Home » 2022 » January » 10

Daily Archives: January 10, 2022

კონკურენციის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე ჰოლდინგებისა და თავისუფალი ფასწარმოქმნის შეზღუდვის ინიციატივით გამოდის

2018 წლის ივლისში მაშინდელმა პარლამენტმა მიიღო დადგენილება, რომლითაც კონკურენციის სააგენტოს ფარმაცევტული ბაზრის შესწავლა დაევალა. მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფმა კონკურენციის სააგენტომ ამ მოკვლევის ფარგლებში შუალედური ანგარიში მხოლოდ გასული წლის ნოემბერში გამოაქვეყნა, სრული დოკუმენტი კი სააგენტოს ვებგვერდზე მხოლოდ დღეს გამოქვეყნდა. ამ ანგარიშის მიხედვით, კონკურენციის სააგენტო სახელმწიფოს 13 რეკომენდაციას აძლევს, მათ შორისაა აუცილებელი წესით გენერიკული მედიკამენტების სამედიცინო რეცეპტში მითითების წესების განსაზღვრა, ასევე GMP სტანდარტების ...

Read More »

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ – თურქეთთან ფარმაცევტული ბაზრის გახსნა გონივრული და დროული ნაბიჯია

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ შეფასებით, საქართველოს მთავრობისა და კერძოდ, პრემიერ-მინისტრის ინიციატივა თურქეთთან ბაზრის გახსნასთან დაკავშირებით გონივრული და დროული ნაბიჯია. „საქართველოს ბიზნეს ასოციაცია“ განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ ასოციაცია განაგრძობს ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული გამოწვევების შესწავლას და წევრი კომპანიების საჭიროებებისა და გამოწვევების გაანალიზებას. „რეფორმის გატარების დროს აუცილებელია ყველა მხარის ინტერესები იქნას დაცული და გათვალისწინებული. მიგვაჩნია, რომ მნიშვნელოვანია არსებული კანონმდებლობის გადახედვა და შესაბამისი, სამართლიანი გადაწყვეტილებების ...

Read More »

წარმატებული ბიზნესი ვითიბი ბანკთან ერთად – # 1 ქომაგი

ვითიბიმ, როგორც ქართული ბისნესის #1ქომაგმა,  2022 წლის დაწყება მადლიერების გამოხატვით გადაწყვიტა ყველა იმ კომპანიის მიმართ, ვინც ბანკი აირჩია წარმატებული ბიზნესის საკეთებლად. გთავაზობთ მოკლე ვიდეო ისტორიას

Read More »

მაგთიკომმა მომსახურების ტარიფები გაზარდა

Magticom-მა მომსახურების ტარიფები გააძვირა. ამის შესახებ მომხმარებლებს კომპანიისგან მოკლე ტექსტური შეტყობინებები დაეგზავნათ. ფასის ცვლილება შეეხო ერთ თვიან ულიმიტო 25 ლარიან პაკეტს და ინტერნეტ პაკეტებს.  “გაცნობებთ, რომ 10.02.2022-დან ულიმიტო ინტერნეტის აქციებზე იმოქმედებს შემდეგი ტარიფები: ულიმიტო ინტერნეტ დღე-ღამე – 1.5 ლარი ულიმიტო ინტერნეტ კვირა – 7 ლარი“, – წერია მაგთიკომის მიერ გამოგზავნილ მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.  მაგთიკომის გამოგზავნილ მეორე შეტყობინებაში წერია რომ, მომხმარებლებს ერთ ...

Read More »

ალუმინის ფასი მკვეთრად გაიზარდა და ოქტომბრის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია

ევროპაში ალუმინის წარმოების შემცირებამ, ოქტომბრის შემდეგ, ფასები უმაღლეს დონემდე აიყვანა. ალუმინის ფასების ზრდის პარალელურად, სპილენძის ფასებიც იზრდება, რადგან ყაზახეთში განვითარებულმა მოვლენებმა საფრთხე შეუქმნა გლობალურ მიწოდებას. ლონდონის ლითონის ბირჟაზე ალუმინის ფასი 2%-ით გაიზარდა და 2980 აშშ დოლარი შეადგინა ტონაზე, რაც 21 ოქტომბრის შემდეგ უმაღლესი მაჩვენებელია. ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა საფრანგეთი და ესპანეთი, წარმოება შემცირდა ელექტროენერგიაზე მაღალი დანახარჯების გამო. Shanghai Dongwu Jiuying Investment ...

Read More »

2022 წელს „სოკარი” ნახშირბადის გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას აპირებს

სოკარი შეამცირებს ნახშირბადის გამოყოფას. კერძოდ, სოკარი აპირებს ნახშირბადის გამონაბოლქვის ნულამდე შემცირებას 2022 წელს. ABC.AZ-ის ცნობით, ამის შესახებ სოკარის ვიცე-პრეზიდენტმა ეკოლოგიურ საკითხებში რაფიგა ჰუსეინზადემ Reuters-ს განუცხადა. „ჩვენ ამაზე ვმუშაობთ 2010 წლიდან, როგორც მსოფლიო ბანკის ასოცირებული გაზის გაჟონვის შემცირების პროგრამის ნაწილი. თუ 2012 წელს სოკარის საბადოებიდან ნახშირბადის ემისია იყო 9-10%, ბოლო დროს ეს მაჩვენებელი 2%-მდე შემცირდა. ჩვენ მივაღწევთ ნახშირბადის ნეიტრალიტეტს 2022 წელს,” ...

Read More »

ბაქო-თბილისის მიმართულებით შესაძლოა სარკინიგზო-სამგზავრო მიმოსვლა აღდგეს

საქართველო აგრძელებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის მიზნით. ამის შესახებ „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურმა დირექტორმა, დავით ფერაძემ ჟურნალ Forbes-თან ინტერვიუში განაცხადა, რომელსაც აზერბაიჯანული სააგენტო ABC.AZ ციტირებს. მისი თქმით, ბაქო-თბილისს შორის ფრენების აღდგენის ზუსტი დრო მოგვიანებით გახდება ცნობილი. კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოსა და აზერბაიჯანის დედაქალაქებს შორის სამგზავრო მატარებლების მოძრაობა 2020 წლის 14 მარტიდან შეჩერებულია. 2021 წელს საქართველომ მხოლოდ სომხეთის მიმართულებით სარკინიგზო ...

Read More »

სავალუტო ფონდი განვითარებად ეკონომიკებს აფრთხილებს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის მოემზადონ

საერთაშორისო სავალუტო ფონდი განვითარებად ეკონომიკებს აფრთხილებს, მოემზადონ აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ საპროცენტო განაკვეთების გაზრდისთვის. როგორც ფონდში განაცხადეს, აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის ამ ნაბიჯს შესაძლოა, მოჰყვეს რყევები ფინანსურ ბაზრებზე, კაპიტალის გადინება და ვალუტების გაუფასურება. როგორც გასულ კვირას აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტმა განაცხადა, საპროცეტო განაკვეთები შეიძლება, მარტში გაიზრდოს. მისივე თქმით, სისტემა მზადაა, უფრო აგრესული ნაბიჯები გადადგას ინფლაციის წინააღმდეგ. „აშშ-ის სარეზერვო სისტემის ...

Read More »

9 იანვრის მონაცემებით, საქართველოდან თხილის ექსპორტი 28%-ით გაიზარდა, ხოლო ღირებულება 10%-ით

2021 წლის 1-ელი აგვისტოდან 2022 წლის 9 იანვრის ჩათვლით საქართველოდან 17.8 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 81.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.8 ათასი ტონით (28%), ხოლო ღირებულება 7.7 მლნ აშშ დოლარით (10%) გაიზარდა. „ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (7,424 ტონა), ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი – ინფლაცია დაიწყებს შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს და წლის ბოლოს არ იქნება შორს მიზნობრივი მაჩვენებლისგან

როგორც კოვიდთან მიმართებით ვერ იქნება ქვეყანა იზოლირებული, ანალოგიურად, საქართველო ვერ იქნება ინფლაციასთან მიმართებით გამონაკლისი, იქიდან გამომდინარე, რომ ინფლაცია კოვიდის ერთ-ერთი თანმდევი ეკონომიკური უარყოფითი ეფექტია, – ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა. მისივე განმარტებით, ინფლაცია შემცირებას უკვე პირველი კვარტლის ბოლოს დაიწყებს და წლის ბოლოს მიუახლოვდება დადგენილ მიზნობრივ მაჩვენებელს. „ინფლაცია არ არის განსხვავებული იმ ტენდენციისგან, რაც მსოფლიოში ხდება. ...

Read More »