Home » 2022 » January » 11

Daily Archives: January 11, 2022

“ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, დავასრულოთ ეს ყველაფერიო, ამაზე არ წავედი”

ლელოს ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ქართული ოცნების დამფუძნებელს, ბიძინა ივანიშვილს მასთან ხალხი ჰყავდა გაგზავნილი, რომ ეს ყველაფერი “დაესრულებინათ”, თუმცა ხაზარაძის თქმით, ამაზე არ წავიდა. “ბიძინა ივანიშვილს გამოგზავნილი ჰყავდა ხალხი, რომ დავალაგოთ და დავასრულოთ ეს ყველაფერიო, რომ იცოდეთ მე, ბატონო მოსამართლე. ამაზე არ წავედი, იმიტომ, რომ თუ არ დასრულდა ეს ყველაფერი… ისევე, როგორც არ წავედი წავედი წინა ხელისუფლების დროს”, — განაცხადა ...

Read More »

რატომ გვჯობია სოფლის მეურნეობაში ისრაელი

ისრაელის სოფლის მეურნეობა არახელსაყრელი პირობების წინააღმდეგ ხანგრძლივი და მძიმე ბრძოლის წარმატებული ისტორიაა. არადა, ქვეყნის კლიმატი და წყლის ნაკლებობა ამ მიღწევას შეუძლებლად წარმოაჩენს. როდესაც საქართველოს და ისრაელს ადარებ, მიღწევები უფრო დასაფასებელი ხდება. სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის საქართველოს თითქოს ყველაფერი აქვს, თუმცა, შედეგი განსხვავებულია. ისრაელი VS საქართველო ისრაელი საქართველოზე 3-ჯერ პატარაა და 25-ჯერ დიდი ეკონომიკა აქვს. ქვეყანაში 9.291 მილიონი ადამიანი ცხოვრობს – 2,5-ჯერ მეტი საქართველოს ...

Read More »

თალიბანი TAPI-ის გაზსადენის საშუალებით ფულის გამომუშავებას დაიწყებს

 TAPI-ის გაზსადენის პროექტზე (თურქმენეთი – ავღანეთი – პაკისტანი – ინდოეთი), რომლის განხორციელებაც ავღანეთის ტერიტორიის გავლით იგეგმება, დარჩენილი შვიდი ხელშეკრულება უახლოეს მომავალში გაფორმდება. ამის შესახებ სამშაბათს ავღანურმა ტელეარხმა, Tolo News-მა გაავრცელა ინფორმაცია თალიბანის მოძრაობის მიერ შექმნილი დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობაზე დაყრდნობით. მთლიანობაში, TAPI-ის პროექტის განსახორციელებლად დაიგეგმა 16 ხელშეკრულების გაფორმება, რომელთაგან 9 გაფორმდა ავღანეთის წინა ხელისუფლების პირობებში, მიუთითებს არხი. დარჩენილ ...

Read More »

სოსო არჩვაძე: ქვეყნის ეკონომიკის მოცულობა აბსოლუტურ განზომილებაში საპროგნოზოსთან შედარებით გაიზარდა 6.2 მილიარდი ლარით

მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წელს საჭიროებდა უზარმაზარი მატერიალური და ფინანსური რესურსების მობილიზებას, მართვისა და ორგანიზების ეფექტიანობის მკვეთრი ამაღლების ხარჯზე მოხერხდა ქვეყნის ეკონომიკის სწრაფი ზრდის უზრუნველყოფა და სახელმწიფოს მიერ აღებული უმნიშვნელოვანესი სოციალური ვალდებულებების შესრულება, – ამის შესახებ ეკონომისტი სოსო არჩვაძე “ფეისბუქზე” წერს და ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას დადებითად აფასებს. “მიუხედავად იმისა, რომ კოვიდპანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა 2021 წელს საჭიროებდა უზარმაზარი ...

Read More »

„ხელის გაშვერა და იმის თქმა, რომ მთავრობა არაფერს აკეთებს, არასწორია, ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული“

ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, ვახტანგ ჭარაია საინფორმაციო სააგენტო Pia.ge-სთან ინფლაციის შემცირებასთან დაკავშირებით ეკონომიკის და ფინანსთა მინისტრების განცხადებას აფასებს და აცხადებს, რომ ინფლაცია მსოფლიო ტენდენციებით არის გამოწვეული. ამასთან, ექსპერტმა 2021 წელს ორნიშნა ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით პრემიერმინისტრის განცხადებაზეც ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, „2022 წელს დიდია მოლოდინი, რომ ეკონომიკური ზრდა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“. „მთლიანობაში 2021 წელი მთელი რიგი ეკონომიკური მიღწევებით იყო აღსანიშნავი ...

Read More »

ხაბეიშვილი – მიხეილ სააკაშვილის სახით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჰყავთ დატყვევებული

მიხეილ სააკაშვილის სახით 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია ჰყავთ დატყვევებული, რომელსაც არა საქართველოში, არამედ უკრაინაში იყენებდნენ ამ მიმართულებით, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოსანახულებლად შესვლამდე განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრისას მთავარი სასაუბრო თემა ქვეყანაში სოციალური და ეკონომიკური პრობლემები იქნება. „მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა ნიშნავს, რომ 10 მილიარდი დოლარის ინვესტიცია, რომელსაც შეუძლია 200 000-მდე სამუშაო ადგილი ...

Read More »

სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე, 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების ფასიანი ქაღალდები გაიყიდა

ფინანსთა სამინისტროს სახაზინო ვალდებულებების აუქციონზე დღეს 20 000 000 ლარის ნომინალური ღირებულების 364-დღიანი ვადიანობის ფასიანი ქაღალდები გაიყიდა. როგორც ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციაშია ნათქვამი, აუქციონში მონაწილეობა მიიღო ხუთმა კომერციულმა ბანკმა. მათივე ცნობით, მოთხოვნამ შეადგინა 47 000 000 ლარი. მინიმალური საპროცენტო განაკვეთი 9.990 პროცენტით, მაქსიმალური 10.100 პროცენტით, ხოლო საშუალო შეწონილი 10.007 პროცენტით განისაზღვრა.

Read More »

OPEC+ თებერვალში ნავთობის მოპოვებას დღეში 400 ათასი ბარელით გაზრდის

ოპეკის მინისტერიალმა სამშაბათს გამართულ შეხვედრაზე, რომელიც დაახლოებით ნახევარ საათს გაგრძელდა, თებერვალში ნავთობის მოპოვების დღიური მაჩვენებლის 400 ათასი ბარელით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. გარდა ამისა, კომუნიკეს პროექტში, ასევე ნათქვამია ნავთობის ჭარბი წარმოების გეგმის გაგრძელებაზე 2022 წლის ივნისის ბოლომდე. OPEC+ ქვეყნების შემდეგი შეხვედრა 2 თებერვალს არის დაგეგმილი. შეხვედრაზე მარტის თვეში ნავთობის მოპოვების დონე განიხილება. ცნობისთვის, 2021 წელს ნავთობზე მოთხოვნა გაიზარდა 5,65 მილიონი ბარელით ...

Read More »

ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში სავარაუდოდ მომავალ წელს გადავა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ინფექციური საავადმყოფო ახალ შენობაში სავარაუდოდ მომავალ წელს გადავა. როგორც გაბუნიამ განაცხადა, ჯანდაცვის ახალი მინისტრი უკვე შეხვდა პროცესში მონაწილე მხარეებს და აღნიშნულ საკითხში აქტიურად არის ჩართული. „ეს კლინიკა არის სტრატეგიული მნიშვნელობის.  ბატონი მინისტრი მისი სამინისტროში ყოფნის პირველივე დღეს შეხვდა ამ პროცესში მონაწილე ყველა მხარეს, მათ შორის ესტუმრა შიდსის ცენტრს, ჰქონდა კომუნიკაცია  „ავერსის“ კლინიკის ხელმძღვანელობასთან, რომ შევთანხმდეთ ...

Read More »

თბილისელი პენსიონერები მედიკამენტების 500-ლარიან ვაუჩერებს დღეიდან მიიღებენ

მიმდინარე წლის ერთ-ერთი პირველი პროგრამა, რომელიც დღეიდან ამოქმედდება, მედიკამენტების 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ამ პროგრამის ბენეფიციარები თბილისში რეგისტრირებული საპენსიო ასაკის პირები იქნებიან, რომელთა ოჯახების სოციალური სარეიტინგო ქულა 200 000–ს არ აღემატება. „ეს არის ყოველწლიური და არა ერთჯერადი ვაუჩერი, რომლის გამოყენება ბენეფიციარებს მათი შეხედულებისამებრ, ექიმის დანიშნულებიდან გამომდინარე, მთელი ...

Read More »