Home » 2022 » January » 12

Daily Archives: January 12, 2022

კობა გვენეტაძე Euromoney-ის კონფერენციაზე – ველოდებით, რომ ინფლაციის მიმდინარე დონე საქართველოში დროებითი აღმოჩნდება

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა “ევრომანის“ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ლიდერთა საზოგადოების პირველ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართული დისკუსიის მთავარი თემა ცენტრალური ბანკების მანდატის განსაზღვრა და სისტემური რისკების მონიტორინგი იყო. კობა გვენეტაძის განცხადებით, ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის მქონე სხვა ბანკების მსგავსად, ეროვნული ბანკის ძირითადი მანდატი საშუალოვადიან პერიოდში ფასების სტაბილურობის უზრუნველყოფაა. “ამავე დროს, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ფინანსური სისტემის სტაბილურობა და ...

Read More »

საქართველოში 1,8 მლნ მსესხებელს ₾31 მილიარდზე მეტი ვალი აქვს

საქართველოში 1 884 295 ადამიანს საფინანსო სექტორის 32 მილიარდამდე ლარი მართებს. აქედან 228 515 მსესხებელს, ანუ 12%-ს 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება (თითქმის 1,6 მილიარდი ლარი) უფიქსირდება. „კრედიტინფოს“ ინფორმაციით, გასული წლის დეკემბრის მდგომარეობით, კომერციული ბანკებიდან 29 მილიარდ ლარზე მეტის კრედიტია გაცემული 1,6 მილიონ მსესხებელზე. სხვა საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო და ა.შ.) კრედიტორი 621 672 ადამიანია, ხოლო მათზე გაცემული სესხების მოცულობა 2 მილიარდ ლარს ...

Read More »

ვაქცინაციის​​​​​​​ წახალისების 200-ლარიანი პროგრამა იანვარშიც გრძელდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის წახალისების 200-ლარიანი პროგრამა 2022 წლის იანვარში გრძელდება. ვაქცინის პირველი დოზის მიღების შემდეგ, 200-ლარიანი ერთჯერადი დანამატი ვაქცინირებულ პირს ავტომატურად ჩაერიცხება. წახალისების პროგრამით სარგებლობა ახლა უკვე 50 წლის და უფროსი ასაკის საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 10 881-მა ადამიანმა გაიკეთა. სულ ქვეყანაში 2 577 637 აცრა გაკეთდა. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 973 909 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა ...

Read More »

2021 წელს დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, 303,500,000 მლნ ლარის ღირებულების 1000-ზე მეტი სახელმწიფო ქონების გაყიდვა და გაიჯარება განხორციელდა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2021 წელს დაჩქარებული პრივატიზაციის ფარგლებში, 303,500,000 მლნ ლარის ღირებულების 1000-ზე მეტი სახელმწიფო ქონების გაყიდვა და გაიჯარება განახორციელა, რაც წინა წლებთან შედარებით რეკორდულია. ასევე პრივატიზებულია სახელმწიფოს კუთვნილი აქციები და წილები 6 საწარმოში. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსის“ მიერ ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან გამოთხოვნილ ინფორმაციაშია აღნიშნული. მათივე ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ ეს მონაცემი ნაკლებია ...

Read More »

„აიფონების“ ფასი იზრდება

კომპანია Apple-მა შესაძლოა გაზარდოს ფასები ყველა ან ზოგიერთ iPhone-ზე. მიზეზი სმარტფონების წარმოების ხარჯების ზრდიაა. ახალი iPhone 14-ის ფასი საშუალოდ 100 დოლარით გაიზრდება. Apple ტრადიციულად ახალ iPhone მოდელებს 2022 წლის შემოდგომაზე წარადგენს. ამჯერად წარმოდგენილი იქნება მხოლოდ ოთხი სმარტფონი: “iPhone 14”, “iPhone 14 Max”, “iPhone 14 Pro” და “iPhone 14 Pro Max”. ვარაუდობენ, რომ სმარტფონი iPhone 14 იქნება iPhone 13-ის ფასში – ...

Read More »

Tesla-ს ქარხანამ ჩინეთში გაყიდვების რეკორდი მოხსნა

ელექტრომობილების ამერიკულმა მწარმოებელმა Tesla-მ რეკორდული გაყიდვების შესახებ განაცხადა. კერძოდ, აღნიშნული რეკორდული გაყიდვები ჩინეთში წარმოებას ეხება. მაგალითად, დეკემბერში კომპანიამ მიაღწია გაყიდვების ყველაზე მაღალ თვიურ მაჩვენებელს 2019 წლის შემდეგ, როდესაც წარმოება დაიწყო შანხაიში. “ტესლამ” დეკემბერში 70 846 ელექტრო მანქანა გაყიდა. ამრიგად, Tesla-ს დეკემბრის გაყიდვები, გასული წლის იმავე თვესთან შედარებით, თითქმის სამჯერ გაიზარდა, ხოლო ნოემბერთან შედარებით 34%-ით გაიზარდა. გიორგი არაბული

Read More »

მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022-2023 წლებში საქართველოს ეკონომიკა 5-5,5 პროცენტით გაიზრდება

მსოფლიო ბანკის „გლობალური ეკონომიკის პერსპექტივების შესახებ“ უახლესი ანგარიშის თანახმად, საქართველო 2021 წელს, 10.5-პროცენტიანი სავარაუდო ზრდით, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში მეორე ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნად ითვლებოდა, რაც ასახავს ადგილობრივი მოთხოვნის ძლიერ მატებას, ფისკალური პოლიტიკის ზემოქმედებას და საგარეო სიტუაციის გაუმჯობესების დადებით გავლენას. ანგარიშის მიხედვით, 2022 და 2023 წლებში, საქართველოს ეკონომიკური ზრდა სავარაუდოდ შენელდება პოტენციური ზრდის 5-5.5-პროცენტიან მაჩვენებლამდე, შედარებით უფრო მკაცრი ფისკალური ...

Read More »

ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2022 წელს ნავთობის კიდევ უფრო გაძვირებას არ გამორიცხავს

ნავთობიმპორტიორთა კავშირი 2022 წელს ნავთობზე ფასების კიდევ უფრო ზრდას არ გამორიცხავს. ამის მიზეზად ეკონომიკის გახსნასა და საჰარო მიმოსვლის გააქტიურებას ასახელებენ. როგორც „ბიზნესპარტნიორთან“ გაერთიანების ხელმძღვანელმა, ვანო მთვრალაშვილმა განაცხადა, ფასებთან ერთად მზარდია ნედლეულზე მოთხოვნაც. „ვითარება საკმაოდ რთულია. 2021 წლის დეკემბერში ნავთობზე ფასების შემცირების მიზეზი კორონა ვირუსის ახალი შტამის, ომიკრონის გამოჩენა იყო. თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ომიკრონი არ არის ისეთი ძლიერ ვირუსი, როგორსაც ...

Read More »

სასამართლომ ხაზარაძე, ჯაფარიძე და წერეთელი დამნაშავედ ცნო, თუმცა საქმის ხანდაზმულობის გამო, საპატიმრო სასჯელი არ შეუფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე დღეს განაჩენი გამოაცხადა. მოსამართლის განცხადებით, სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ისინი ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, გათავისუფლდნენ საპატიმრო სასჯელისგან. „მამუკა ხაზარაძეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა შვიდი წლის ვადით. მამუკა ხაზარაძე სისხლის სამართლის დევნის ხანხაზმულობის გამო გათავისუფლდეს სასჯელისგან. მამუკა ხაზარაძის მიმართ ...

Read More »

გეითსი: „ომიკრონი“ შტამის ფართო გავრცელებამ ინფიცირების შემთხვევების შემცირება და კორონავირუსის სეზონური დაავადების კატეგორიაში გადასვლა შეიძლება გამოიწვიოს

კომპანია Microsoft-ის დამფუძნებელმა, ბილ გეითსმა განაცხადა, რომ კორონავირუსის „ომიკრონი“ შტამის ფართო გავრცელებამ ინფიცირების შემთხვევების შემცირება და კორონავირუსის სეზონური დაავადების კატეგორიაში გადასვლა შეიძლება გამოიწვიოს. ბილ გეითსმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ „ომიკრონი“ შტამის გავრცელება ამა თუ იმ ქვეყანაში სერიოზულ ზეწოლას ახდენს ჯანდაცვის სისტემებზე. „მძიმე შემთხვევების უმეტესობა არავაქცინირებულ პირებში იქნება. „ომიკრონის“ წყალობით უამრავ ადამიანს იმუნიტეტი განუვითარდება, რომელიც, სულ მცირე, ერთი წლის განმავლობაში გაძლებს. როგორც კი ამა ...

Read More »