Home » 2022 » January » 06

Daily Archives: January 6, 2022

ნათია თხილაიშვილი „ვითიბის“ საცალო ბიზნესს უხელმძღვანელებს

2022 წლიდან, „ვითიბი ბანკის“ საცალო ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ნათია თხილაიშვილმა დაიკავა, რომელიც, ასევე, დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. როგორც „ვითიბი ბანკის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, „ვითიბი“ ბანკამდე ნათია, „პროკრედიტ ბანკში“ დირექტორატის წევრი იყო და მას საფინანსო სფეროში საქმიანობის 15 წლიანი გამოცდილება აქვს. ”მინდა მივულოცო ნათიას „ვითიბი ბანკის“ გუნდის წევრობა და წარმატება ვუსურვო თავის მომავალ საქმიანობაში. 2022 წელს, ახალი სტრატეგიით და ...

Read More »

სემეკის წევრი, გიორგი ფანგანი: იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდება            

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრმა, გიორგი ფანგანმა ბოლო შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ ბოლო დღეებში განხორციელებულ დარიცხვებთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ისაუბრა. მისი განცხადებით, იანვარში, თბილისის მაცხოვრებლებს ელექტროენერგიისა და სასმელი წყლის მიწოდება არ შეუწყდებათ.  „დარიცხვებთან დაკავშირებით კომისიაში მოქალაქეთა ბევრი ზარი შემოვიდა. კომპანიებთან ერთად განვიხილეთ დარიცხვების საკითხი და როგორც „თელმიკო“ ასევე „ჯოჯიან უოთერ ...

Read More »

თბილისში სამგზავრო აბონემენტების გაყიდვა დაიწყო – მგზავრობა „მეტრომანითაც“ იქნება შესაძლებელი

დღეიდან მოქალაქეები დედაქალაქში  სამგზავრო პაკეტების შეძენას მეტროს სალაროებში შეძლებენ, – ამის შესახებ თბილისის მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსმა, ვიქტორ წილოსანმა მედიასთან განაცხადა. მისი თქმით, ხვალიდან მოქალაქეები სამგზავრო პაკეტებს “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებშიც შეიძენენ. „დღეიდან სამგზავრო პაკეტების მეტროს სალაროებში გაყიდვები დაიწყო. ხვალიდან აღნიშნული ბარათების შეძენა “საქართველოს ბანკის” ექსპრეს ფილიალებში იქნება შესაძლებელი. სურვილისამებრ, პირველი თებერვლიდან მგზავრები ტრანსპორტში გადახდას „მეტრომანის“ ...

Read More »

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მურთაზ კიკორია გახდა

„ლიბერთი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოში ცვლილებაა. საბჭოს ახალი თავმჯდომარე მურთაზ კიკორია გახდა და მან ირაკლი რუხაძე ჩაანაცვლა, რომელიც საბჭოს წევრად რჩება. აღნიშნული ცვლილება სავარაუდოდ, ახალმა მოთხოვნებს უკავშირდება, რომელიც თავმჯდომარის პოზიციაზე სააქციო კაპიტალის მნიშვნელოვანი წილის მქონე პირის ყოფნას ზღუდავს. ირაკლი რუხაძე კი ბანკის „ლიბერთის“ 30.6%-ის მფლობელია. შესაბამისად, რეესტრის 30 დეკემბრის ამონაწერით, „ლიბერთის“ სამეთვაყურეო საბჭოს თავმჯდომარეა – მურთაზ კიკორია, წევრები კი – მამუკა ...

Read More »

სემეკი – ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები არ გაზრდილა და ზრდა არც განიხილება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) საზოგადოების სწორი ინფორმირების მიზნით, კიდევ ერთხელ აცხადებს, რომ არ გაზრდილა ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზისა და წყალმომარაგების ტარიფები. სემეკის ინფორმაციით, 2022 წლის პირველი იანვრიდან ტარიფები არ შეცვლილა და ძალაშია კომისიის მიერ წინა პერიოდში მოქმედი სამომხმარებლო ტარიფები. ტარიფების ზრდა არ განიხილება. „პოლიტიკური პარტიები და სხვადასხვა პოლიტიკური პირები კიდევ ერთხელ ცდილობენ, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში და საკუთარი ...

Read More »