია დასავლეთისგან ცვლილებებსა და დაპირებებს უსასრულოდ არ დაელოდება, – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა. მისი თქმით, მოსკოვს შეუძლია უზრუნველყოს საკუთარი უსაფრთხოება. “ჩვენ შეგვიძლია ნებისმიერ შემთხვევაში უზრუნველვყოთ ჩვენი უსაფრთხოება. გარწმუნებთ, რომ გარკვეულ ცვლილებებს და დაპირებებს უსასრულოდ არ დაველოდებით “, – განაცხადა ლავროვმა.

Read More »

დეკემბერში საქართველოში საარსებო მინიმუმი შემცირდა და შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცისთვის 223.5 ლარი შეადგინა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2021 წლის დეკემბერში, ნოემბერთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა შემცირდა. 2021 წლის ნოემბერში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 223.7 ლარი იყო, დეკემბერში ეს მაჩვენებელი 0.2 თეთრით შემცირდა, ჯამში კი 223.5 ლარი შეადგინა. ამასთან, საქსტატის ინფორმაციით, ნოემბერთან შედარებით, დეკემბერში 0.1 თეთრით არის შემცირებილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 198.0 ლარს შეადგენს. როგორც უწყებაში განმარტავენ, 2021 წლიდან, ახალ ...

Read More »

თურნავა – ქართული პროდუქციის ექსპორტი რჩება ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის და ეკონომიკის გაჯანსაღების მთავარ მამოძრავებელ ძალად

როგორც ვვარაუდობდით, გაჯანსაღების ძალიან კარგი ტენდენცია გამოიკვეთა 2021 წელს – გაზრდილია როგორც მთლიანობაში საგარეო სავაჭრო ბრუნვა, ასევე განსაკუთრებით პროდუქციის ექსპორტი. ექსპორტის მოცულობამ გადააჭარბა 4,2 მლრდ დოლარს, რაც ყველაზე დიდი მაჩვენებელია ბოლო ათწლეულში, ზრდამ კი დაახლოებით 27 პროცენტი შეადგინა 2020 წელთან შედარებით, – ასე შეაფასა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ 2021 წლის საგარეო ვაჭრობის ექსპრესმონაცემი, რომელიც დღეს საქართველოს სტატისტიკის ...

Read More »

ქვრივიშვილი: 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, 2019 წელთან შედარებით, ფაქტობრივად 40%-მდე აღდგა

ყველა ქვეყნისთვის, რომელიც ტურისტულად აქტიურია, შეფასების მთავარი ამოსავალი არის შემოსავლები. თუკი ქვეყანა ეკონომიკურ სარგებელს ვერ ჰპოვებს ამ ინდუსტრიიდან, მაშინ მას ისეთი პოზიტიური ეფექტი ვერ ექნება ქვეყანაზე, მის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, დასაქმებაზე. სწორედ ამიტომაც განსაკუთრებით სასიხარულოა, რომ 2021 წელს ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები, ფაქტობრივად, 40 პროცენტამდე აღდგა 2019 წელთან შედარებით. ალბათ, ეს არის პირველი ინდიკატორი, რითიც ჩვენ შევაფასებთ გასულ 2021 წელს როგორც საკმაოდ ...

Read More »

2021 წლის დეკემბერში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადი 51%-ით, რეისების რაოდენობა კი 63%-ით აღდგა

პანდემიის პირობებში, ქუთაისის განახლებულ საერთაშორისო აეროპორტში, საჰაერო მიმოსვლის დადებითი დინამიკა შეიმჩნევა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, დეკემბრის თვეში, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში მგზავრთნაკადის 51% აღდგა. 2021 წლის დეკემბერში, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 42,077 მგზავრს მოემსახურა. (2019 წლის დეკემბერი 82,551 მგზავრი). მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. დეკემბრის თვეში, აეროპორტში რეისების 63% აღდგა ...

Read More »