Home » 2021 (page 60)

Yearly Archives: 2021

ექსპორტირებული თხილის მოცულობა 35%-ით, ხოლო ღირებულება 12%-ით გაიზარდა

გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული თხილის მოცულობა 3.3 ათასი ტონით (35%), ხოლო ღირებულება 6.3 მლნ აშშ დოლარით (12%) გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს. ქართული თხილის ექსპორტი, ძირითადად, ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება – იტალიაში (5,549 ტონა), გერმანიაში (2,222 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (315 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (170 ტონა), ბულგარეთში (110 ...

Read More »

არსებობს კარტელური გარიგებები ექიმებისა და ფარმაცევტების მონაწილეობით – დიმიტრი ხუნდაძე

ფარმაცევტულ ბიზნესში არსებობს კარტელური გარიგებები, რომელშიც ექიმები და ფარმაცევტები არიან ჩართული, – ამის შესახებ პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძემ სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე განაცხადა. „ბევრი მიმართულებით არის სამუშაო, გარდა საკანონმდებლო უზრუნველყოფისა, ასევე დასარეგულირებელია სარეცეპტო სისტემა. ელექტრონულ რეცეპტებზე გადასვლა დააზღვევს გარკვეულ რისკებს, ასევე ბაზარზე ჯენერიკული მედიკამენტების სიმრავლე დაარეგულირებს ფასებს. ჯენერიკების უპირატესობა არის ის, რომ ფასები არის დაბალი, ასევე მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ გარკვეული კარტელური ...

Read More »

რატომ არ მცირდება ნავთობპროდუქტებზე აქციზი და რამდენად იმოქმედებს ეს საწვავის ფასზე

გასულ კვირას, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა 2022 წლის ბიუჯეტის გადამუშავებული პროექტი განიხილა. ქვეყნის მთავარმა ფინანსურმა დოკუმენტმა, პირველად ვარიანტთან შედარებით, მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა. გაზრდილია როგორც საშემოსავლო, ისე გასაცემლების ნაწილი. შეიცვალა ბიუჯეტის სხვა პარამეტრებიც და თუ თავდაპირველ ვარიანტში ბიუჯეტის დეფიციტი 5%-მდე განიხილებოდა, გადამუშავებულ ვარიანტში ბიუჯეტის დეფიციტი 4.4%-ზეა შენარჩუნებული. შემცირებულია სახელმწიფოს საგარეო ვალის მოცულობაც და ის მშპ-ს 52.2%-ს შეადგენს. მნიშვნელოვანი ზრდა ფიქსირდება ხარჯვით ნაწილში და ...

Read More »

ოქტომბერში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ დოლარი შეადგინა

საქართველოს ეროვნული ბანკი უცხოელ მოგზაურთა დანახარჯების წინასწარი სტატისტიკის ყოველთვიურად გამოქვეყნებას იწყებს. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის ოქტომბერში, მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 142.3 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 127.1 მლნ აშშ დოლარით (9.4-ჯერ) არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის ოქტომბერთან შედარებით – 124.6 მლნ აშშ დოლარით (-46.7 პროცენტი) ნაკლებია. მიმდინარე წლის ოქტომბერში შემოსავლების 15.5 პროცენტი (22.0 მლნ აშშ დოლარი) ევროკავშირის ქვეყნებზე მოდიოდა. ...

Read More »

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ ფრანგ პარტნიორებს საქართველოში არსებული ბიზნეს კლიმატი და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნეს გაერთიანების, MEDEF International-ის დელეგაციას უმასპინძლა. საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში ასოციაციამ „აწარმოე საქართველოში“ წარმომადგენელთან ერთად, ფრანგ პარტნიორებს გააცნო საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი და ზოგადად, ქვეყანაში არსებული ბიზნეს კლიმატი. მათი განმარტებით, საფრანგეთის დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ 20 კომპანიის, მცირე და საშუალო ბიზნესების წარმომადგენლები სხვადასხვა სექტორიდან, როგორიცაა საბანკო საქმიანობა, ტელეკომუნიკაციები, ტრანსპორტი, ენერგია, კონსულტირება და სოფლის მეურნეობა. „მოხარულნი ...

Read More »

“ვითიბი ბანკი” მომხმარებელს ინოვაციურ პროდუქტს სთავაზობს

“ვითიბი ბანკი”, მომხმარებელს, ინოვაციურ, მაქსიმალურად მასზე მორგებულ პროდუქტს სთავაზობს. “ვითიბი ბანკის” ცნობით, დღეიდან, სახლის/ბინის შეძენის ან გარემონტების მსურველი პირი, შეძლებს იპოთეკური სესხის განაცხადის შევსებას და სასურველი თანხის დამტკიცებას დისტანციურად, ნებისმიერი ადგილიდან, ვითიბის ვიდეობანკის საშუალებით. მათი განმარტებით, სესხის ასაღებად, მომხმარებელმა, უნდა დარეკოს ვიდეობანკში https://videobank.ge, ხოლო დამტკიცებული სესხის გატანას შეძლებს ფილიალიდან.

Read More »

წამლის ფასის რეგულირებასთან დაკავშირებით ჯანდაცვის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა

მედიკამენტების ფასის რეგულირებასთან დაკავშირებულის საკითხები განიხილეს ჯანდაცვის სამინისტროში. ინფორმაციას სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს. შეხვედრას სამინისტროსა და რეგულირების სააგენტოს ხელმძღვანელი პირები, კონკურენციის სააგენტოს, პარლამენტის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ აღნიშნა, რომ წამლის ფასი მოსახლეობისთვის ძალიან დიდ ტვირთს წარმოადგენს და ჯანდაცვის სამინისტრო აღნიშნული პრობლების აღმოსაფხვრელად აქტიურ რეჟიმში იწყებს მუშაობას. „დღევანდელი ჩვენი შეხვედრის ...

Read More »

ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა

ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საფრანგეთის ბიზნესწრეების წარმომადგენლებს შეხვდა, რომლებიც საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საელჩოს მოწვევით იმყოფებიან. საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების წარმომადგენელთა ვიზიტის მიზანია, ქვეყნის საინვესტიციო და ბიზნესგარემოს გაცნობა, რათა კიდევ უფრო გაიზარდოს ფრანგი ბიზნესმენების მონაწილეობა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში. სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ გამართულ შეხვედრაზე მინისტრმა სტუმრებს მიაწოდა ინფორმაცია ქვეყანაში არსებული მაკროეკონომიკური ვითარებისა და ეკონომიკური აღდგენის თაობაზე, ყურადღება გამახვილდა განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე. ...

Read More »

ხონში 32 მილიონიანი აგროკომპლექსის პროექტი ჩავარდა

გაყინული ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორი კომპანია “გლენბერი“ ხონში სასათბურე და სამაცივრე-გადამამუშავებელ მეურნეობას აღარ გახსნის. როგორც კომპანიის დამფუძნებელი რაფაელ მაღალაშვილი „ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, პროექტი, რომლის დაწყება დამოკიდებული იყო მთავრობის გადაწყვეტილებაზე კომპანიისთვის ხონში სასოფლო-სამეურნეო მიწების გადაცემაზე, ჩავარდა. მისი განცხადებით, ხელისუფლებამ მიწების გადაცემაზე უარი თქვა, რადგან პროექტში კომპანიის პარტნიორი უცხოელი ინვესტორებიც უნდა ყოფილიყვნენ, მათზე მიწის გადაცემა კი კანონმდებლობით აკრძალულია. „ამერიკელი ინვესტორები მყავდა, საბოლოოდ, მთავრობამ უარი გვიან ...

Read More »

III კვარტალის ბოლოსთვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წელთან შედარებით 0.7%-ით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა

წინასწარი მონაცემებით, 2021 წლის III კვარტალის ბოლოსათვის მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სულადობა წინა წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით 0.7 პროცენტით გაიზარდა და 972.2 ათასი სული შეადგინა. აქედან, ფურისა და ფურკამეჩის ჯამური რაოდენობა 441.7 ათასი სულით განისაზღვრა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 3.2 პროცენტით ნაკლებია. ცხვრისა და თხის ჯამური რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26.0 პროცენტით შემცირდა და 764.6 ათასი სული შეადგინა. ღორის ...

Read More »