Home » 2021 (page 7)

Yearly Archives: 2021

„ვცდილობთ რომ სოფლის მეურნეობა, როგორც ბიზნესი, განვითარდეს”

სოფლის განვითარების სააგენტოს აქვს ჯანსაღი ამბიცია, საქართველოს აგრარული სექტორის დონე თანამედროვე, ევროპულ სტანდარტს გაუთანაბრდეს, უფრო მეტად გაიზარდოს ქართული წარმოების ხარისხი, ცნობადობა და მსოფლიოს წამყვან ბაზრებზე ღირსეული ნიშა დაიმკვიდროს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება სააგენტოს მიერ განხორციელებული პროექტები, რომელიც 2022 წელსაც წარმატებით გაგრძელდება. გაწეული ღონისძიებების შედეგად თითქმის ყველა სეგმენტში მოსავლიანობა გაზრდილია და ექსპორტზეც ქვეყანამ საკმაოდ დიდ შედეგს მიაღწია.  ქართული ხარისხიანი აგროპროდუქტის წარმოების ...

Read More »

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული კომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა

საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი რუსული კომპანია „სიბურის“ დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. როგორც კომპანია აღნიშნავს, ფრანსუა ფიონი დამოუკიდებელი დირექტორი გახდა. აღსანიშნავია, რომ საფრანგეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ფრანსუა ფიონი 2021 წლის ივლისიდან არის ასევე კომპანია „ზარუბეჟნეფტის“ დირექტორთა საბჭოს წევრი. „სიბური“ რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ნავთობქიმიური კომპანიაა. ფრანსუა ფიონი საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობას 2007-2012 წლებში ნიკოლა სარკოზის პრეზიდენტობის ...

Read More »

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია

ლიტერატურული პრემია „საბას“ გამარჯვებულები ცნობილია. „თიბისის“ ცნობით, „საბას“ მე-19 დაჯილდოება, კორონავირუსის პანდემიის გამო, ონლაინ გაიმართა. გამარჯვებული 10 ნომინაციაში გამოვლინდა: საუკეთესო ლიტერატურული დებიუტი – ნანა აბულაძე „აკუმი“; ირინა ტაბაღუა „ტელეფას ცხვარი“; საუკეთესო პიესა – პაატა ციკოლიას „მედეა s01e06”; საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკა – ნინო დიანოსაშვილის „შეშლილი სიშმაგე თუ შმაგი შეშლილობა?! ლისამანია ევრიპიდეს ტრაგედიებში: „ბაკქი ქალები“, “ჰერაკლე“, „ორესტესი“; ნანა ტრაპაიძის „ლიტერატურა ლიტერატურის შესახებ“; საუკეთესო ...

Read More »

ბრაზილიაში პირველი ქართული მარანი გაიხსნა

ბრაზილიის გოიასიის შტატში, საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, გაიხსნა პირველი ქართული მარანი Lorangi და ქვევრის გახსნის ცერემონია გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქვევრში ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციას და ქვევრიდან დაეგემოვნებინათ ძველი ქართული ტრადიციული მეთოდით დაყენებული ღვინო. ასევე წარმოდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიების და მარნების მიერ დამზადებული ქართული ღვინოები. ამასთან, საქართველოს, ქართული კულტურისა ...

Read More »

სამხრეთ კორეამ ყოფილი პრეზიდენტი შეიწყალა, რომელიც 20 წლიან სასჯელს იხდიდა

სამხრეთ კორეის იუსტიციის სამინისტრომ განაცხადა, რომ პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტი პარკ გეუნ-იე შეიწყალა. სამინისტროს განმარტებით, ყოფილი პრეზიდენტის შეწყალება სოციალური კონფლიქტების მოგვარების მიზნით მოხდა. პარკ გეუნ-იეს გარდა ამნისტია 3 000-ზე მეტ მსჯავრდებულს შეეხო. შეწყალებისას გაითვალისწინეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აღსანიშნავია, რომ მხრისა და წელის ქრონიკული ტკივილის გამო პარკ გეუნ-იეს წელს სამჯერ გადაიყვანეს საავადმყოფოში. კორუფციაში ბრალდებულ პარკ გეუნ-იეს თავისუფლების 20 წლით აღკვეთა ჰქონდა მისჯილი.

Read More »

ბელარუსმა რადიო „თავისუფლების“ ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა

ბელარუსის ხელისუფლებამ რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების ადგილობრივი სამსახური ექსტრემისტული ორგანიზაციების სიაში შეიყვანა. „დოიჩე ველეს“ ინფორმაციით, ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ ბელარუსებს, რომლებიც რადიო თავისუფლებას ონლაინ რეჟიმში გამოიწერენ, ექვს წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. „ბელარუსის შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლების ბელარუსის სამსახური, რომელიც ცნობილია, როგორც „რადიო სვაბოდა“, ექსტრემისტული ორგანიზაციების ჩამონათვალში შეიტანა, რაც წარმოადგენს დამოუკიდებელი მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მკაცრი ზომების ...

Read More »

„ვერ დამისახელებთ განვითარებულ ქალაქს თუ ქვეყანას, სადაც სააბონენტო გადახდის სისტემა არ არის დანერგილი“

თუ უფრო აქტიურია მგზავრი ფასი უფრო დაბალი გამოდის – ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის აქტიურ მოხმარებაზე ორიენტირებული, წამახალისებელი გადახდის სისტემა, – ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა. მისი თქმით, ყველა განვითარებულ ქალაქში მსგავსი სატარიფო სისტემა მოქმედებს და ოპოზიცია ხელოვნურად ცდილობს ვითარების გამწვავებას. „ბარათი ერთჯერადი არ არის, ერთჯერ მოუწევს მგზავრს ყიდვა და ამ ბარათზე მუდმივად შეიძლება დაირიცხოს სხვადასხვა პაკეტები. ასევე, ბარათი ერთხელ ...

Read More »

პუტინის განცხადებით, უკრაინა რუსმა რევოლუციონერმა, ლენინმა შექმნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსმა რევოლუციონერმა ვლადიმირ ლენინმა შექმნა. ამის შესახებ მან 23 დეკემბერს დასკვნითი პრესკონფერენციის დროს განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა GORDON-ი ავრცელებს. როგორც გამოცემა წერს, თავიდან პუტინმა დაადანაშაულა შეერთებული შტატები უკრაინის საზღვარზე რუსეთის მახლობლად რაკეტების დაყენებაში და ასევე გაკიცხა ის ფაქტი, რომ მათ “დღეს ახსოვთ ყირიმი”. „რაკეტებს ვათავსებთ შეერთებული შტატების საზღვრებთან? არა. ეს იყო შეერთებული ...

Read More »

აზერბაიჯანი ბავშვის საფენების ექსპორტს იწყებს

როგორც აზერბაიჯანული ABC.AZ წერს, აზერბაიჯანმა ბავშვის საფენის ექსპორტი დაიწყო. კერძოდ, აზერბაიჯანის ინდუსტრიულ კორპორაციასთან სახელმწიფო-კერძო პარტნიორობის საფუძველზე შექმნილი შპს „რაფა ჯგუფი“ ბავშვის საფენებსა და ქაღალდის პროდუქტებს აწარმოებს. მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების სააგენტოს (KOBIA) ცნობით, კომპანია, რომელმაც ოპერირება 2021 წელს დაიწყო, აწარმოებს საფენებს, ხელსახოცებს და სხვა ქაღალდის პროდუქტებს. კომპანიის პროდუქცია ექსპორტზე გადის ცენტრალური აზიისა და ევროპის რიგ ქვეყნებში. კომპანიაში დასაქმებულია 40 ...

Read More »

„ვითიბი“ ქართული სამასპინძლო ბიზნესის აქტიურ მხარდაჭერას აგრძელებს

რთული პანდემიური პერიოდის მიუხედავად, „ვითიბი“ ქართულ სამასპინძლო ბიზნესს განვითარებაში აქტიურად ეხმარება და ფინანსურად უჭერს მხარს. ბანკის დახმარებით, 2021 წელს აჭარაში, მტირალას ტერიტორიაზე, Park Resort Mtirala-ს საოჯახო რესტორანი გაიხსნა. ამასთან, ჩატარდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული სამუშაო, რომელიც „ვითიბიმ“ სრულად დააფინანსა. „ჩემმა ოჯახმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ შევძელით აქ აგვეშენებინა საოჯახო სასტუმრო, რესტორანი, ხიდი, რომლითაც ვემსახურებით როგორც ადგილობრივ, ისე უცხოელ ვიზიტორებს. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ – ერთი გუნდი ...

Read More »