Home » 2021 (page 8)

Yearly Archives: 2021

ბენზინთან ერთად ავტოგაზიც ძვირდება

ბენზინის გაძვირებას ბუნებრივი და თხევადი აირებიც მიჰყვა. ბოლო პერიოდის განმავლობაში მცირე ინტერვალებით მატულობს ფასი. ამ დროისთვის 1 კბ/მ ბუნებრივი გაზი 1,55 ლარი ღირს, ხოლო  თხევადი აირის (LPG) ღირებულება 1,70 ლარია. თუმცა უფრო ძვირი ღირდა ზაფხულის განმავლობაში, რაც პროდუქტის დეფიციტით იყო გამოწვეული. თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელის, იმპორტიორი ნიკა ხოფერიას ინფორმაციით, ავტოგაზი ამ ეტაპზე  უკვე მსოფლიო ბაზარზე მიმდინარე ტენდენციების გამო ძვირდება. ,,ნედლი ნავთობის ფასები ...

Read More »

ლიბერთი ფარმადეპოსთან ერთად უფროსი თაობის მომხმარებელზე ზრუნვას განაგრძობს

დღეს, ლიბერთი ბანკსა და ფარმადეპოს შორის ურთიერთთანამშრომლობის განახლებული მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის ფარგლებში ლიბერთის უფროსი თაობის მომხმარებლები და სოციალური ბარათის მფლობელები, საქართველოს მასშტაბით 250-ზე მეტ აფთიაქში, 2200-ზე მეტი დასახელების ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შეძენას კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით, ყოველდღიურად, ყველაზე დაბალი ფასით შეძლებენ. სპეციალური ფასები გავრცელდება ლიბერთის ბარათით გადახდისას, ყველაზე მოთხოვნად -კარდიოლოგიურ, გულსისხლძარღვთა, ენდოკრინულ, ანტიკოაგულანტურ, ძვალ-კუნთოვანი და ოფთალმოლოგიურ მედიკამენტებზე. ამას გარდა, ...

Read More »

„Fitch Ratings“-მა, „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი “BB+”, “სტაბილური” პერსპექტივით დაადასტურა

2021 წლის 15 დეკემბერს, საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ „Fitch Ratings“-მა, დაადასტურა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგი (IDR) “BB+”, “სტაბილური” პერსპექტივით. „ხალიკ ბანკი საქართველო“ კვლავ ინარჩუნებს ყველაზე მაღალ შესაძლო რეიტინგს საქართველოში. სს „ხალიკ ბანკის საქართველოს“ უმაღლესი რეიტინგი განპირობებულია ბანკის მაღალი ლიკვიდურობით, მდგრადობით და შესაძლებლობით გაუმკლავდეს ქვეყანაში არსებულ გამოწვევებს. „ხალიკ ბანკი საქართველოს“ რეიტინგის სტაბილურობა ემყარება „ხალიკ ბანკი ყაზახეთის“ სიძლიერეს, რომლის შვილობილ ორგანიზაციასაც ...

Read More »

ამერიკამ პირველი კოვიდ-19-ის სამკურნალო აბი დაამტკიცა

ამერიკელმა მარეგულირებელმა მწვანე შუქი აუნთო “ფაიზერის” ანტივირუსულ პრეპარატს, სახელად “პაქსლოვიდი”. ეს პირველი აბია, რომელიც შეერთებულ შტატებში სურსათის და მედიკამენტების ფედერალურმა ადმინისტრაციამ (FDA) კოვიდ-19-ის სამკურნალოდ დაამტკიცა. “პაქსლოვიდის” მიღება შინ, სამედიცინო პერსონალის დახმარების გარეშე, ორალური გზით შეიძლება. სამეცნიერო კვლევების მიხედვით, “ფაიზერის” ანტივირუსული აბები მაღალი რისკის პაციენტებში, ჰოსპიტალიზაციის და სიკვდილობის პრევენციის საქმეში, თითქმის 90%-იან ეფექტიანობას აჩვენებს. ბოლო ლაბორატორიულ მონაცემებზე დაყრდნობით, პრეპარატი ასევე ინარჩუნებს ეფექტიანობას ვირუსის ...

Read More »

BAG ინდექსი -კომპანიების უდიდესი ნაწილი დასაქმებულთა რაოდენობას კვლავ უცვლელად ინარჩუნებს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრები და მათ ჯგუფში შემავალი კომპანიები გასულ და მიმდინარე კვარტალში დასაქმებულთა რაოდენობის ცვლილებას BAG ინდექსის ყოველკვარტალური კვლევის ფარგლებში აჯამებენ. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, 2021 წლის პირველ ნახევარში, მზარდი ეკონომიკური აქტივობის პარალელურად, კომპანიების დიდმა ნაწილმა დასაქმებულთა რაოდენობა გაზარდა. 2021 წლის მესამე კვარტლიდან კი, ზრდის ტემპი შენელდა, რადგან გამოკითხულთა უმეტესობა დასაქმებულთა რაოდენობას უცვლელად ინარჩუნებს. კერძოდ, 2021 წლის III კვარტალში, გამოკითხულთა ...

Read More »

„სოკარი” საქართველოში 15 წლის იუბილეს აღნიშნავს

22 დეკემბერს, თბილისში გაიმართა კომპანია სოკარის საქართველოში საქმიანობის 15 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება. ცერემონიაში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანიის პრეზიდენტი როვნაგ აბდულაევი, საქართველოს მდგრადი განვითარებისა და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, თბილისის მერი კახა კალაძე, აზერბაიჯანის ელჩი საქართველოში ფაიგ გულიევი და სხვა ოფიციალური პირები. ღონისძიებაზე გამომსვლელთა მიერ აღინიშნა, რომ საქართველოს ენერგეტიკულ სექტორში სოკარი წარმოადგენს უმსხვილეს ინვესტორსა და უმსხვილეს გადამხდელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. ხაზი გაესვა ...

Read More »

საქართველოს ბანკის ბიზნეს მომხმარებლისთვის ღია ბანკინგის ფუნქციონალი უკვე ხელმისაწვდომია

“საქართველოს ბანკი” ღია ბანკინგის მიმართულებით სიახლეების დანერგვას განაგრძობს. ბიზნესის ყოველდღიური საქმიანობის გასამარტივებლად, ბანკმა იურიდიული პირებისთვის ღია ბანკინგის პირველი ეტაპი აამოქმედა, რომელიც ინფორმაციაზე წვდომას გულისხმობს. „საქართველოს ბანკის“ ინფორმაციით, ამიერიდან ბიზნეს მომხმარებელი შეძლებს ყველა ბანკის ბიზნესანგარიში ერთ სივრცეში − ბიზნეს ინტერნეტბანკში იხილოს. ამგვარად, ცენტრალიზებულადაა შესაძლებელი სხვადასხვა საფინანსო ორგანიზაციის ანგარიშებზე განხორციელებული გადარიცხვების მონიტორინგი. სიახლე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ფინანსური დირექტორებისა და ბუღალტრებისთვის, რადგან ეს უმარტივებს მათ ...

Read More »

„თიბისი კაპიტალმა“ განახლებული, მაკრო-სექტორული მიმოხილვა წარადგინა

„თიბისი კაპიტალმა“ განახლებული მაკრო-სექტორული მიმოხილვის წარდგენას უმასპინძლა. „თიბისის“ ინფორმაციით, შეხვედრაზე, მიმდინარე მდგომარეობა, ძირითადი მაკრო-პარამეტრების უახლესი დინამიკა და მოლოდინები განიხილეს. ასევე, წარმოდგენილი იყო 2022 წლების მოლოდინები ცალკეულ ბიზნესსექტორთან დაკავშირებით. „თიბისი კაპიტალის“ საბაზო სცენარის თანახმად, 2022 წელს ეკონომიკური ზრდა – 5,5%, ინფლაცია კი 3%-იან სამიზნე მაჩვენებელთან ახლოს იქნება. ასევე, ლარის კურსის 5%-იანი გაუფასურება, 2019 წელთან შედარებით კი ტურიზმის 75%-იანი აღდგენაა მოსალოდნელი. 2021 წლის ...

Read More »

„თიბისი ლიზინგი“ GGF-ის ახალი პლატფორმის „მწვანე გზის“ პარტნიორია

ფონდმა მწვანე ზრდისთვის (GGF) ახალი პლატფორმის განვითარება დაიწყო. „თიბისის“ ინფორმაციით, „მწვანე გზა“, ასე ეწოდება პროექტს, რომელიც ასახავს მწვანე ფინანსების ბიზნეს და გარემოსდაცვით სარგებელს და იმას, თუ როგორ ხელმძღვანელობენ ფონდის პარტნიორი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტები მწვანე ეკონომიკის მიმართულებით. პლატფორმა რეალური მაგალითებით აღწერს პარტნიორი არასაბანკო და საბანკო ფინანსური ინსტიტუტების განვლილ გზას და იმას, თუ როგორ შეძლეს მათ მიეღოთ ინოვაციური ბიზნეს გადაწყვეტილებები. ადვილად ნავიგაციური ...

Read More »

საქართველოს ეროვნული ბანკი ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის 2022 წლის თავმჯდომარე გახდა

2021 წლის 16 დეკემბრიდან, საქართველოს ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, პაპუნა ლეჟავამ ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის საბანკო ზედამხედველების ჯგუფის (Group of Banking Supervisors from Central and Eastern Europe – BSCEE) თავმჯდომარის პოზიცია ოფიციალურად დაიკავა. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს. „საქართველოს ეროვნული ბანკი აღნიშნული ჯგუფის წევრი 2013 წელს გახდა და მას შემდეგ აქტიურად არის ჩართული ჯგუფის საქმიანობაში. BSCEE ჯგუფი აღმოსავლეთ და ცენტრალური ევროპის 25 ქვეყანას ...

Read More »