Home » 2022 » January » 05

Daily Archives: January 5, 2022

ყაზახეთში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ, მთავრობა გადადგა

ყაზახეთის პრეზიდენტმა ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ქვეყანაში საწვავის ფასის გამო დაწყებული საპროტესტო აქციების შემდეგ მთავრობის გადადგომის შესახებ გადაწყვეტილებას ხელი მოაწერა. ყაზახეთის ქალაქებში მასობრივი საპროტესტო აქციები გაზის მომატებული ფასის გამო დაიწყო. თავდაპირველად დემონსტრაცციები მშვიდობიანი იყო, თუმცა მოგვიანებით შეტაკებებში გადაიზარდა, რის გამოც ყაზახეთის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომართ თოყაევმა ცენტრალური აზიის უდიდეს ქალაქ ალმათში და დასავლეთ მანგისტაუს პროვინციაში ორკვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მთავრობის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლად რესპუბლიკის ...

Read More »

დარიცხვებთან დაკავშირებით სემეკი განცხადებას ავრცელებს

ბოლო დღეების განმავლობაში საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ) მომართა არაერთმა მოქალაქემ შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიისა“ და შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაურის“ დარიცხვებთან დაკავშირებით. კომისია მოქალაქეთა ყველა მომართვას სწავლობს ინდივიდუალურად და დარღვევების დაფიქსირების შემთხვევაში იმოქმედებს კანონის შესაბამისად. აღსანიშნავია, რომ ელექტროენერგიის საფასურის გადახდის ვადების პენსიისა და საარსებო შემწეობის მიღების ვადებზე მორგების მიზნით, სემეკის გადაწყვეტილებას წარმოადგენს ქ. თბილისში მრიცხველების წაკითხვის ...

Read More »

PSP-მ 2021 წელს 59 ახალი აფთიაქი გახსნა და 1200 ადამიანი დაასაქმა

როგორი იყო 2021 წელი პსპ – სთვის და რა მოლოდინები აქვს 2022 წლისთვის, ამის  შესახებ რადიო “კომერსანტის“  საახალწლო ეთერში PSP Pharmacy • პსპ აფთიაქის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ნათია ხაბეიშვილმა ისაუბრა.  მისი თქმით, პსპ-მ 2021 წლის მთავარ გამოწვევას — პანდემიას თავი გაართვა და არც ქსელის განვითარება და არც თანამშრომლების აყვანა შეუწყვეტია. ნათია ხაბეიშვილმა ასევე აღნიშნა, რომ პსპ-მ 2021 წელს 59 ახალი აფთიაქი გახსნა და 1200 თანამშრომელი ...

Read More »

მაკრონი არავაქცინირებულ ადამიანებზე – მინდა, რომ მათ დისკომფორტი შევუქმნათ და ჩვენ ამის კეთებას ბოლომდე გავაგრძელებთ

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არავაქცინირებული ადამიანებისთვის ერთგვარ გაფრთხილებას აგზავნის. „მინდა, რომ დისკომფორტი შევუქმნა მათ და ჩვენ ამის კეთებას განვაგრძობთ ბოლომდე“, -აღნიშნა პრეზიდენტმა ერთ-ერთ ფრანგულ გამოცემასთან ინტერვიუში. მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ის ვაქცინაციას არავის დააძალებს, მას სურს, რომ ადამიანების აცრისკენ წახალისება მათი ყოველდღიური აქტივობების შეზღუდვის ხარჯზე მოხდეს. ,,არავაქცინირებულ ადამიანებს საპყრობილეში არ გავგზავნით. თუმცა, მათ უნდა ვუთხრათ, რომ 15 იანვრიდან რესტორანში ...

Read More »

ეკა ხერხეულიძე – მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის ეკა ხერხეულიძის განცხადებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს. ამის შესახებ ხერხეულიძემ მედიას რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან განუცხადა მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ხერხეულიძის თქმით, სააკაშვილი პოლიტიკურად კარგ ფორმაშია. “მის ჯანმრთელობაზე როცა ვსაუბრობთ, ეს წამებით არის გამოწვეული. პოლიტიკურად ის კარგ ფორმაშია. ამ ეტაპზე, ეკონომიკურ პროგრამაზე მუშაობს, რომელიც სიდუხჭირის და გაჭირვების დაძლევისკენ არის მიმართული. ამ საკითხებით არის ...

Read More »

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა

„თიბისი კაპიტალმა“ მთავარი ეკონომისტისგან განახლება გამოაქვეყნა. „თიბისის“ ცნობით, ნოემბერში რეალური მშპ, მოლოდინების შესაბამისად წინა წლის იმავე თვესთან შედარებით, 6.9%-დან 12.0%-მდე აჩქარდა, რაც ძირითადად დაბალი საბაზო ეფექტის შედეგი იყო. თუმცა აღსანიშნავია, რომ 2019 წელთან შედარებითაც ეკონომიკური ზრდის ტემპმა მოიმატა. წინა თვის მსგავსად, აღდგენა ყველა სექტორს მოიცავდა, გარდა მშენებლობისა, რაც სახელმწიფოს მიერ შემცირებულმა კაპიტალურმა დანახარჯებმა განაპირობა. „მაშინ, როდესაც ექსპორტის, ტურიზმის, გზავნილებისა და იმპორტის ...

Read More »

„საქართველოს ბანკის“ მხარდაჭერით, სოლიკო ვირსალაძის დაბადების დღისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება

„საქართველოს ბანკი“ კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, 14 იანვარს, ეროვნულ გალერეაში, სოლიკო ვირსალაძისადმი მიძღვნილი რეტროსპექტული გამოფენა გაიმართება. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ღონისძიება სოლიკო ვირსალაძის 113 წლისთავს ემთხვევა და ის მხატვრის შემოქმედების ყველაზე ვრცელი გამოფენა იქნება. როგორც „საქართველოს ბანკის“ გენერალური დირექტორის მოადგილემ, ეთერ ირემაძემ განაცხადა, სოლიკო ვირსალაძის შემოქმედებამ თეატრალურ-დეკორატიულ ხელოვნებაში ახალი ეპოქა შექმნა. „მოხარული ვართ, მხარი დავუჭიროთ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან ...

Read More »

1-ელი იანვრიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა

2022 წლიდან 1995-99 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტების მიმოქცევის ვადა ამოიწურა. ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი. „შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან საგადამხდელო საშუალებად აღარ გამოიყენება მხოლოდ 1995 და 1999 წლების გამოშვების ლარის ბანკნოტები, რომლებზეც მითითებულია გამოშვების წელი. 2002 წლიდან დღემდე გამოშვებული ლარის ყველა ნომინალის ბანკნოტი კი გადახდის კანონიერი საშუალებაა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ...

Read More »