Home » 2022 » January » 13

Daily Archives: January 13, 2022

თურნავა: ჩვენი მიზანია რეგიონებში მცხოვრებ ნიჭიერ ახალგაზრდებს, რაიონიდან გაუსვლელად, ჰქონდეთ შესაძლებლობა ინოვაციური იდეები სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად აქციონ

ჩვენი ინოვაციური პოლიტიკის ფარგლებში, რომელსაც ვავითარებთ და ადგილობრივ მოსახლეობას ვთავაზობთ, ოზურგეთში საქართველოს მასშტაბით მეცხრე ტექნოლოგიური პარკი გაიხსნა – ეს არის საერთო სივრცე, სადაც ახალგაზრდა, ნიჭიერ, კრეატიულ ადამიანებს შეუძლიათ წარადგინონ ინოვაციური ბიზნეს-იდეები და ჩვენ დავეხმარებით, მათ შორის, ფინანსურად, ტექნოლოგიურად, ახალი მოწყობილობებისა და დანადგარების მეშვეობით, რომ ეს იდეები სტარტაპებად და რეალურ ბიზნესებად აქციონ, – ამის შესახებ ნათია თურნავამ ოზურგეთში, ტექნოპარკის გახსნის შემდეგ განაცხადა. მინისტრის შეფასებით, ამ სფეროში მთავრობის პოლიტიკამ გამოიღო ძალიან ...

Read More »

„ინფლაცია საგარეო და სხვა ფაქტორებით არის განპირობებული, მოსალოდნელია ფასების შემცირება და ინფლაციის კლება“

თსუ-ის ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე, ექსპერტი, ოთარ ანგურიძე საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ეკონომიკური სექტორის მინისტრებისა და მთავრობის მეთაურის მიერ გაკეთებულ განცხადებებს აფასებს. ექსპერტმა მთავრობის მეთაურის განცხადებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ახლაც ყველანაირი წინაპირობაა იმისთვის, რომ ეკონომიკური ზრდა კვლავ ორნიშნა მაჩვენებელზე ავიდეს. ოთარ ანგურიძის შეფასებით, გასულ წელს ორნიშნა მაჩვენებლის დაფიქსირებაზე ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა. „რაც შეეხება პრემიერმინისტრის განცხადებას ...

Read More »

„ახალი პოლიტიკის დამსახურებით, რომელიც ირაკლი ღარიბაშვილის მოსვლის შემდეგ დაიწყო, დაფიქსირდა ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი ჩვენს რეგიონში“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ანდრია გვიდიანი საინფორმაციო სააგენტო PIA.GE-სთან მთავრობის მეთაურის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაჟღერებულ გასული წლის ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას აფასებს და აღნიშნავს, რომ პრემიერის ახალმა პოლიტიკამ ქვეყანას დადებითი შედეგები მოუტანა. მისი თქმით, საქართველომ რეგიონში ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა. გარდა ამისა, ის ნაბიჯები, რომლებიც ხელისუფლებისა და ეროვნული ბანკისგან გადაიდგა, ორიენტირებული იყო ინფლაციის დონის შემცირებაზე, თუმცა, ინფლაციის გაზრდა საგარეო ფაქტორებმა ...

Read More »

ნონა გაფრინდაშვილს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, სახსოვრად თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადაეცა

კობა გვენეტაძემ ლეგენდარულ ქართველ მოჭადრაკეს, ნონა გაფრინდაშვილს, ეროვნული ბანკის თანამშრომლების სახელით, სახსოვრად თამარ მეფის საკოლექციო მონეტა გადასცა. აღსანიშნავია, რომ ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოში პირველი ქალი დიდოსტატი მოჭადრაკეა. თამარის ოქროს მონეტა კი, სიმბოლურად გამოხატავს მისი გამორჩეული მიღწევების მნიშვნელობას. “მადლობას ვუხდით ქალბატონ ნონას ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული ღვაწლისა და მსოფლიო ასპარეზზე საქართველოს წარმოჩენისათვის!”, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Read More »

2021 წლის დეკემბერში საქართველოში უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა 226.4 პროცენტით გაიზარდა

2021 წლის დეკემბერში საქართველოში 160 763 საერთაშორისო ვიზიტი განხორციელდა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 226.4 პროცენტით მეტია, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ანგარიშშია ნათქვამი. ანგარიშის მიხედვით, სახმელეთო გზით საერთაშორისო ვიზიტორების მიერ საქართველოში 82 850 ვიზიტი განხორციელდა, საჰაერო გზით – 76 818, საზღვაო გზით – 526 და სარკინიგზო გზით – 574. კონკრეტული ქვეყნების მონაცემები კი ასეთია: თურქეთი – 32 ...

Read More »

თიბისი სტარტაპებს მათზე მორგებულ, ახალ ნაკრებს სთავაზობს

თიბისიმ სტარტაპერებისთვის ახალი ნაკრები შექმნა, რომლის ფარგლებშიც მათ შეუძლიათ სხვადასხვა საბანკო მომსახურება მხოლოდ ერთი საკომისიოს ნაცვლად მიიღონ. სტარტაპ ნაკრების ღირებულება თვეში 5 ლარია და მასში შედის: • მიმდინარე ანგარიში • VISA ბარათი (რომელიც მიბმულია ლარის მიმდინარე ანგარიშზე) • ამ ბარათის ბანკომატიდან დღიური გატანის ლიმიტი შეადგენს 20,000 ლარს • უფასო ინტერნეტბანკი და მობაილბანკი • დიჯიპას აპლიკაცია უფასოდ • უფასო SMS სერვისი ...

Read More »

ქსელური მარკეტების ნაწილმა საახალწლოდ საკვებად უვარგისი პროდუქტები გაყიდა

ქსელურ მარკეტებში სურსათის ხარისხი მომხმარებლისთვის სერიოზულ პრობლემად იქცა. საახალწლოდ დარღვევების დიდი ნაწილი ტკბილეულს, რძის ნაწარმს  და ხორცპროდუეტქებს ეხებოდა, რაზეც მომხმარებლები სოციალურ ქსელში წერენ. დარღვევები ეხება ისეთ მარკეტებს, როგორიცაა ,,ლიბრე“, ,,მაგნიტი“, ფრესკო  და სხვა განსაკუთრებით ისეთ ობიექტებში, რომლებიც ფასდაკლების აქციებით გამოირჩევიან, თუმცა ამის საზღაური მომხმარებლისთვის, როგორც ჩანს, საკმაოდ მძიმეა. ჭიანი შოკოლადები და სოსისები, დაობებული არაჟანი, გაფუჭებული მაწონი, ასევე საკვებად უვარგისი თევზი და სხვა, ...

Read More »

მაგთიკომის თანამშრომლები გაიფიცნენ

კომპანია “მაგთის” ინჟინერ-ტექნიკოსები გაიფიცნენ. გაფიცული თანამშრომლები ხელფასის ზრდას ითხოვენ და მუშაობაზე უარს აცხადებენ. კომპანიაში „კომერსანტს“ უთრხეს, რომ სიტუაციის განმუხტვას ცდილობენ და გაფიცულების მიმართ სამართლებრივ ნაბიჯებს გადადგამენ. „მაგთიკომის თანამშრომლების გარკვეული ჯგუფი ითხოვს სამუშაო პირობების გადახედვას. მაქსიმალურად ვცდილობთ სიტუაციის განმუხტვას გონივრულობის ფარგლებში. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც კოვიდპანდემია დაიწყო, მაგთიკომში ხელფასები მინიმუმ 10%-ით გაიზარდა და ეს შეეხო უკლებლივ ყველათანამშრომელს. რეგიონის ინჟინერ-ტექნიკოსებს კი, ხელფასები გაეზარდათ ...

Read More »

Flyone Armenia-მ თურქეთის საავიაციო ხელისუფლების ნებართვა მიიღო სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე

 სომხური გამოცემა news.am-ის ინფორმაციით, თურქეთის ხელისუფლებამ სომხურ ავიაკომპანია Flyone Armenia-ს სტამბოლის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა. „ავიაკომპანია Flyone Armenia-მ თურქეთის საავიაციო ხელისუფლების ნებართვა მიიღო სტამბოლის მიმართულებით ფრენების განხორციელებაზე. პირველი ფრენა 2 თებერვლისთვისაა დაგეგმილი“, – განაცხადა ავიაკომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ, არამ ანანიანმა.

Read More »

,,ხშირად ინიშნება არა მხოლოდ უფრო ძვირი მედიკამენტი, არამედ წამალი, რომელიც საერთოდ არ სჭირდება ადამიანს“

„კონკურენციის სააგენტოს დასკვნა დაფუძნებულია პრინციპზე, შეისწავლოს ურთიერთჩანაცვლებადი მედიკამენტების კონკურენტული წნეხის არსებობა“, – ამის შესახებ ,,რადიოპალიტრასა“ და ,,პალიტრანიუსის“ გადაცემაში ,,საქმე“ ფარმაცევტული კომპანიების ასოციაციაციის თავმჯდომარემ განაცხადა. ირაკლი მარგველაშვილი ამბობს, რომ კონკურენციის სააგენტომ, დასკვნა ასოციაციასთან მჭიდრო კოორდინაციით მოამზადა და მიზნად ისახავს, ბაზარზე არსებული რისკების შემცირებას. „საქართველოს ჯანდაცვის სექტორი არის უნიკალური, რასაც უდიდესი ნაწილი კერძო სექტორის მფლობელობაშია და ძალიან მცირე ნაწილი სახელმწიფოსი, ვგულისხმობ, ჰოსპიტალურ ...

Read More »